საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღვთის ხალხი მზადყოფნით გამოდის საქადაგებლად
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • თავი 6

      ღვთის ხალხი მზადყოფნით გამოდის საქადაგებლად

      ამ თავიდან შევიტყობთ:

      როგორ გამოიყვანა მეფემ მქადაგებელთა ლაშქარი

      1, 2. რა დიდებული საქმიანობის შესახებ იწინასწარმეტყველა იესომ და რა მნიშვნელოვანი კითხვა წამოიჭრება?

      პოლიტიკოსები ხშირად იძლევიან დაპირებებს, მაგრამ მათი დაპირებები დაპირებებად რჩება. საუკეთესო სურვილებით განმსჭვალულ პოლიტიკოსებსაც კი ყოველთვის არ ძალუძთ თავიანთი დაპირებების შესრულება. საბედნიეროდ, მესიანური მეფე, იესო ქრისტე მუდამ თავისი სიტყვის ერთგულია.

      2 იესო 1914 წელს გამეფების შემდეგ მზად იყო 1 900 წლის წინანდელი თავისივე წინასწარმეტყველების შესასრულებლად. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში“ (მათ. 24:14). ამ წინასწარმეტყველების შესრულება იესოს სამეფო ძალაუფლებით მოსვლის ნიშანი იქნებოდა. მაგრამ როგორ შეძლებდა ბოლო დღეებში მეფე მზადყოფნის სულისკვეთების მქონე მქადაგებელთა ლაშქრის შექმნას, იმ დროს, როცა ადამიანთა უმეტესობა მოთავისე, უსიყვარულო და უღმერთო იქნებოდა? (მათ. 24:12; 2 ტიმ. 3:1—5). ამ კითხვაზე პასუხის მიღებით ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი უნდა იყოს დაინტერესებული.

      3. რაში იყო იესო დარწმუნებული და რატომ?

      3 კიდევ ერთხელ შევიხსენოთ იესოს წინასწარმეტყველური სიტყვები: „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ“. იესოს ნათქვამში აშკარად ჩანს დამაჯერებლობა. ის დარწმუნებული იყო, რომ ბოლო დღეებში მზადყოფნის სულით ანთებული მხარდამჭერები ეყოლებოდა. რატომ? იმიტომ რომ, ამ მხრივ მამამისი აძლევდა მაგალითს (იოან. 12:45; 14:9). განკაცებამდე იესო უშუალოდ აკვირდებოდა მამას. ის ხედავდა, რომ იეჰოვა ნდობას უცხადებდა თავის თაყვანისმცემლებს, რადგან დარწმუნებული იყო მათ მზადყოფნაში. ქვემოთ მიმოვიხილავთ, რაში გამოიხატებოდა იეჰოვას ნდობა თავისი თაყვანისმცემლებისადმი.

      „შენი ხალხი მზადყოფნით გამოვა“

      4. რა საქმის მხარდაჭერისკენ მოუწოდა იეჰოვამ ისრაელებს, და როგორ გამოეხმაურა ხალხი ამ მოწოდებას?

      4 გავიხსენოთ, რა მოხდა, როცა იეჰოვამ თაყვანისმცემლობის ადგილის, კარვის აგება უბრძანა მოსეს. იეჰოვამ მოსეს პირით ხალხს მოუწოდა, მხარი დაეჭირათ კარვის აგებისთვის. მოსემ ხალხს უთხრა: „ვისაც გული გაუწევს, ყველამ მოიტანოს იეჰოვას შესაწირავი“. როგორი იყო ხალხის გამოხმაურება? „კვლავაც მიჰქონდათ ყოველ დილით ნებაყოფლობითი შესაწირავი“. ხალხმა იმდენი შესაწირავი გაიღო, რომ მოსემ სთხოვა, მეტი აღარაფერი მიეტანათ (გამ. 35:5; 36:3, 6). ისრაელებმა ნამდვილად გაამართლეს იეჰოვას ნდობა.

      5, 6. ფსალმუნის 110:1—3-ის თანახმად, რა სულისკვეთებას მოელოდნენ იეჰოვა და იესო ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისგან ბოლო დღეებში?

      5 მოელოდა იეჰოვა ასეთივე მზადყოფნის სულისკვეთებას თავისი თაყვანისმცემლებისგან ბოლო დღეებში? დიახ! იესოს შობამდე დაახლოებით ათასი წლით ადრე იეჰოვას შთაგონებით დავითმა დაწერა, რა მოხდებოდა მესიის მმართველობის დაწყების დროს (წაიკითხეთ ფსალმუნის 110:1—3). ახალგამეფებულ იესოს მტრების გარდა მომხრეთა დიდი ლაშქარიც ეყოლებოდა. ისინი იძულებით კი არ მოემსახურებოდნენ მეფეს, არამედ მზადყოფნის სულისკვეთებას გამოავლენდნენ; მათ რიგებს ახალგაზრდებიც შეემატებოდნენ. ისინი მიწაზე მოფენილი დილის ნამის წვეთებივით უთვალავნი იქნებოდნენ.a

      ნამის წვეთები ბალახის ღეროებზე

      სამეფოს ერთგული მხარდამჭერები ნამის წვეთებივით მრავალრიცხოვანნი არიან (იხ. აბზაცი 5)

      6 იესომ იცოდა, რომ 110-ე ფსალმუნი მას ეხებოდა (მათ. 22:42—45). აქედან გამომდინარე, ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ მისი ერთგული მიმდევრები მზადყოფნით იქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას მთელ დედამიწაზე. რას მოწმობს ისტორია? მოუყარა თავი მეფემ ასეთ მქადაგებლებს ბოლო დღეებში?

      „მე მოვალე ვარ, გავაცხადო ეს ცნობა, რაც ჩემთვის უდიდესი პატივია!“

      7. რა ნაბიჯები გადადგა იესომ გამეფების შემდეგ სამქადაგებლო საქმისთვის თავის მხარდამჭერთა მოსამზადებლად?

      7 გამეფებიდან მალევე იესომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა გრანდიოზული სამქადაგებლო საქმისთვის თავისი მიმდევრების მოსამზადებლად. როგორც მე-2 თავიდან გავიგეთ, 1914—1919 წლებში მან შეამოწმა და განწმინდა თავისი მიმდევრები (მალ. 3:1—4). 1919 წელსვე თავის მიმდევრებს ხელმძღვანელად გონიერი მონა დაუნიშნა (მათ. 24:45). ამ წლიდან მოყოლებული გონიერი მონა სულიერ საზრდოს ანაწილებს საკონგრესო მოხსენებებისა და ბეჭდვითი სიტყვის მეშვეობით, რომლებშიც მუდმივად ესმება ხაზი ქრისტიანის უპირველეს მოვალეობას — ქადაგების საქმეში პირადი წვლილის შეტანას.

      8—10. რა ბიძგი მისცა კონგრესებმა სამქადაგებლო საქმეს? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „კონგრესები, რომლებმაც ბიძგი მისცა სამქადაგებლო საქმეს“).

      8 საკონგრესო მოხსენებები. იეჰოვას მითითებების მისაღებად მოწადინებულმა ბიბლიის მკვლევრებმა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მოიყარეს თავი 1919 წლის 1—8 სექტემბერს სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) ჩატარებულ დიდ კონგრესზე. კონგრესის მეორე დღეს ძმა რუტერფორდმა მოხსენებით გამოსვლისას დელეგატების საყურადღებოდ აღნიშნა: „ქრისტიანების მისია დედამიწაზე . . . უფლის სამეფოს ცნობის გაცხადებაა“.

      9 სამი დღის შემდეგ დადგა კონგრესის კულმინაციური მომენტი: ძმა რუტერფორდი გამოვიდა მოხსენებით „თანამშრომლებისადმი მიმართვა“, რომელიც მოგვიანებით „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა სათაურით „აუწყეთ სამეფოს შესახებ!“. აი, რა ეწერა მასში: „როცა ქრისტიანი აანალიზებს თავის ცხოვრებას, ბუნებრივად ებადება კითხვა: რისთვის მოვევლინე ამ ქვეყანას? პასუხი წესით ასეთი უნდა იყოს: უფალმა წყალობა გამოავლინა ჩემდამი და თავის წარმომადგენლად დამნიშნა, რათა ქვეყნიერებისთვის შერიგების ღვთიური ცნობა მიმეტანა. ამიტომ მე მოვალე ვარ, გავაცხადო ეს ცნობა, რაც ჩემთვის უდიდესი პატივია!“.

      10 ძმა რუტერფორდმა თავის დაუვიწყარ მოხსენებაში ახსენა, რომ უახლოეს მომავალში გამოიცემოდა ახალი ჟურნალი „ოქროს ხანა“ (ამჟამად „გამოიღვიძეთ!“), რომელიც ხალხს კაცობრიობის ერთადერთი იმედის, სამეფოს შესახებ აუწყებდა. შემდეგ რუტერფორდმა დასვა კითხვა, თუ რამდენი ისურვებდა აუდიტორიიდან ამ ჟურნალის გავრცელებას. მოგვიანებით გაკეთებულ ამ კონგრესის ანგარიშში ეწერა: „გამოხმაურება არნახული იყო. ექვსი ათასი დამსწრე ერთიანად წამოდგა ფეხზე“.b აშკარა იყო, რომ მეფეს ენთუზიაზმით სავსე მხარდამჭერები ჰყავდა, რომლებიც მზად იყვნენ სამეფოს ცნობის საუწყებლად!

      კონგრესი სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ, 1922 წელი)

      კონგრესი სიდარ-პოინტში (ოჰაიო, 1922 წელი). წარწერა სცენის თავზე: „აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ!“

      კონგრესები, რომლებმაც ბიძგი მისცა სამქადაგებლო საქმეს

      • 1919 წელი, სიდარ-პოინტი (ოჰაიო, აშშ). პროგრამის მსვლელობისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქრისტიანების მოვალეობა მესიის დიდებული სამეფოს შესახებ უწყება იყო. კონგრესზე გაკეთდა განცხადება, რომ უახლოეს მომავალში გამოიცემოდა ახალი ჟურნალი „ოქროს ხანა“, რომელიც ხალხის ყურადღებას სამეფოს შესახებ ცნობაზე გაამახვილებდა. ქადაგების ორგანიზებისა და ხელშეწყობისთვის ბიბლიის მკვლევართა თითოეულ ჯგუფში (იგივე კრება) დაინიშნებოდა სამსახურებრივი ხელმძღვანელი.

      • 1922 წელი, სიდარ-პოინტი (ოჰაიო). მომხსენებელი გამოვიდა მოხსენებით „სამეფო“ და აუდიტორიას მოუწოდა: „აუწყეთ, აუწყეთ, აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ!“. კონგრესის ერთ-ერთი დამსწრე, ანა ციმერმანი მოგვიანებით იხსენებდა: „ჩვენი მისია სრულიად ნათელი იყო — უნდა გვეუწყებინა მეფისა და მისი სამეფოს შესახებ. კონგრესიდან წამოსულები ამ საქმეს შევუდექით“.

      • 1931 წელი, კოლუმბუსი (ოჰაიო). ბიბლიის მკვლევრებს ახალი სახელი, იეჰოვას მოწმეები ეწოდათ. ეს სახელი იეჰოვას თაყვანისმცემელთა მოვალეობაზე მიანიშნებდა — მათ უნდა ეუწყებინათ მისი სახელისა და სამეფოს შესახებ.

      • 1935 წელი, ვაშინგტონი. გაირკვა, რომ „უამრავ ხალხს“ შეადგენდნენ ის ადამიანები, ვისაც დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი ჰქონდათ (გამოცხ. 7:9—17). ამ ახალმა გაგებამ იეჰოვას ხალხს დაანახვა, რამდენად ფართომასშტაბიან საქმეს უნდა შესჭიდებოდნენ.

      11, 12. დროის რა მონაკვეთში უნდა შესრულებულიყო იესოს წინასწარმეტყველება ქადაგებაზე 1920 წლის „საგუშაგო კოშკის“ თანახმად?

      11 ბეჭდვითი სიტყვა. იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები სასიხარულო ცნობის ქადაგების აუცილებლობაზე „საგუშაგო კოშკი“ სულ უფრო დიდ აქცენტს აკეთებდა. ამას მოწმობს მე-20 საუკუნის 20-იან წლებში გამოსული „საგუშაგო კოშკის“ ნომრები.

      12 რა ცნობა უნდა გაცხადებულიყო მათეს 24:14-ის თანახმად და დროის რა მონაკვეთში უნდა წარმართულიყო ქადაგების საქმე? 1920 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკის“ სტატია სათაურით „სახარება სამეფოს შესახებ“ ამ ცნობას ასე განმარტავდა: „ეს არის ძველი სისტემის აღსასრულისა და მესიანური სამეფოს დამყარების შესახებ სასიხარულო ცნობა“. სტატიაში ისიც ეწერა, თუ როდის იქნებოდა ეს ცნობა ნაქადაგები: «ეს ცნობა უნდა გაცხადდეს დიდ მსოფლიო ომსა [პირველი მსოფლიო ომი] და „დიდ გასაჭირს“ შორის არსებულ დროის შუალედში». სტატია დასძენდა: „სწორედ ახლაა დრო . . . სასიხარულო ცნობა მთელ საქრისტიანოს ეუწყოს“.

      13. რისკენ მოუწოდებდა 1921 წლის „საგუშაგო კოშკი“ ცხებულ ქრისტიანებს?

      13 იძულებით შეასრულებდა ღვთის ხალხი იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველებ საქმეს? არავითარ შემთხვევაში! 1921 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკის“ სტატია სათაურით „გამაგრდი!“ ცხებულ ქრისტიანებში მზადყოფნის სულისკვეთებას აღვიძებდა. სტატია თითოეულს საკუთარი თავისთვის ასეთი კითხვის დასმას ურჩევდა: „განა უდიდესი პატივი და მოვალეობა არ არის ამ საქმეში მონაწილეობა?“. სტატია ასე გრძელდებოდა: „ჩვენ ღრმად გვწამს, რომ თუ ამ საქმეს ასეთი განწყობით მივუდგებით, ვიქნებით იერემიასავით, რომელსაც უფლის სიტყვა ძვლებში დამწყვდეული ცეცხლივით აუგიზგიზდა გულში, თავი ვეღარ დაიოკა და ალაპარაკდა“ (იერ. 20:9). ამ თბილ მოწოდებებში აშკარად გამოსჭვივის იეჰოვასა და იესოს ნდობა სამეფოს ერთგულ მხარდამჭერთა მიმართ.

      14, 15. როგორ უნდა გაევრცელებინათ სასიხარულო ცნობა ცხებულ ქრისტიანებს 1922 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკის“ მოწოდების თანახმად?

      14 როგორ უნდა გაევრცელებინათ ჭეშმარიტ ქრისტიანებს სამეფოს შესახებ ცნობა? 1922 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი მოკლე, მაგრამ დამაფიქრებელი სტატია სათაურით „მსახურება მნიშვნელოვანია“ ცხებულ ქრისტიანებს მოუწოდებდა, აქტიურად გაევრცელებინათ პუბლიკაციები, ექადაგათ კარდაკარ და ხალხისთვის ზეციერი სამეფოს მოახლოება ეუწყებინათ.

      15 ქრისტე 1919 წლიდან მოყოლებული ერთგულ და გონიერ მონას იყენებდა იმის მრავალჯერ გასაცხადებლად, რომ ქრისტიანის მოვალეობა დედამიწაზე სამეფოს ცნობის უწყებაა, რაც ამავე დროს უდიდესი პატივია. როგორ გამოეხმაურნენ პირველი ბიბლიის მკვლევრები სამეფო შესახებ ქადაგების მოწოდებას?

      „ერთგულები მოხალისეებად წავლენ“

      16. როგორ გამოეხმაურა ზოგი უხუცესი მოწოდებას, რომ ქადაგება ყველა ქრისტიანის მოვალეობა იყო?

      16 მე-20 საუკუნის 20—30-იან წლებში ზოგი იმ აზრის წინააღმდეგ გამოდიოდა, რომ ქადაგება ყველა ცხებული ქრისტიანის მოვალეობა იყო. ამიტომ 1927 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკის“ ერთ-ერთ სტატიაში დაიწერა: „დღეს ეკლესიაში [კრებაში] ზოგიერთი, ვისაც უხუცესის მოვალეობა აკისრია . . . არც თვითონ მსახურობს და არც საძმოს მოუწოდებს მსახურებაში მონაწილეობისკენ . . . მათ სასაცილოდ არ ჰყოფნით მოწოდება, კარდაკარ აუწყონ ხალხს ცნობა ღვთის, მისი მეფისა და სამეფოს შესახებ“. სტატიაში პირდაპირ იყო ნათქვამი: „ამიერიდან ერთგულებს შენიშნული უნდა ჰყავდეთ ასეთები, უნდა გაერიდონ მათ და განუცხადონ, რომ აღარ მივანდობთ უხუცესის მოვალეობას“.c

      17, 18. როგორ შეხვდა კრებების უმეტესობა მთავარი სამმართველოდან მიღებულ მითითებას, და როგორი იყო მილიონების გამოხმაურება ბოლო ასი წლის განმავლობაში?

      17 საბედნიეროდ, მთავარი სამმართველოდან მიღებულ მითითებას კრებების უმეტესობა ენთუზიაზმით შეხვდა. ისინი სამეფოს ცნობის ქადაგებას დიდ პატივად მიიჩნევდნენ. 1926 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „ერთგულები მოხალისეებად წავლენ . . . რომ ხალხს ეს ცნობა ახარონ“. ღვთის ამ ერთგულმა მსახურებმა გაამართლეს ფსალმუნის 110:3-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველური სიტყვები და დაამტკიცეს, რომ ისინი მესიანური მეფის ერთგული მხარდამჭერები იყვნენ.

      18 გასული 100 წლის მანძილზე მილიონებმა გამოხატეს მზადყოფნა სამეფოს შესახებ ცნობის გასაცხადებლად. მომდევნო თავებიდან გავიგებთ, როგორ ქადაგებდნენ ისინი — რა მეთოდებსა და საშუალებებს იყენებდნენ — და რა ნაყოფი გამოიღო მათმა ძალისხმევამ. მანამდე კი განვიხილოთ, რატომ ქადაგებენ მილიონები ნებაყოფლობით სამეფოს შესახებ ცნობას ამ ეგოცენტრულ ქვეყნიერებაში. კარგი იქნება, თუ განხილვის პარალელურად საკუთარ თავს დავუსვამთ კითხვას: რატომ ვქადაგებ სასიხარულო ცნობას?

      „უპირველესად ეძებეთ სამეფო“

      19. რატომ უნდა გავითვალისწინოთ იესოს მოწოდება: „უპირველესად ეძებეთ სამეფო“?

      19 იესომ თავის მიმდევრებს მოუწოდა, უპირველესად ეძებნათ სამეფო (მათ. 6:33). რატომ უნდა გავითვალისწინოთ ეს რჩევა? უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ სამეფო ღვთის განზრახვების განხორციელებაში უმთავრეს როლს თამაშობს. როგორც წინა თავიდან დავინახეთ, წმინდა სული თანდათანობით ჰფენდა ნათელს ჭეშმარიტებას სამეფოს შესახებ. როდესაც ეს ძვირფასი ჭეშმარიტება ჩვენს გულს სწვდება, თავისთავად გვიჩნდება სურვილი, რომ უპირველესად სამეფო ვეძებოთ.

      ერთი კაცი დამალულ განძს პოულობს

      დამალული განძის პოვნით გახარებული კაცის მსგავსად, ქრისტიანები ხარობენ სამეფოს შესახებ ნაპოვნი ჭეშმარიტებით (იხ. აბზაცი 20)

      20. დამალული განძის მაგალითით ახსენით, როგორ უნდა გამოხმაურებოდნენ იესოს მიმდევრები მოწოდებას: „უპირველესად ეძებეთ სამეფო“.

      20 იესომ იცოდა, რომ მისი მიმდევრები გაითვალისწინებდნენ მის რჩევას და სამეფოს პირველ ადგილზე დააყენებდნენ. გავიხსენოთ იესოს მაგალითი დამალული განძის შესახებ (წაიკითხეთ მათეს 13:44). ერთი კაცი მინდორში პოულობს დამალულ განძს და მაშინვე ხვდება მის ფასს. რას აკეთებს ის ამის შემდეგ? „გახარებული მიდის, რაც კი რამ აბადია, ყველაფერს ყიდის და იმ მინდორს ყიდულობს“. რას ვსწავლობთ ამ მაგალითიდან? როდესაც ვპოულობთ ჭეშმარიტებას სამეფოს შესახებ და ვხვდებით მის ფასს, ჩვენ სიხარულით მივდივართ ნებისმიერ მსხვერპლზე, რათა სამეფოს საქმე პირველ ადგილზე დავაყენოთ.d

      21, 22. რით ცხადყოფენ სამეფოს ერთგული მხარდამჭერები, რომ უპირველესად სამეფოს ეძებენ? მოიყვანეთ მაგალითი.

      21 სამეფოს ერთგული მხარდამჭერები არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც ამტკიცებენ, რომ უპირველესად სამეფოს ეძებენ. ისინი თავიანთ ცხოვრებას, მათ შორის უნარსა და სახსრებს, სამეფოს საქმეს უძღვნიან. ბევრმა დიდი მსხვერპლი გაიღო, სრული დროით რომ ემსახურა. ყველა გულმოდგინე მქადაგებელმა საკუთარი გამოცდილებიდან იცის, რომ იეჰოვა კურთხევას არ აკლებს მათ, ვინც სამეფოს პირველ ადგილზე აყენებს. მოვიყვანოთ ამის თვალსაჩინო მაგალითი.

      22 მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს ეივერი და ლოვინია ბრისტოუებმა შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში წიგნების დამტარებლებად (პიონერებად) დაიწყეს მსახურება. წლების შემდეგ ლოვინია იხსენებდა: „ეივერისთან ერთად პიონერულ მსახურებაში მრავალი ბედნიერი წელი გავატარე. ბევრჯერ არც საჭმლის ფული გვქონია და არც ბენზინის. მაგრამ იეჰოვა სხვადასხვა საშუალებით გვეხმარებოდა და მისი წყალობით მსახურება არ შეგვიწყვეტია. აუცილებელი არასდროს მოგვკლებია“. ლოვინია იხსენებდა შემთხვევას, როცა ის და მისი მეუღლე პენსაკოლაში (ფლორიდა) მსახურობდნენ. მაშინ ფულიც ცოტა ჰქონდათ და საჭმელიც. ერთხელ, როცა თავიანთ საცხოვრებელ ავტომისაბმელში დაბრუნდნენ, პროდუქტით სავსე ორი დიდი ჩანთა და ბარათი დახვდათ, რომელზეც ეწერა: „სიყვარულით პენსაკოლას კრებისგან“. სრული დროით მსახურებაში გატარებული ათწლეულები ლოვინიამ ასე შეაფასა: „იეჰოვა არასდროს გვტოვებს და არც იმედს გვიმტყუნებს“.

      23. რამდენად ძვირფასია თქვენთვის სამეფოს შესახებ ჭეშმარიტება, და რა გაქვთ გადაწყვეტილი?

      23 რა თქმა უნდა, განსხვავებული მდგომარეობის გამო ყველა ერთსა და იმავე რაოდენობის დროს ვერ დავუთმობთ მსახურებას. თუმცა ყველას შეგვიძლია, სულითა და გულით ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა (კოლ. 3:23). ვინაიდან ვიცით ნაპოვნი ჭეშმარიტების ფასი, ჩვენ მთელი გულით ვართ მოწადინებული, ის გავიღოთ მსახურებისთვის, რაც შეგვიძლია და ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

      24. რომელია სამეფოს ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა ამ ბოლო დღეებში?

      24 საუკუნეა, რაც მეფე იესო ქრისტე მათეს 24:14-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას ასრულებს, თანაც ისე, რომ ქადაგებას არავის აიძულებს. იესოს მიმდევრებმა თავი დააღწიეს ეგოცენტრულ ქვეყნიერებას და ახლა ისინი მზადყოფნით ქადაგებენ. სასიხარულო ცნობის მთელ დედამიწაზე ქადაგება იესოს სამეფო ძალაუფლებით მოსვლის ნიშანი და სამეფოს ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა ამ ბოლო დღეებში.

      a ბიბლიაში ნამი სიუხვის სიმბოლოდაა გამოყენებული (დაბ. 27:28; მიქ. 5:7).

      b ბროშურაში „ვის მიენდო ღვთის საქმე?“ ნათქვამი იყო: «„ოქროს ხანა“ განკუთვნილია სამეფოს ცნობის კარდაკარ ქადაგებისთვის . . . პირდაპირ შეთავაზების გარდა, ჟურნალი „ოქროს ხანა“ უნდა დავტოვოთ თითოეულ კართან იმის მიუხედავად, იყო ის გამოწერილი თუ არა». მას შემდეგ წლების განმავლობაში ძმები იღებდნენ მითითებას, რომ ხალხისთვის „ოქროს ხანისა“ და „საგუშაგო კოშკის“ გამოწერა შეეთავაზებინათ. 1940 წლის 1 თებერვლიდან იეჰოვას ხალხმა დაიწყო ჟურნალების ფართოდ გავრცელება და გავრცელებული ჟურნალების აღრიცხვა.

      c იმ დროს კრება უხუცესებს დემოკრატიული გზით ირჩევდა. ასე რომ, კრების წევრებს შეეძლოთ ხმა აღარ მიეცათ მათთვის, ვინც მსახურებას აპროტესტებდა. უხუცესთა დანიშვნის წესის ცვლილება მე-12 თავში განიხილება.

      d იესომ მსგავსი მაგალითი მოიყვანა დიდვაჭარზე, რომელიც ძვირფას მარგალიტს ეძებს, და როგორც კი პოულობს, მის შესაძენად მთელ თავის საბადებელს ყიდის (მათ. 13:45, 46). ამ ორი მაგალითიდან ვიგებთ, რომ ადამიანმა სამეფოს შესახებ ჭეშმარიტება შეიძლება სხვადასხვა გზით გაიგოს. ზოგი, ასე ვთქვათ, შემთხვევით აწყდება მას, ზოგიც — ეძებს. მთავარი ის კი არ არის, ვინ როგორ ვიპოვეთ ჭეშმარიტება, მთავარია მზადყოფნით გავიღოთ მსხვერპლი სამეფოს პირველ ადგილზე დასაყენებლად.

  • ღვთის ხალხი მზადყოფნით გამოდის საქადაგებლად
    ღვთის სამეფო მმართველობს!
  • ღვთის ხალხი მზადყოფნით გამოდის საქადაგებლად
    ღვთის სამეფო მმართველობს!
  • სხვადასხვაგვარი მეთოდებით ქადაგება
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • თავი 7

      სხვადასხვაგვარი მეთოდებით ქადაგება

      ამ თავიდან შევიტყობთ:

      ღვთის ხალხი სხვადასხვაგვარ მეთოდებს იყენებს, რათა სასიხარულო ცნობა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინოს

      1, 2. ა) რა ხერხს მიმართა იესომ დიდძალ ხალხთან სასაუბროდ? ბ) რაში ჰბაძავენ ქრისტეს ერთგული მიმდევრები თავიანთ წინამძღოლს და რატომ?

      ზღვის პირას იესოსთან დიდძალი ხალხი იყრის თავს. იესო ნავში ჯდება და ზღვაში შედის, ნაპირისგან არც ისე შორს, რადგან იცის, რომ წყლის ზედაპირზე ხმა ძლიერდება და იქ მყოფი ხალხი მის ნათქვამს მკაფიოდ გაიგონებს (წაიკითხეთ მარკოზის 4:1, 2).

      2 სამეფოს დაარსებამდე და დაარსების შემდეგ ათწლეულების განმავლობაში ქრისტეს ერთგული მიმდევრები თავიანთ წინამძღოლს ჰბაძავდნენ და ახალ-ახალ მეთოდებს იყენებდნენ, რათა სასიხარულო ცნობა რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყურამდე მიეტანათ. დროის სვლასთან ერთად და ტექნოლოგიური მიღწევების პარალელურად ღვთის ხალხი თავიანთი მეფის ხელმძღვანელობით სხვადასხვა სიახლეს ნერგავს. ჩვენ გვსურს, რომ აღსასრულამდე რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვუქადაგოთ (მათ. 24:14). ამ თავში განვიხილავთ, რა მეთოდებს ვიყენებდით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანების ყურამდე სასიხარულო ცნობის მისატანად. თან დავფიქრდეთ, რაში შეგვიძლია მივბაძოთ ბიბლიის მკვლევრებს, რომლებიც სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად ძალ-ღონეს არ იშურებდნენ.

      ფართო მასებისთვის ქადაგება

      3. რა მოხვდათ გულზე ჭეშმარიტების მტრებს?

      3 გაზეთები. ძმა რასელი და მისი თანამოაზრენი სამეფოს შესახებ ცნობას „საგუშაგო კოშკის“ მეშვეობით 1879 წლიდან ავრცელებდნენ. მაგრამ 1914 წლის დადგომამდე ათი წლით ადრე ქრისტემ ისე წარმართა მოვლენები, რომ სასიხარულო ცნობას უფრო მეტი ადამიანის ყურამდე მიეღწია. ყველაფერი 1903 წელს დაიწყო, როცა პენსილვანიის პროტესტანტული ეკლესიის მსახურთა წარმომადგენელმა, დოქტორმა იტონმა, ჩარლზ ტეიზ რასელი ბიბლიურ საკითხებზე დებატებში გამოიწვია. იტონი რასელს სწერდა: „ვფიქრობ, რომ საჯარო დებატები იმ საკითხებზე, რომლებზეც ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს . . . საზოგადოებისთვის უაღრესად საინტერესო იქნება“. რასელმა და მისმა თანამოაზრეებმა ჩათვალეს, რომ საზოგადოება ამგვარი დებატებით დაინტერესდებოდა. ამიტომ შეთანხმდნენ, რომ მათი დებატები წამყვან გაზეთ „პიტსბურგ გაზეტში“ დაიბეჭდებოდა. მათმა საგაზეთო სტატიებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. რასელის მიერ ახსნილი ბიბლიური სწავლებები იმდენად ნათელი და დამაჯერებელი იყო, რომ გაზეთის რედაქციამ რასელს ქადაგებების ყოველკვირეული გამოქვეყნება შესთავაზა. ჭეშმარიტების მტრებს ეს, რა თქმა უნდა, გულზე მოხვდათ.

      1914 წლისთვის რასელის ქადაგებები 2 000-ზე მეტ გაზეთში იბეჭდებოდა

      4, 5. რა თვისება გამოიჩინა რასელმა და რაში უნდა მიჰბაძონ მას კრებაში უფლებამოსილმა ძმებმა?

      4 რასელის ქადაგებების გამოქვეყნება მალე სხვა გაზეთების რედაქციებმაც მოინდომეს. „საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნებული მონაცემებით, 1908 წლისთვის მისი ქადაგებები „რეგულარულად იბეჭდებოდა თერთმეტ გაზეთში“. მოგვიანებით საგამომცემლო საქმეში ჩახედულმა ძმებმა რასელს ურჩიეს, რომ თუ მთავარ სამმართველოს პიტსბურგიდან უფრო ცნობილ ქალაქში გადაიტანდა, ბიბლიურ თემებზე ქადაგებები უფრო მეტ გაზეთში დაიბეჭდებოდა. ამ რჩევისა და სხვა ფაქტორების აწონ-დაწონის შემდეგ რასელმა 1909 წელს მთავარი სამმართველო ბრუკლინში (ნიუ-იორკი) გადაიტანა. რა შედეგი გამოიღო ამან? ბრუკლინში გადასვლიდან რამდენიმე თვეში რასელის ქადაგებები უკვე 400-მდე გაზეთში ქვეყნდებოდა და მათი რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა. 1914 წლისთვის, სამეფოს დაარსების წელს, რასელის ქადაგებები და სტატიები 2 000-ზე მეტ გაზეთში ოთხ ენაზე იბეჭდებოდა.

      5 რა შეგვიძლია ვისწავლოთ აქედან? კარგი იქნება, თუ ყველა, ვინც ღვთის ორგანიზაციაში გარკვეულ უფლებამოსილებას ფლობს, რასელს მიჰბაძავს თავმდაბლობაში და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე სხვების რჩევებს გაითვალისწინებს (წაიკითხეთ იგავების 15:22).

      6. როგორ იმოქმედა ორა ჰეცელზე გაზეთებში დაბეჭდილმა ჭეშმარიტებამ?

      6 გაზეთებში გამოქვეყნებულმა ჭეშმარიტებამ მრავალი ადამიანის ცხოვრება შეცვალა (ებრ. 4:12). 1917 წელს მონათლული ორა ჰეცელი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ჭეშმარიტება ამ გზით გაიგო. აი, რა მოგვითხრო მან: „გათხოვების შემდეგ დედის სანახავად როჩესტერში (მინესოტა) ჩავედი. დედაჩემი გაზეთებიდან სტატიებს ჭრიდა. ეს სტატიები რასელის ქადაგებები აღმოჩნდა. დედამ გამიზიარა ამ სტატიებში წაკითხული აზრები“. ორა გამოეხმაურა ჭეშმარიტებას და თითქმის ექვსი ათწლეულის განმავლობაში ერთგულად აუწყებდა ხალხს ღვთის სამეფოს შესახებ.

      7. რატომ გადახედეს პასუხისმგებელმა ძმებმა სასიხარულო ცნობის გაზეთებით გავრცელების საკითხს?

      7 პასუხისმგებელ ძმებს 1916 წელს სასიხარულო ცნობის გაზეთებით გავრცელების საკითხის გადახედვა მოუწიათ ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, იმ დროს მსოფლიო ომი მძვინვარებდა, რამაც საბეჭდი მასალების შოვნა გაართულა. 1916 წელს დიდ ბრიტანეთში ჩვენი საგაზეთო განყოფილება იტყობინებოდა: „ამჟამად ქადაგებები დაახლოებით 30 გაზეთშიღა იბეჭდება. ქაღალდის გაძვირების გამო ამ გაზეთების რიცხვი შეიძლება მკვეთრად შემცირდეს“. მეორეც, 1916 წლის 31 ოქტომბერს ძმა რასელი გარდაიცვალა. იმავე წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „ვინაიდან ძმა რასელი აღარ არის, [გაზეთებში] ქადაგებები აღარ დაიბეჭდება“. ამ მეთოდით ქადაგება შეწყდა, სამაგიეროდ დიდი წარმატება მოიპოვა სხვა მეთოდებმა, რომელთა შორის იყო „შემოქმედების ფოტოდრამა“.

      „შემოქმედების ფოტოდრამის“ პლაკატი

      8. როგორ მზადდებოდა „შემოქმედების ფოტოდრამა“?

      8 კადრები და სლაიდები. 1914 წელს „შემოქმედების ფოტოდრამა“ გამოვიდა. მის მომზადებას რასელმა და მისმა თანამოაზრეებმა სამი წელი მოანდომეს (იგავ. 21:5). ეს იყო ინოვაციური დრამა, რომელიც კადრების, ხმისა და ფერადი მინის სლაიდებისგან შედგებოდა. კადრებზე აღბეჭდილ ბიბლიურ სცენებში ასობით ადამიანი მონაწილეობდა. კადრებში ცხოველებიც ჩანდნენ. 1913 წლის ერთ ანგარიშში ნათქვამი იყო: „ნოესდროინდელი მოვლენების გასაცოცხლებლად ხმოვან კინოში ერთ-ერთი დიდი ზოოპარკის ბინადართა უმეტესობა გადაიღეს“. რაც შეეხება ასობით მინის სლაიდს, ისინი ლონდონელმა, ნიუ-იორკელმა, პარიზელმა და ფილადელფიელმა მხატვრებმა ხელით გააფერადეს.

      9. რატომ მოხმარდა ამდენი დრო და სახსრები „ფოტოდრამის“ მომზადებას?

      9 რატომ მოხმარდა ამდენი დრო და სახსრები „ფოტოდრამის“ მომზადებას? 1913 წლის კონგრესებზე მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამი იყო: „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კარიკატურებიან და ილუსტრირებულ ამერიკულ გაზეთებს უდიდესი წვლილი შეაქვს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში; და თუ იმასაც დავამატებთ, რომ კინოსურათებს ექსპრესიულობა ახასიათებს და დიდი პოპულარობით სარგებლობს, ჩვენ, როგორც ბიბლიის პროგრესულ მქადაგებლებსა და მასწავლებლებს, მიგვაჩნია, რომ კინოსურათები და სტერეოსკოპული სლაიდები ქადაგების ეფექტური და შესაფერისი საშუალებებია“.

      1. ოპერატორი „ფოტოდრამის“ საპროექციო ოთახში. 2. „ფოტოდრამის“ სამი მინის სლაიდი

      ზემოთ: „ფოტოდრამის“ საპროექციო ოთახი. „ფოტოდრამის“ მინის სლაიდები

      10. სად და რამდენმა ადამიანმა ნახა „ფოტოდრამა“?

      10 „ფოტოდრამას“ 1914 წლის განმავლობაში ყოველდღიურად 80 ქალაქში აჩვენებდნენ. შეერთებულ შტატებსა და კანადაში მისი ნახვის შესაძლებლობა თითქმის 8 მილიონ ადამიანს მიეცა. იმავე წელს „ფოტოდრამა“ აჩვენეს ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, გერმანიაში, დანიაში, დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიაში, ფინეთში, შვედეთსა და შვეიცარიაში. პატარა ქალაქებში საჩვენებლად მომზადდა „ფოტოდრამის“ გამარტივებული ვერსია, რომელიც კინოკადრებს არ შეიცავდა. „ევრიკადრამად“ წოდებული ამ ვერსიის მომზადება უფრო იაფი იყო, ტრანსპორტირება კი — უფრო ადვილი. 1916 წლისთვის „ფოტოდრამა“ და „ევრიკადრამა“ უკვე ნათარგმნი იყო ბერძნულ, გერმანულ, ესპანურ, იტალიურ, ნორვეგიულ, პოლონურ, სომხურ, ფრანგულ და შვედურ ენებზე.

