საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გეგმის გამოყენება
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • რა უნდა გააკეთო, თუ ქადაგებისთვის ემზადები? მხოლოდ ჩანთის ჩალაგება არ კმარა. საჭიროა დრო გამოყო აზრების გონებაში ჩამოსაყალიბებლად. თუ „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ მოცემული შეთავაზების გამოყენებას აპირებ, რამდენიმეჯერ წაიკითხე, რათა გონებაში ჩაგებეჭდოს მთავარი აზრები. შემდეგ შეეცადე ამ აზრების მოკლედ, ერთი-ორი წინადადებით გამოხატვას. შეგიძლია შეთავაზება ოდნავ შეცვალო — შენი სიტყვებით გადმოსცე და შენს უბანს მოარგო. დაინახავ, როგორ დაგეხმარება გონებაში გეგმის შედგენა. რისგან უნდა შედგებოდეს ასეთი გეგმა? 1) საუბრის დასაწყებად კარგი იქნება, მოიხსენიო რაიმე პრობლემატური საკითხი, რაც ხალხს აღელვებს. შემდეგ კი მოსაუბრეს აზრის გამოთქმის შესაძლებლობა მიეცი. 2) გონებაში უნდა გქონდეს კონკრეტული აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით და ერთი-ორი ბიბლიური მუხლი, რომელიც მსმენელს დაანახვებს, რას გვპირდება ღმერთი ამ პრობლემის გადასაჭრელად. თუ შესაძლებლობა მოგეცემა, ყურადღება გაამახვილე იმაზე, რომ იეჰოვა ამას თავისი სამეფოს, ზეციერი ხელისუფლების საშუალებით გააკეთებს. 3) უნდა აღძრა ადამიანი, იმოქმედოს იმის შესაბამისად, რაზეც იმსჯელეთ. შესთავაზე ლიტერატურა და (ან) ბიბლიის შესწავლა. აგრეთვე შეუთანხმდი, სად და როდის განაგრძობთ საუბარს.

      ქადაგების დროს საუბრის დასაწყებად, ალბათ, საკმარისი იქნება გონებაში მონახაზის გაკეთება. მაგრამ, თუ გეგმის დაწერა და მსახურებამდე მისი გადახედვა გირჩევნია, შედგენისას ჩაიწერე პირველი სიტყვები, ჩაინიშნე ერთი-ორი მუხლი და ის, თუ რას იტყვი საუბრის ბოლოს. ასეთი გეგმის მომზადებითა და გამოყენებით თავიდან აიცილებ უმიზნოდ ლაპარაკს და ნათლად გამოხატავ აზრებს. მსმენელი კი შენს სიტყვებს ადვილად დაიმახსოვრებს.

      თუ შენს უბანზე რაიმე თემის ირგვლივ ხშირად გაძლევენ ერთი და იმავე შეკითხვას, კარგი იქნება, ეს თემა გამოიკვლიო. საკმარისი იქნება ორი-სამი საკვანძო აზრისა და რამდენიმე ბიბლიური მუხლის შერჩევა. გეგმისთვის შეგიძლია გამოიყენო „ბიბლიური თემები საუბრებისთვის“ ან მსხვილი შრიფტით მოცემული ქვესათაურები წიგნში „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“. შეიძლება საინტერესო ინფორმაცია იპოვო სხვა პუბლიკაციაში. გააკეთე ასლი ან ამოიწერე საჭირო მონაკვეთი, მიამაგრე შედგენილ გეგმას და იმ ნივთებთან ერთად შეინახე, რომლებსაც სამქადაგებლო მსახურებაში იყენებ. ქადაგების დროს, როდესაც მოსაუბრე ამ საკითხთან დაკავშირებულ შეკითხვას დაგისვამს ან საწინააღმდეგო აზრს წამოჭრის, უთხარი, რომ სიამოვნებით აუხსნი, რა არის შენი შეხედულებების საფუძველი (1 პეტ. 3:15). პასუხის გაცემის დროს გეგმით იხელმძღვანელე.

  • გეგმის გამოყენება
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • სავარჯიშო: ამ კვირაში სამქადაგებლო მსახურებაში გასვლამდე შეადგინე გეგმა, თუ კონკრეტულად რაზე ილაპარაკებ, და დაიმახსოვრე (იხილე გვერდი 167, აბზაცი 3). ქადაგების დროს დააკვირდი, რამდენჯერ შეძლებ გეგმის მიხედვით ლაპარაკს ან თუნდაც მთავარი აზრის გადაცემას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება