-
ჩათესილ მარცვალს ‘ღმერთი ზრდის’საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ივლისი
-
-
ჩათესილ მარცვალს ‘ღმერთი ზრდის’
„არც დამრგველია რამე, არც მომრწყველი, არამედ ღმერთი, რომელიც ზრდის“ (1 კორ. 3:7).
1. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ „ღვთის თანამშრომელნი ვართ“?
„ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ“. ამ სიტყვებით პავლე მოციქულმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ იეჰოვამ საპატიო საქმე მოგვანდო (წაიკითხეთ 1 კორინთელების 3:5—9). ეს საქმე, ანუ მოწაფეების მომზადება, პავლემ თესლის თესვასა და მორწყვას შეადარა. ამ მნიშვნელოვან საქმეში წარმატებას რომ მივაღწიოთ, იეჰოვას დახმარება გვჭირდება. პავლე შეგვახსენებს, რომ თესლს ‘ღმერთი ზრდის’.
2. ის ფაქტი, რომ ზრდა ღმერთზეა დამოკიდებული, როგორ გვეხმარება, რომ სათანადო თვალსაზრისი გვქონდეს მსახურებაზე?
2 ის ფაქტი, რომ ზრდა ღმერთზეა დამოკიდებული, გვეხმარება, თავმდაბლები ვიყოთ და სათანადო თვალსაზრისი გვქონდეს მსახურებაზე. ჩვენ შეიძლება ბევრს ვქადაგებთ და ვასწავლით, მაგრამ მსახურებაში მიღწეული ნებისმიერი კარგი შედეგისთვის ქება მაინც იეჰოვას ეკუთვნის, რადგან სწორედ ‘ღმერთი ზრდის’. რატომ ვამბობთ ამას? იმიტომ, რომ, როგორც არ უნდა ვეცადოთ, ვერც ერთი ჩვენგანი ბოლომდე ვერ ჩასწვდება იმას, თუ როგორ იზრდება ადამიანი სულიერად, რომ აღარაფერი ვთქვათ ზრდის პროცესის დაჩქარებაზე. ამ ფაქტს კარგად მიესადაგება მეფე სოლომონის სიტყვები, რომელმაც დაწერა: „არ იცი ყოველივეს შემქმნელი ჭეშმარიტი ღვთის საქმენი“ (ეკლ. 11:5).
3. რა მსგავსება არსებობს თესლის თესვასა და მოწაფეების მომზადებას შორის?
3 გულს გვიტეხს ის, რომ არ გვესმის, როგორ მიმდინარეობს ზრდის პროცესი? არა. პირიქით, ეს უფრო მეტად აღვივებს ჩვენში იმის ინტერესს, თუ როგორ მოხდება ზრდა. მეფე სოლომონმა თქვა: „დილით თესე თესლი და საღამომდე ნუ დაასვენებ ხელს, რადგან არ იცი, რაში მოგემართება ხელი, ერთსა თუ მეორეში, ან იქნებ ორივე კარგი გამოდგეს“ (ეკლ. 11:6). მართლაც, როდესაც პირდაპირი გაგებით თესლს ვთესავთ, ჩვენ არ ვიცით, სად გაიხარებს ის, ან გაიხარებს თუ არა საერთოდ. ამაზე მოქმედებს მრავალი ფაქტორი, რომელთა გაკონტროლებაც ჩვენ არ შეგვიძლია. იმავეს თქმა შეიძლება მოწაფეების მომზადების საქმეზე.
-
-
ჩათესილ მარცვალს ‘ღმერთი ზრდის’საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ივლისი
-
-
8. ა) ვის განასახიერებს მთესველი? ბ) რატომ ეხმაურება ხალხი სხვადასხვანაირად სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას?
8 ვის განასახიერებს მთესველი? ის განასახიერებს ღვთის თანამშრომლებს, რომლებიც აცხადებენ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას. პავლესა და აპოლოს მსგავსად ისინიც „რგავენ“ და „რწყავენ“. მართალია, ისინი მძიმედ ირჯებიან, მაგრამ შედეგები მაინც სხვადასხვაგვარია. რატომ? იმიტომ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ცნობას ისმენენ, სხვადასხვანაირი გულის მდგომარეობა აქვთ. იესოს მაგალითიდან ჩანს, რომ მთესველს არ შეეძლო იმის გაკონტროლება, თუ რა დაემართებოდა ამა თუ იმ სახის ნიადაგზე მოხვედრილ თესლს. რაოდენ მანუგეშებელია ამის ცოდნა ყველასთვის, განსაკუთრებით კი იმ და-ძმებისთვის, რომლებიც წლების, და შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაშიც კი ქადაგებენ, მაგრამ, ერთი შეხედვით, შესამჩნევ შედეგებს ვერ აღწევენ!a რატომ არის ეს აზრი მანუგეშებელი?
9. რა მანუგეშებელ აზრზე გაამახვილეს ყურადღება პავლე მოციქულმა და იესომ?
9 მთესველის ერთგულებას მისი შრომის შედეგი არ განსაზღვრავს. პავლეს სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში, როდესაც თქვა: „თითოეული თავისი შრომის მიხედვით მიიღებს საზღაურს“ (1 კორ. 3:8). მშრომელი საზღაურს შრომისთვის იღებს და არა შრომის შედეგებისთვის. იესომაც ამაზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც მისი მოწაფეები სამქადაგებლო მსახურებიდან დაბრუნდნენ. ისინი ძალიან გახარებულები იყვნენ, რადგან იესოს სახელის ხსენებაზე მათ დემონები ემორჩილებოდნენ. როგორი მოულოდნელიც არ უნდა ყოფილიყო მოწაფეებისთვის, იესომ მათ უთხრა: „ის კი ნუ გიხარიათ, რომ სულები გემორჩილებიან, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ზეცაში ჩაიწერა“ (ლუკ. 10:17—20). მაშინაც კი, თუ იმ მთესველის შრომა, რომელიც ჭეშმარიტების მარცვალს თესავს, არც ისე დიდ შედეგებს იძლევა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის სხვებზე ნაკლებად გამრჯეა ან ნაკლებად ერთგულია. შედეგებს უმეტესწილად განსაზღვრავს იმ ადამიანის გულის მდგომარეობა, ვინც სამეფოს ცნობას ისმენს. მაგრამ, საბოლოოდ ზრდა მაინც ღმერთზეა დამოკიდებული!
-
-
ჩათესილ მარცვალს ‘ღმერთი ზრდის’საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ივლისი
-
-
a იხილეთ ძმა გეორგ ფიოლნირ ლინდალის მაგალითი, რომელიც ისლანდიაში მსახურობდა. მისი შემთხვევა მოცემულია „იეჰოვას მოწმეთა 2005 წლის წელიწდეულში“, გვერდები 210, 211 (რუს.). იხილეთ აგრეთვე იმ ძმების შემთხვევები, რომლებიც იტანდნენ სიძნელეებს და მრავალი წელი ერთგულად მსახურობდნენ ირლანდიაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ კარგ შედეგებს მალევე ვერ მიაღწიეს. ამ ძმების შემთხვევების წაკითხვა შეგიძლიათ „იეჰოვას მოწმეთა 1988 წლის წელიწდეულში“, გვერდები 82—99 (ინგლ.).
-