      1914 წელს „ფოტოდრამის“ ჩვენებისას დარბაზები გადაჭედილი იყო

      11, 12. რა გავლენა მოახდინა „ფოტოდრამამ“ ერთ ახალგაზრდაზე და რაში უნდა მივბაძოთ მას?

      11 ფრანგულ ენაზე ნათარგმნმა „ფოტოდრამამ“ 18 წლის შარლ რონარის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა. შარლი იხსენებდა: «„ფოტოდრამა“ ჩემს მშობლიურ ქალაქ კოლმარში (ელზასი, საფრანგეთი) აჩვენეს. ამ დრამამ ჩემზე პირველივე წუთებიდან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იგი ნათლად გადმოსცემდა ბიბლიურ ჭეშმარიტებას».

      12 შარლი მოინათლა და 1922 წელს სრული დროით მსახურება დაიწყო. მისი ერთ-ერთი პირველი დავალება საფრანგეთში „ფოტოდრამის“ ჩვენება იყო. შარლი იხსენებდა: „რამდენიმე საქმე დამევალა — ვუკრავდი ვიოლინოს, აგრეთვე პასუხისმგებელი ვიყავი საფინანსო ანგარიშებსა და ლიტერატურაზე. გარდა ამისა, პროგრამის დაწყებამდე ხალხს სიჩუმის დაცვისკენ მოვუწოდებდი. შესვენების დროს აუდიტორიას სხვებთან ერთად ლიტერატურას ვთავაზობდი. ამ მიზნით დარბაზის თითოეულ სექციაში თითო დას ან ძმას ვაყენებდით. ლიტერატურა დარბაზის შესასვლელში, მაგიდაზეც უხვად ეწყო“. 1925 წელს შარლი ბრუკლინის (ნიუ-იორკი) ბეთელში მიიწვიეს ახლად შექმნილ რადიოსადგურ დაბლიუ-ბი-ბი-არის ორკესტრის დირიჟორად. ძმა შარლის მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვის შემდეგ კარგი იქნება, თუ ვკითხავთ საკუთარ თავს: მზად ვარ, მივიღო ნებისმიერი დავალება, რაც სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებას შეუწყობს ხელს? (წაიკითხეთ ესაიას 6:8).

      რადიოსადგურ დაბლიუ-ბი-ბი-არის პლაკატი

      13, 14. როგორ გახდა რადიო სასიხარულო ცნობის გავრცელების ერთ-ერთი საშუალება? (იხ. აგრეთვე ჩარჩოები „დაბლიუ-ბი-ბი-არის გადაცემები“ და „დაუვიწყარი კონგრესი“).

      13 რადიო: მე-20 საუკუნის 20-იან წლებში „ფოტოდრამამ“ უკანა პლანზე გადაინაცვლა და სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გავრცელების ეფექტიან საშუალებად რადიო იქცა. 1922 წლის 16 აპრილს ფილადელფიის (პენსილვანია) „მეტროპოლიტენ-ოპერიდან“ რადიოთი გადაიცემოდა ძმა რუტერფორდის ისტორიული მოხსენება „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“. ის დაახლოებით 50 000-მა კაცმა მოისმინა. საკონგრესო პროგრამა რადიოთი პირველად 1923 წელს გადაიცა. პასუხისმგებელმა ძმებმა გადაწყვიტეს, რომ გონივრული იქნებოდა, თუ მხოლოდ კომერციული რადიოსადგურებით არ ისარგებლებდნენ და საკუთარ რადიოსადგურს გახსნიდნენ. თავიანთი რადიოსადგური ბიბლიის მკვლევრებმა სტატენის კუნძულზე (ნიუ-იორკი) დააარსეს და რეგისტრაციაში დაბლიუ-ბი-ბი-არის სახელით გაატარეს. პირველი რადიოგადაცემა ეთერში 1924 წლის 24 თებერვალს გავიდა.

      1922 წელს დაახლოებით 50 000-მა კაცმა რადიოთი მოისმინა მოხსენება „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“

      14 საკუთარი რადიოსადგურის შექმნის მიზანი 1924 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ იყო ახსნილი: „მიგვაჩნია, რომ რადიო ყველაზე იაფი და ეფექტიანი საშუალებაა, რაც კი აქამდე გამოგვიყენებია ჭეშმარიტების გასავრცელებლად“. ჟურნალი დასძენდა: „თუ უფალი დაინახავს ჭეშმარიტების გასავრცელებლად სხვა რადიოსადგურების დაფუძნების აუცილებლობას, ამისათვის საჭირო სახსრებითაც უზრუნველგვყოფს“ (ფსალმ. 127:1). 1926 წლისთვის იეჰოვას ხალხი უკვე ექვს რადიოსადგურს ფლობდა. ორი მათგანი იყო შეერთებულ შტატებში, დაბლიუ-ბი-ბი-არი — ნიუ-იორკში, ვორდი კი — ჩიკაგოს მახლობლად, დანარჩენი ოთხი — კანადაში, კერძოდ, ალბერტაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, ონტარიოსა და სასკაჩევანში.

      ქრისტიანი ძმები რადიომაუწყებლობა დაბლიუ-ბი-ბი-არის ეთერში

      დაბლიუ-ბი-ბი-არის გადაცემები

      დაბლიუ-ბი-ბი-არის ეთერით გადიოდა ბიბლიური ქადაგებები და მელოდიები, აგრეთვე გადაცემა „რა ხდება მსოფლიოში?“. ამ გადაცემისთვის ძმები ახალი ამბების განყოფილებაში საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოებიდან აგროვებდნენ ახალ ამბებს. გადიოდა სხვა გადაცემებიც: „ლაპარაკობს ახალგაზრდა მსახური“ და „ბიბლიის შესწავლის საათი“, რომელშიც წარმოდგენილი იყო ბიბლიის ოჯახური შესწავლის ნიმუში. დაბლიუ-ბი-ბი-არი აგრეთვე გადმოსცემდა ბიბლიურ დრამებსა და იეჰოვას ხალხის უახლესი სასამართლო პროცესების ინსცენირებებს, რომლებიც ამხელდა სამღვდელოებას როგორც დევნის ინიციატორს და ააშკარავებდა მოსამართლეთა არაობიექტურობას.

      15, 16. ა) როგორ შეხვდა სამღვდელოება კანადაში რადიოგადაცემებით ქადაგებას? ბ) რა მხრივ იყო რადიოქადაგებები და კარდაკარ მსახურება ეფექტიანი?

      15 ფართო მასებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების რადიოთი ქადაგება ქრისტიანულ სამღვდელოებას არ გამოჰპარვია. ალბერტ ჰოფმანი, რომელმაც იცოდა, როგორ მუშაობდა სასკაჩევანის (კანადა) რადიოსადგური, იხსენებდა: „რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მეტი ადამიანი იგებდა ბიბლიის მკვლევრების შესახებ [ასე იწოდებოდნენ იეჰოვას მოწმეები]. რადიოთი ქადაგების საქმე შესანიშნავად მიდიოდა, ვიდრე 1928 წელს სამღვდელოების ზეწოლით ადგილობრივი ხელისუფლება კანადაში ბიბლიის მკვლევრების ყველა რადიოსადგურს ლიცენზიას ჩამოართმევდა“.

      16 მართალია კანადაში ჩვენი რადიოსადგურები დაიხურა, მაგრამ ბიბლიური მოხსენებები კომერციული რადიოსადგურებით კვლავაც გადაიცემოდა (მათ. 10:23). რადიომსმენელების მოსაზიდად „საგუშაგო კოშკსა“ და „ოქროს ხანაში“ (ამჟამად „გამოიღვიძეთ!“) იმ კომერციული რადიოსადგურების სია იბეჭდებოდა, რომლებითაც ბიბლიური ჭეშმარიტება გადაიცემოდა. ადგილობრივი რადიოთი მოხსენებების მოსასმენად მაუწყებლები ამ სიას კარდაკარ მსახურების დროს ხალხს აჩვენებდნენ. რა ნაყოფი გამოიღო ამან? 1931 წლის იანვრის „ბიულეტენში“ ეწერა: „რადიომ ჩვენს ძმებს კარდაკარ მსახურების დიდი სტიმული მისცა. მრავალი შეტყობინება მივიღეთ იმის შესახებ, რომ ბევრმა, ვისაც რადიოთი ჰქონდა მოსმენილი ძმა რუტერფორდის მოხსენებები, სიამოვნებით აიღო მათთვის შეთავაზებული წიგნები“. „ბიულეტენში“ რადიომაუწყებლობა და კარდაკარ მსახურება უფლის ორგანიზაციაში საჯაროდ ქადაგების ორ ყველაზე ქმედით მეთოდად იყო დასახელებული.

      დაუვიწყარი კონგრესი

      1931 წლის კონგრესის პროგრამა ასობით რადიოსადგურის მიერ ერთდროულად გადაიცემოდა, რაც იმ ეპოქაში უპრეცედენტო მოვლენა იყო. 24—30 ივლისს კოლუმბუსში (ოჰაიო, აშშ) ჩატარებული დაუვიწყარი კონგრესის პროგრამის ნაწილი ავსტრალიის, ევროპის, კანადისა და შეერთებული შტატების 450-ზე მეტმა რადიოსადგურმა გადმოსცა. სწორედ ამ კონგრესზე მივიღეთ ახალი სახელწოდება „იეჰოვას მოწმეები“.

