იეჰოვას სული ჩვენთანაა
1 ჩვენ, იეჰოვას მოწმეებს, უდიდესი საქმე გვაქვს დავალებული. იესომ თქვა: „ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს“ (მარ. 13:10). ადამიანის თვალსაზრისით, ეს შეუძლებელი უნდა ჩანდეს, მაგრამ ასე არ არის. ჩვენ გვაქვს სამყაროში ყველაზე ძლიერი ძალა — ღვთის სული (მათ. 19:26).
2 პირველი საუკუნის ფაქტები. იესომ ესაიას წინასწარმეტყველების გამოყენებით თავის თავზე თქვა: „უფლის სულია ჩემზე. . . სახარებლად“ (ლუკ. 4:17, 18). ზეცაში ასვლამდე მან თავის მოციქულებს უთხრა, რომ ისინიც სულიწმიდის ძალით დაამოწმებდნენ „ქვეყნის კიდემდე“. თანახმად ამისა, ფილიპე ღვთის სულიწმიდით იყო აღძრული, ექადაგა ეთიოპელი საჭურისისთვის; სულმა გაგზავნა პეტრე რომაელ ასისთავთან და მანვე მიავლინა პავლე და ბარნაბა არაებრაელებისთვის საქადაგებლად. ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი წარმოშობის ადამიანები ჭეშმარიტებას გამოეხმაურებოდნენ? ისინი კი გამოეხმაურნენ (საქ. 1:8; 8:29–38; 10:19, 20, 44–48; 13:2–4, 46–48).
3 დღევანდელი ფაქტები. წიგნი „გამოცხადება“ ყურადღებას ამახვილებს დღევანდელ სამქადაგებლო საქმიანობაში სულიწმიდის მონაწილეობაზე, როგორც ეს შემდეგი სიტყვებიდან ჩანს: «სული და სასძლო ამბობენ: „მოდი!“. . . მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი» (გამოცხ. 22:17). უფლის სული აღძრავს ქრისტეს პატარძლის კლასს და მათ თანამშრომელ ‘სხვა ცხვრებს’, ყველა ხალხს უქადაგონ კეთილი ცნობა (იოან. 10:16). ქადაგებისას გაბედულები უნდა ვიყოთ, არასოდეს შევყოყმანდეთ ყველანაირ ხალხთან მისვლაზე, ყოველთვის დარწმუნებულები, რომ იეჰოვას სული დაგვეხმარება. „1998 წლის წელიწდეული“ (რუს.) გვაწვდის იმის დამამტკიცებელ საბუთებს, რომ ღვთის სული მის მსახურებთანაა. აი, შედეგიც! ბოლო ორი სამსახურებრივი წლის განმავლობაში ყოველდღე საშუალოდ 1 000-ზე მეტი პიროვნება ინათლება.
4 ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ღვთის სული ჩვენთან იქნება, როდესაც სამეფოს შესახებ ცნობას ვქადაგებთ იეჰოვას ნებისამებრ. ამის ცოდნამ უნდა გაგვამხნევოს და აღგვძრას, ვიღვაწოთ სამეფოს უმთავრეს საქმეში (1 ტიმ. 4:10).