-
სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა ემსახურება თავის მიზანსსამეფო მსახურება — 2015 | მარტი
-
-
იმიტომ, რომ სამქადაგებლო შეხვედრის ჩამტარებელი ძმა მაუწყებლების განაწილებამდე მხედველობაში იღებს რამდენიმე ფაქტორს. თუ შეხვედრას ცოტა ესწრება, მან შესაძლოა ეს მაუწყებლები ნაწილობრივ დამუშავებულ ტერიტორიაზე გაგზავნოს. თუ ზოგი მაუწყებელი შეხვედრაზე ფეხით მოვიდა და სამქადაგებლო უბანი შორსაა, მან შესაძლოა ეს მაუწყებლები მათთან ერთად გაუშვას მსახურებაში, რომლებიც მანქანებით არიან. თუ სამქადაგებლო უბანზე მტრულად განწყობილი მოსახლეობაა, ჩამტარებელს შეუძლია იზრუნოს იმაზე, რომ ასეთ უბნებზე და-ძმა მივიდეს ან დები გაუშვას იმ შემთხვევაში, თუ შორიახლოს იმსახურებენ ძმებიც. მსახურების შეხვედრის ჩამტარებელმა სუსტი ჯანმრთელობის მქონენი შესაძლოა ისეთ ქუჩებში საქადაგოდ გაუშვას, სადაც მათ სიარული არ გაუჭირდებათ ან ისეთ უბნებზე, სადაც კერძო სახლებია. მან ახალბედა მაუწყებლები შესაძლოა გამოცდილ მაუწყებლებთან ერთად გაანაწილოს.
-
-
სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა ემსახურება თავის მიზანსსამეფო მსახურება — 2015 | მარტი
-
-
12. რაზე უნდა დაფიქრდე, თუ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრამდე ყოველთვის თავად ირჩევ პარტნიორს?
12 მაუწყებლებს, რომლებიც სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე მიდიან, შეუძლიათ წინასწარ დაგეგმონ, ვისთან იმსახურებენ ან შეხვედრაზე განაწილდნენ. მაგრამ, თუ ყოველთვის თავად ირჩევ მსახურების პარტნიორს, კარგი იქნება, თუ „გაფართოვდები“ და მხოლოდ ახლო მეგობრებთან ერთად კი არ იმსახურებ, არამედ — სხვებთანაც (2 კორ. 6:11—13). აგრეთვე უმჯობესი იქნება, თუ დროდადრო ახალბედა მაუწყებლებთან ითანამშრომლებ, რათა ისინი ღვთის სიტყვის წარმატებული მქადაგებლები გახდნენ (1 კორ. 10:24; 1 ტიმ. 4:13, 15). სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე გულისყურით მოუსმინე მითითებებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ნურაფერს შეცვლი და დროულად წადი სამქადაგებლო უბანზე.
-