      17, 18. შექმნილი ვითარების მიუხედავად, რა როლს ასრულებდა რადიო სასიხარულო ცნობის გავრცელებაში?

      17 მე-20 საუკუნის 30-იან წლებში კომერციული რადიოსადგურებით სარგებლობის გამო იმატა ჩვენი მტრების უკმაყოფილებამ. იეჰოვას ხალხმა გაითვალისწინა არსებული ვითარება და 1937 წლის მეორე ნახევარში შეწყვიტა კომერციული რადიოსადგურებით მაუწყებლობა და ძირითადი ყურადღება კარდაკარ მსახურებაზე გადაიტანა.a მიუხედავად ამისა, ზოგიერთ შორეულ თუ პოლიტიკურად იზოლირებულ ქვეყნებში სამეფოს შესახებ ცნობა რადიოთი კვლავაც აქტიურად ვრცელდებოდა. მაგალითად, 1951—1991 წლებში დასავლეთ ბერლინში (გერმანია) რადიოთი რეგულარულად გადაიცემოდა ბიბლიური მოხსენებები. ასე რომ, იმდროინდელ აღმოსავლეთ გერმანიის მცხოვრებთაც შეეძლოთ სამეფოს შესახებ ცნობის მოსმენა. 1961 წლიდან დაწყებული 30 წელზე მეტხანს სურინამის (სამხრეთი ამერიკა) ეროვნული რადიო ყოველკვირეულად უშვებდა ეთერში 15-წუთიან ბიბლიურ გადაცემას. 1969—1977 წლებში ორგანიზაციამ ჩაწერა 350-ზე მეტი რადიოგადაცემა სახელწოდებით „მთელი წმინდა წერილი სასარგებლოა“. ამ გადაცემას ამერიკის 48 შტატში 291 რადიოსადგური უშვებდა ეთერში. 1996 წელს სამოას დედაქალაქ აპიაში რადიოთი ყოველკვირეულად გადიოდა გადაცემა „პასუხები ბიბლიურ კითხვებზე“.

      18 მე-20 საუკუნის ბოლოსთვის რადიო წამყვან როლს აღარ თამაშობდა სასიხარულო ცნობის გავრცელებაში, სამაგიეროდ გამოჩნდა ახალი ტექნოლოგიური სიახლე, რომელმაც სასიხარულო ცნობის არნახული მასშტაბით გავრცელება გახადა შესაძლებელი.

      19, 20. რატომ შექმნა იეჰოვას ხალხმა ვებ-გვერდი jw.org და რამდენად შედეგიანი გამოდგა ის? (იხ. აგრეთვე ჩარჩო JW.ORG).

      19 ინტერნეტი. 2013 წლის მონაცემებით ინტერნეტით 2,7 მილიარდზე მეტი ადამიანი, მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 40 პროცენტი სარგებლობს. სტატისტიკური გამოთვლების თანახმად, დაახლოებით ორი მილიარდი ადამიანი შედის ინტერნეტში სმარტფონებით, პლანშეტური კომპიუტერებითა თუ სხვა მოწყობილობებით. ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში დღითი დღე იზრდება. განსაკუთრებით მატულობს მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი აფრიკის ქვეყნებში, სადაც მისით 90 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს. ტექნოლოგიურმა მიღწევებმა ინფორმაციის მიღების გზები რადიკალურად შეცვალა.

      20 ინტერნეტს 1997 წლიდან იეჰოვას ხალხიც იყენებს. 2013 წელს შეიქმნა ვებ-გვერდი jw.org, რომელიც 300-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი. ამ ვებ-გვერდიდან ბიბლიური ინფორმაციის ჩამოტვირთვა 520-ზე მეტ ენაზეა შესაძლებელი. ყოველდღიურად ვებ-გვერდს 750 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს. თუ არ ჩავთვლით ვიდეომასალას, ყოველთვიურად 3 მილიონი წიგნის, 4 მილიონი ჟურნალისა და 22 მილიონი აუდიოფაილის ჩამოტვირთვა ხდება.

      21. რას ცხადყოფს სინას შემთხვევა?

      21 ჩვენი ვებ-გვერდი სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გავრცელების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი საქმიანობა შეზღუდულია. მაგალითად, 2013 წლის დასაწყისში ერთმა მამაკაცმა, სახელად სინამ, მას შემდეგ, რაც ჩვენი ვებ-გვერდი ნახა, შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში დარეკა და ბიბლიურ საკითხებზე დამატებითი ინფორმაცია ითხოვა. რით იყო ეს ზარი განსაკუთრებული? სინა მუსლიმანია და ცხოვრობს იმ ქვეყნის ერთ-ერთ მივარდნილ სოფელში, რომელშიც იეჰოვას მოწმეების საქმიანობა მკაცრად იზღუდება. ძმებმა შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ერთ იეჰოვას მოწმეს სთხოვეს, სინასთვის ინტერნეტვიდეოკავშირით კვირაში ორჯერ ჩაეტარებინა ბიბლიის შესწავლა.

      ერთი ქალი თავისი მობილური მოწყობილობის მეშვეობით ათვალიერებს ვებ-გვერდს jw.org

      JW.ORG

      • ყოველთვიურად 3 მილიონი ვიდეორგოლის, 3 მილიონი წიგნის, 4 მილიონი ჟურნალისა და 22 მილიონი აუდიოფაილის ჩამოტვირთვა ხდება

      • ყოველდღიურად jw.org-ს 750 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს

      • ხელმისაწვდომია 300-ზე მეტ ენაზე

      • პუბლიკაციების ჩამოტვირთვა შესაძლებელია 520-ზე მეტ ენაზე

      (2013 წლის მონაცემები)

      1. ერთი და სტენდთან ქალს უქადაგებს; 2. ეს ქალი მოგვიანებით თავისი მობილური მოწყობილობის გამოყენებით კითხულობს ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს

      პირისპირ ქადაგება

      22, 23. ა) ჩაანაცვლა თუ არა ფართო მასებისთვის ქადაგების მეთოდებმა კარდაკარ მსახურება? ბ) როგორ აკურთხა მეფემ ჩვენი ძალისხმევა?

      22 ფართო მასებისთვის სასიხარულო ცნობის გადაცემის ზემოთ განხილული არც ერთი მეთოდი, იქნება ეს გაზეთები, „ფოტოდრამა“, რადიოგადაცემები თუ ვებ-გვერდი, მიზნად არ ისახავდა კარდაკარ მსახურების ჩანაცვლებას. მიზეზი ისაა, რომ იეჰოვას ხალხი იესოს ნაკვალევს მიჰყვება. იესო მხოლოდ ერთად შეკრებილ დიდძალ ხალხს კი არ უქადაგებდა, არამედ ცალკეულ ადამიანებსაც (ლუკ. 19:1—5). მან თავის მოწაფეებსაც ამისკენ მოუწოდა და ისიც უთხრა, რა უნდა ექადაგათ (წაიკითხეთ ლუკას 10:1, 8—11). როგორც მე-6 თავში იყო განხილული, პასუხისმგებელი ძმები იეჰოვას თითოეულ მსახურს ყოველთვის იმისკენ მოუწოდებდნენ, რომ ადამიანებთან პირისპირ ესაუბრათ (საქ. 5:42; 20:20).

      23 დღეს, სამეფოს დაარსებიდან ასი წლის შემდეგ, დაახლოებით 8 მილიონი მაუწყებელი აქტიურად უზიარებს სხვებს ცნობას ღვთის განზრახვების შესახებ. როგორც ვხედავთ, ჩვენმა მეფემ აკურთხა ის საშუალებები, რომლებიც სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებას ემსახურება. შემდეგი თავიდან გავიგებთ, რა გააკეთა მეფემ საიმისოდ, რომ სასიხარულო ცნობა ყველა ერს, ტომსა და ენას გაეგო (გამოცხ. 14:6).

      a 1957 წელს პასუხისმგებელი ძმების გადაწყვეტილებით ნიუ-იორკში ჩვენი ბოლო რადიოსადგური დაბლიუ-ბი- ბი-არი დაიხურა.

  • სხვადასხვაგვარი მეთოდებით ქადაგება
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • ფართო მასებისთვის ქადაგების ზოგიერთი მეთოდი

      1. ბიჭუნა გაზეთებს არიგებს; მამაკაცი კითხულობს გაზეთს

        1903

        საგაზეთო ქადაგებები

      2. „შემოქმედების ფოტოდრამის“ პლაკატი და ფირი

        1914

        „შემოქმედების ფოტოდრამა“b

      3. დაბლიუ-ბი-ბი-არის მიკროფონი

        1922

        რადიო-მაუწყებლობა

      4. რუპორებიანი ავტომობილი, რომელსაც იეჰოვას მოწმეები ქადაგების დროს იყენებდნენ

        1933

        რუპორებიანი ავტომობილი

      5. იეჰოვას მოწმეები პლაკატებით ქადაგებენ ბიბლიურ ცნობას

        1936

        პლაკატებით ქადაგება

      6. აუდიტორიას კინოფილმს უჩვენებენ

        1954

        კინოფილმები

      7. ვიდეოფილმები სხვადასხვა სახით

        1990

        ვიდეოფილმები

      8. jw.org-ის ლოგო

        1997

        ინტერნეტი

      9. ერთი იეჰოვას მოწმე სტენდთან მამაკაცს უქადაგებს

        2011

        სტენდებით ქადაგება

      (წელი აღნიშნავს ამა თუ იმ მეთოდის დანერგვის თარიღს)

      b „ფოტოდრამა“ შეიცავდა კინოკადრებსაც.

