-
ქრისტიანები ბედნიერებას პოულობენ მსახურებაშისაგუშაგო კოშკი — 2000 | 15 ნოემბერი
-
-
გარდა ამისა, როგორც ჯგუფი, ისინი „წმიდა სამღვდელოებას“ წარმოადგენენ და დავალებული აქვთ, ‘შესწირონ სულიერი მსხვერპლი, რომელიც იესო ქრისტეს მიერ სასურველად უჩანს ღმერთს’ და ‘აუწყონ ყველას მისი სათნოება, ვინც ბნელიდან გამოიხმო, რათა ეხილათ მისი საოცარი ნათელი’ (1 პეტრე 2:5, 9, სსგ). პავლეს მსგავსად, ისინიც ხარობენ ასეთი უპირატესობებით და თავიანთი პასუხისმგებლობის შესასრულებლად ‘სასხურებელი მსხვერპლივით’ (აფ) იღვრებიან. მათი თანამსახური „სხვა ცხვრები“ უერთდებიან მათ ქმედებას და მხარს უჭერენ კაცობრიობისთვის იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ ცნობის გადაცემაშიb (იოანე 10:16; მათე 24:14). რა დიდებული და სასიხარულო მსახურებაა! (ფსალმუნი 106:21, 22).
-
-
ქრისტიანები ბედნიერებას პოულობენ მსახურებაშისაგუშაგო კოშკი — 2000 | 15 ნოემბერი
-
-
b საქმეების 13:2-ში ნათქვამია, რომ ანტიოქიელი წინასწარმეტყველები და მასწავლებლები იეჰოვას „ემსახურებოდნენ“ (ბერძნული სიტყვის „ლეიტოურგიას“ ფორმა). როგორც ჩანს ამ მსახურებაში ხალხისთვის ქადაგება შედიოდა.
-