-
რა ნაყოფი გამოიღო ქადაგებამ — „ყანები . . . გადათეთრებულან მოსამკელად“ღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
„შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან მოსამკელად“.a იესოს ნათქვამი მოწაფეებს პირდაპირი მნიშვნელობით რომ არ გაეგოთ, მან დასძინა: „მომკელი . . . აგროვებს ნაყოფს მარადიული სიცოცხლისთვის“ (იოან. 4:5—30, 36).
4. ა) რა დაანახვა იესომ მოწაფეებს სულიერ მკასთან დაკავშირებით? ბ) რა საკითხებს შევეხებით?
4 რა დაანახვა იესომ მოწაფეებს სულიერ მკასთან დაკავშირებით? პირველი ის, რომ საქმე გადაუდებელი იყო. იესომ სიტყვები „ყანები . . . გადათეთრებულან მოსამკელად“ თავის მიმდევრებს იმიტომ უთხრა, რომ მოქმედებისკენ აღეძრა. მას უნდოდა, მოწაფეებს გაეცნობიერებინათ, რომ დაყოვნების დრო არ იყო, ამიტომ დაამატა: „უკვე იღებს მომკელი გასამრჯელოს“. მაშასადამე, მკა უკვე დაწყებული იყო და დრო არ ითმენდა
-
-
რა ნაყოფი გამოიღო ქადაგებამ — „ყანები . . . გადათეთრებულან მოსამკელად“ღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
5. ვინ ხელმძღვანელობს გრანდიოზულ სულიერ მკას და როგორ ცხადყოფს იოანეს ხილვა, რომ ეს საქმე გადაუდებელია?
5 მოციქული იოანე ხილვაში ხედავს, რომ იეჰოვამ იესო გრანდიოზული სულიერი მკის ხელმძღვანელად დანიშნა (წაიკითხეთ გამოცხადების 14:14—16). ხილვისამებრ, იესოს თავზე გვირგვინი ადგას და ხელში ნამგალი უჭირავს. მის „თავზე ოქროს გვირგვინი“ იმის ნიშანია, რომ ის მეფეა, „ბასრი ნამგალი“ კი მის, როგორც მომკელის, როლზე მიუთითებს. ანგელოზის მეშვეობით იეჰოვა ამბობს, რომ „მოიწია სამკალი დედამიწაზე“, რაც საქმის გადაუდებლობას უსვამს ხაზს. უდავოა, რომ „მოვიდა მკის საათი“ და დაყოვნების დრო არ არის. იეჰოვას ბრძანების „აიღე შენი ნამგალი“ საპასუხოდ, იესო იქნევს თავის ნამგალს და იმკის დედამიწას, ანუ დედამიწაზე მცხოვრებ ხალხს. ეს ამაღელვებელი ხილვა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ „ყანები . . . გადათეთრებულან მოსამკელად“.
-
-
რა ნაყოფი გამოიღო ქადაგებამ — „ყანები . . . გადათეთრებულან მოსამკელად“ღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
. შემდეგ, 1919 წელს იესომ „დედამიწის მომკა“ დაიწყო და ახალდანიშნული ერთგული მონის მეშვეობით ძმებს სამქადაგებლო საქმის გადაუდებლობა დაანახვა. ვნახოთ, რა მოხდა შემდეგ.
7. ა) რისი გამოკვლევის შედეგად დაინახეს ძმებმა სამქადაგებლო საქმის გადაუდებლობა? ბ) რისკენ მოუწოდა ძმებს გონიერმა მონამ?
7 „საგუშაგო კოშკის“ 1920 წლის ივლისის ნომერში ნათქვამი იყო: „წმინდა წერილების გამოკვლევის შედეგად ცხადი გახდა, რომ ჩვენს ეკლესიას წილად ხვდა სამეფოს შესახებ ცნობის გადაცემის უდიდესი პატივი“. მაგალითად, ესაიას წინასწარმეტყველებიდან გონიერმა მონამ გაიგო, რომ სამეფოს შესახებ ცნობა მთელ მსოფლიოში უნდა გაცხადებულიყო (ეს. 49:6; 52:7; 61:1—3), თუმცა როგორ უნდა შესრულებულიყო ეს საქმე, არ იცოდა. ის იმედოვნებდა, რომ იეჰოვა დაეხმარებოდა მას (წაიკითხეთ ესაიას 59:1). მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ქადაგება გადაუდებელი საქმე იყო, გონიერმა მონამ ძმებს უფრო აქტიურად ქადაგებისკენ მოუწოდა. როგორ გამოეხმაურნენ ძმები ამ მოწოდებას?
8. სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებულ რა ორ მნიშვნელოვან რამეს ჩასწვდნენ ჩვენი ძმები 1921 წელს?
8 „საგუშაგო კოშკის“ 1921 წლის დეკემბრის ნომერი იუწყებოდა: „წლევანდელი წელი საუკეთესოა. წინა წლებთან შედარებით 1921 წელს ჭეშმარიტება უფრო მეტმა მოისმინა“. ჟურნალი დასძენდა: „მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია . . . დაე, ვიქადაგოთ მხიარული გულით!“. ყურადღება მიაქციეთ, რომ ძმები ჩასწვდნენ სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებულ ორ მნიშვნელოვან რამეს, რაზეც იესომ თავის დროზე მოციქულებს ყურადღება გაუმახვილა — საქმე გადაუდებელია და მომკელები ხარობენ.
-