  • ქადაგების საშუალებები — ბიბლიური ლიტერატურა მსოფლიოს ხალხებისთვის
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • თავი 8

      ქადაგების საშუალებები — ბიბლიური ლიტერატურა მსოფლიოს ხალხებისთვის

      ამ თავიდან შევიტყობთ:

      როგორ უზრუნველგვყოფს დღემდე იეჰოვა იმ საშუალებებით, რომლებითაც შეგვიძლია ჭეშმარიტება ყველა ერის, ტომისა და ენის ადამიანს ვასწავლოთ

      1, 2. ა) რამ შეუწყო ხელი პირველ საუკუნეში სასიხარულო ცნობის გავრცელებას მთელ რომის იმპერიაში? ბ) რა ფაქტები ცხადყოფს ჩვენს დროში იეჰოვას მხარდაჭერას? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „სასიხარულო ცნობა 670-ზე მეტ ენაზე“).

      იერუსალიმში ჩასული სტუმრები ყურებს არ უჯერებდნენ — გალილეელები თავისუფლად ლაპარაკობდნენ უცხო ენებზე. ცნობამ, რომელსაც ისინი ქადაგებდნენ, ხალხის ყურადღება მიიქცია. ეს მოხდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე. უცხო ენებზე მოლაპარაკე გალილეელები იესოს მოწაფეები იყვნენ, რომლებმაც ღვთის მხარდაჭერის ნიშნად სასწაულებრივად მიიღეს სხვადასხვა ენაზე ლაპარაკის ძღვენი (წაიკითხეთ საქმეების 2:1—8, 12, 15—17). ამგვარად, სასიხარულო ცნობა, რომელსაც მოწაფეები ქადაგებდნენ, სხვადასხვა ეროვნების ადამიანებმა მოისმინეს, და საბოლოოდ, იგი მთელ რომის იმპერიაში გავრცელდა (კოლ. 1:23).

      2 დღეს ღვთის მსახურები სხვადასხვა ენაზე სასწაულებრივად არ მეტყველებენ, სამაგიეროდ, სამეფოს შესახებ ცნობას 670-ზე მეტ ენაზე თარგმნიან, რაც პირველ საუკუნეში არსებულ ენებს ბევრად აღემატება (საქ. 2:9—11). ღვთის ხალხმა პუბლიკაციები იმ რაოდენობით გამოსცა და იმდენ ენაზე თარგმნა, რომ, შეიძლება ითქვას, სამეფოს შესახებ ცნობამ დედამიწის ყველა კუთხე-კუნჭულში შეაღწია.a უცილობელი ფაქტია, რომ იეჰოვა სამქადაგებლო საქმიანობას გამეფებული იესო ქრისტეს მეშვეობით ხელმძღვანელობს (მათ. 28:19, 20). ახლა მიმოვიხილოთ ის ზოგიერთი საშუალება, რაც ბოლო 100 წლის მანძილზე ქადაგების წარმატებით განხორციელებას უწყობს ხელს, და ვნახოთ, როგორ გვასწავლა ეტაპობრივად ჩვენმა მეფემ თითოეული ადამიანით დაინტერესება და როგორ წაგვახალისა ღვთის სიტყვის მასწავლებლობისკენ (2 ტიმ. 2:2).

      სასიხარულო ცნობა 670-ზე მეტ ენაზე

      2000 წელს ხელმძღვანელი საბჭოს ნებართვით ყველა მთარგმნელისთვის შემუშავდა უპრეცედენტო სასწავლო პროგრამა. პირველი ნაბიჯი იყო სამთვიანი ინგლისური ენის კურსი, რომელიც 25-მა ინსტრუქტორმა 182 მთარგმნელობით ჯგუფში მომუშავე 1 944 მთარგმნელს ჩაუტარა. მთარგმნელებმა ისწავლეს, უკეთ ჩასწვდომოდნენ ინგლისურ ტექსტს თარგმნის დაწყებამდე. მათ აგრეთვე ისწავლეს ტექსტის გაანალიზება — მისი სტრუქტურის, ტონის, სტილისა და მიზნის დადგენა და მკითხველთა კატეგორიის განსაზღვრა.

      კიდევ ერთი სასწავლო კურსი გამოცდილ მთარგმნელთა კოლექტივმა 2001 წელს შეიმუშავა. ეს კურსი მიზნად ისახავს თარგმნის ტექნიკის დაუფლებას. მას მთელ მსოფლიოში ყველა მთარგმნელობითი ჯგუფი გადის.

      გარდა ამისა, ხელმძღვანელმა საბჭომ ჩამოაყალიბა მთარგმნელთა მომსახურების განყოფილება. როცა მთარგმნელებს დახმარება სჭირდებათ ამა თუ იმ აზრის გაგებაში ან ისინი არ არიან დარწმუნებული, თარგმნის რომელი ხერხი გამოიყენონ კონკრეტულ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ ელექტრონული სახით გაუგზავნონ კითხვა ამ განყოფილებას. როცა კითხვა ტექსტობრივ ცვლილებას ეხება, მთარგმნელთა მომსახურების განყოფილება პასუხის გაცემამდე მსჯელობს ტექსტის შემდგენელთან. გაცემული პასუხის ნახვა შეუძლია არა მარტო კითხვის დამსმელ ჯგუფს, არამედ ამავე პუბლიკაციის თარგმნაზე მომუშავე ყველა მთარგმნელს მთელ მსოფლიოში. პასუხი ინახება მონაცემთა ბაზაში, რომელზეც ყველა მთარგმნელს მიუწვდება ხელი. ამგვარად, ამ პასუხებით ხელმძღვანელობა იმ მთარგმნელებსაც შეუძლიათ, რომლებსაც მსგავსი სირთულე ექმნებათ.

      როგორ დაეხმარა ეს სასწავლო კურსები მთარგმნელებს? ერთ-ერთი მთარგმნელი ასეთ კომენტარს აკეთებს: „კურსებზე ნასწავლი გვაძლევს იმის თავისუფლებას, რომ რთული ტექსტების თარგმნისას სხვადასხვა ხერხს მივმართოთ, თუმცა ამავე დროს გვიდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, რომ მწერლის უფლებებში არ შევიჭრათ. ახლა თავს კარგად აღჭურვილი მკვლევრებივით ვგრძნობთ, რადგან ვიცით, რა კურსი ავირჩიოთ, რა ალტერნატიული გზები გამოვნახოთ ან სად გავჩერდეთ“.

      2013 წლის მონაცემებით 190-ზე მეტ ტერიტორიაზე 2 700-ზე მეტ მთარგმნელს თავისი წვლილი შეაქვს სასიხარულო ცნობის 670-ზე მეტ ენაზე გავრცელებაში. ეს მნიშვნელოვანი საქმე იმიტომ სრულდება, რომ მას ჩვენი მეფე, იესო ქრისტე უჭერს მხარს (მათ. 28:19, 20; გამოცხ. 14:6).

      აღმოსავლეთ ტიმორელი მთარგმნელები

      აღმოსავლეთ ტიმორელი მთარგმნელები

      მეფემ თავისი მსახურები ჭეშმარიტების თესლის დასათესად აღჭურა

      3. რატომ ვიყენებთ სამქადაგებლო საქმისთვის სხვადასხვა საშუალებას?

      3 იესომ „სიტყვა სამეფოს შესახებ“ თესლს შეადარა, ხოლო ადამიანის გული — ნიადაგს (მათ. 13:18, 19). როგორც მებაღე იყენებს სხვადასხვა იარაღს ნიადაგის გასაფხვიერებლად და თესლის დასათესად, ისე იეჰოვას ხალხი იყენებს არაერთ საშუალებას იმისათვის, რომ მილიონობით ადამიანის გული სამეფოს შესახებ ცნობის მისაღებად შეამზადოს. ამ საშუალებებიდან ზოგმა მხოლოდ რამდენიმე ხანი იარსება, ზოგი კი, მაგალითად, წიგნები და ჟურნალები დღემდე ფასდაუდებელ სამსახურს გვიწევს. მასობრივი საკომუნიკაციო საშუალებებისგან განსხვავებით, ამ თავში განხილული ქადაგების საშუალებები ღვთის მსახურებს ხალხთან პირისპირ საუბარში დაეხმარა (საქ. 5:42; 17:2, 3).

      ორი მამაკაცი პატეფონებისა და ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობების საწარმოში (1930-იანი წლები)

      პატეფონებისა და ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობების საწარმო ტორონტოში (კანადა)

      4, 5. როგორ იყენებდნენ ქადაგებისას პატეფონებს, მაგრამ რატომ არ იყო ეს ქადაგების საუკეთესო მეთოდი?

      4 მოხსენებების აუდიოჩანაწერები. მე-20 საუკუნის 30—40-იან წლებში მაუწყებლები ბიბლიური მოხსენებების აუდიოჩანაწერებს ხალხს პატეფონებით ასმენინებდნენ. თითოეული აუდიოჩანაწერის ხანგრძლივობა ხუთ წუთზე ნაკლები იყო. ზოგ მოხსენებას მოკლე სათაური ჰქონდა, მაგალითად: „სამება“, „განსაწმენდელი“, „სამეფო“. როგორ იყენებდნენ მაუწყებლები ამ აუდიოჩანაწერებს? ძმა კლეიტონ ვუდვორთი, რომელიც 1930 წელს შეერთებულ შტატებში მოინათლა, იხსენებდა: „თან დამქონდა პატარა ჩემოდნის ტიპის პატეფონი თავისი მოსამართი ტარითა და ტონარმით (მოძრავი მუხლი). ტონარმს ფირფიტის კიდეზე ფრთხილად ვდებდი, რომ მობინადრეებს ჩანაწერი შეუფერხებლად მოესმინათ. კართან მისული ვხსნიდი პატეფონს, ტონარმს ფირფიტას ვადებდი და შემდეგ ზარს ვრეკავდი. როცა მობინადრე გამოვიდოდა, ვეუბნებოდი, მინდა მნიშვნელოვანი ცნობა მოგასმენინოთ-მეთქი“. როგორი იყო მობინადრეთა გამოხმაურება? ძმა ვუდვორთი განაგრძობს: „ხშირად ჩემს შეთავაზებას კეთილგანწყობით ხვდებოდნენ, თუმცა იყო შემთხვევები, როცა კარს ცხვირწინ მიხურავდნენ. ზოგს პატეფონების გამყიდველი ვეგონე“.

      იმ ფირფიტის გარეკანი, რომელზეც ძმა რუტერფორდის მოხსენება იყო ჩაწერილი

      ოთხმოცდაათზე მეტი მოხსენების აუდიოჩანაწერი და მილიონზე მეტი ფირფიტა იყო დამზადებული 1940 წლისთვის

      5 ოთხმოცდაათზე მეტი მოხსენების აუდიოჩანაწერი და მილიონზე მეტი ფირფიტა იყო დამზადებული 1940 წლისთვის. ჯონ ბარმა, რომელიც იმ დროს ბრიტანეთში პიონერად, ხოლო მოგვიანებით ხელმძღვანელ საბჭოში მსახურობდა, აღნიშნა: „1936—1945 წლებში პატეფონი ჩემი განუყრელი თანამგზავრი იყო. პატეფონის გარეშე მსახურება ვერ წარმომედგინა. კართან დგომისას ძმა რუტერფორდის ხმა ძალიან მამხნევებდა; ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გვერდით მედგა. თუმცა პატეფონებით ქადაგება არ იყო სწავლების საუკეთესო მეთოდი, რადგან ჭეშმარიტება მობინადრეების სულის სიღრმეს ვერ სწვდებოდა“.

      6, 7. ა) რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ჰქონდა სამქადაგებლო ბარათებით ქადაგებას? ბ) როგორ დაგვიდო იეჰოვამ სიტყვები ბაგეზე?

      6 სამქადაგებლო ბარათები. 1933 წელს მაუწყებლებმა კარდაკარ მსახურების დროს სამქადაგებლო ბარათების გამოყენება დაიწყეს. ამ ბარათის სიგრძე 12 სმ იყო, ხოლო სიგანე — 7 სმ. ის შეიცავდა მოკლე ბიბლიურ ცნობას და იმ პუბლიკაციების ჩამონათვალს, რომელთა მიღებაც მობინადრეებს შეეძლოთ. მაუწყებელი მობინადრეს ბარათს აწვდიდა და მის წაკითხვას სთხოვდა. ლილიან კამერუდმა, რომელიც ერთ-დროს პუერტო-რიკოსა და არგენტინაში მისიონერად მსახურობდა, აღნიშნა: „სამქადაგებლო ბარათებით ქადაგებას სიხარულით შევხვდი“. ამის მიზეზს ლილიანი თავადვე გვეუბნება: „ყველას არ შეგვეძლო საინტერესო შეთავაზების გაკეთება. ბარათებმა ხალხთან მისვლას მიმაჩვია“.

      სამქადაგებლო ბარათი იტალიურ ენაზე

      სამქადაგებლო ბარათი იტალიურ ენაზე

      7 ძმა დეივიდ რუში, რომელიც 1918 წელს მოინათლა, იხსენებდა: „სამქადაგებლო ბარათები ძმებს დიდ დახმარებას უწევდა, რადგან უმრავლესობა თვლიდა, რომ სათქმელის სწორად გადაცემას ვერ ახერხებდა“. თუმცა მას თავისი უარყოფითი მხარეებიც ჰქონდა. «ზოგჯერ, — განაგრძობს ძმა დეივიდი, — ხალხს მუნჯები ვეგონეთ, და არც არის გასაკვირი, რადგან ხმას არ ვიღებდით. სამქადაგებლო ბარათებით იეჰოვა ხალხთან პირისპირ საქადაგოდ გვამზადებდა. ცოტა ხანში მან ბაგეზე დაგვიდო თავისი სიტყვები და კართან წმინდა წერილების საშუალებით მსჯელობა გვასწავლა. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის 1940-იან წლებში დაარსებულ „თეოკრატიული მსახურების სკოლას“» (წაიკითხეთ იერემიას 1:6—9).

      8. როგორ გვაყალიბებს ქრისტე უკეთეს მასწავლებლებად?

      8 წიგნები. 1914 წლიდან დღემდე იეჰოვას ხალხმა ბიბლიურ თემაზე 100-ზე მეტი სხვადასხვა წიგნი გამოსცა, რომელთაგან ზოგი მიზნად ისახავდა მაუწყებლების დახელოვნებულ მქადაგებლებად მომზადებას. დანიელი ანა ლარსენი, რომელიც დაახლოებით 70 წელია, რაც მაუწყებელია, ამბობს: «თეოკრატიული მსახურების სკოლისა და ამ სკოლისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების მეშვეობით იეჰოვამ უკეთეს მქადაგებლებად ჩამოგვაყალიბა. პირველ ასეთ წიგნს, რომელიც 1945 წელს გამოვიდა, ერქვა „თეოკრატიული სახელმძღვანელო სამეფოს მაუწყებლებისთვის“. მომდევნო წელს გამოიცა სახელმძღვანელო „ყოველი კარგი საქმისთვის მომზადებულნი“, დღეს კი ვიყენებთ 2001 წელს გამოცემულ წიგნს „მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში“». აშკარაა, რომ თეოკრატიული მსახურების სკოლისა და ამ სკოლისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების საშუალებით იეჰოვამ მსახურებისთვის გამოსადეგი გაგვხადა (2 კორ. 3:5, 6). ხართ ჩაწერილი თეოკრატიული მსახურების სკოლაში? თან დაგაქვთ თეოკრატიული სკოლის სახელმძღვანელო ყოველკვირეულ შეხვედრებზე და ადევნებთ თვალს იმას, რასაც სკოლის ზედამხედველი კითხულობს? თუ ამას აკეთებთ, ქრისტე უკეთეს მასწავლებლებად გაქცევთ (2 კორ. 9:6; 2 ტიმ. 2:15).

      9, 10. რა როლი შეასრულა ბიბლიის შესასწავლმა სახელმძღვანელოებმა ჭეშმარიტების თესლის თესვასა და მორწყვაში?

      9 იეჰოვას ორგანიზაციამ აგრეთვე გამოსცა ბიბლიის შესასწავლი სახელმძღვანელოები, საიდანაც მაუწყებლებმა ძირითადი ბიბლიური სწავლებების უკეთ ახსნა ისწავლეს. მაგალითად, 1968 წელს გამოიცა წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“, რომლის გამოცემასაც სასურველი შედეგი მოჰყვა. 1968 წლის ნოემბრის „სამეფო მსახურებაში“ აღნიშნული იყო: «წიგნ „ჭეშმარიტებაზე“ მოთხოვნილება იმდენად გაიზარდა, რომ სექტემბერში ჩვენი საზოგადოების ბრუკლინის სტამბაში ძმებმა ღამის ცვლაშიც დაიწყეს მუშაობა». ამავე „სამეფო მსახურებაში“ ეწერა: «აგვისტოში წიგნ „ჭეშმარიტებაზე“ მზარდმა მოთხოვნილებამ მარაგში არსებულ რაოდენობას მილიონ-ნახევრით გადააჭარბა». 1982 წლისთვის ეს წიგნი 116 ენაზე იყო ნათარგმნი და მისი ტირაჟი 100 მილიონს აღემატებოდა. 14 წლის განმავლობაში, 1968—1982 წლებში, ამ წიგნის წყალობით სამეფოს მაუწყებელთა რიგებს მილიონზე მეტი ადამიანი შეემატა.b

      10 ბიბლიის შესასწავლი კიდევ ერთი შესანიშნავი სახელმძღვანელო „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ 2005 წელს გამოიცა. დღემდე უკვე გამოცემულია ამ წიგნის 200 მილიონი ეგზემპლარი 256 ენაზე. რა შედეგი მოჰყვა ამას? სულ რაღაც შვიდ წელიწადში, კერძოდ 2005—2012 წლებში, სასიხარულო ცნობის მაუწყებელთა რიგებს 1, 2 მილიონი ადამიანი შეემატა. ამავე პერიოდში ბიბლიის შემსწავლელთა რიცხვი 6 მილიონიდან თითქმის 9 მილიონამდე გაიზარდა. ეჭვგარეშეა, რომ იეჰოვა აკურთხებს ჩვენს ძალისხმევას, რომელსაც სამეფოს თესლის თესვასა და მორწყვას ვახმართ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 3:6, 7).

      11, 12. აბზაცებში მითითებული მუხლების თანახმად, ვისზეა გათვლილი ჩვენი ჟურნალები?

      11 ჟურნალები. თავიდან „საგუშაგო კოშკი“ უმთავრესად „მცირე სამწყსოსთვის“, „ზეციური მოწოდების მოზიარეთათვის“ იყო განკუთვნილი (ლუკ. 12:32; ებრ. 3:1). 1919 წლის 1-ლ ოქტომბერს იეჰოვას ორგანიზაციამ გამოსცა კიდევ ერთი ჟურნალი, რომელიც მიზნად ფართო მკითხველის მოზიდვას ისახავდა. ამ ჟურნალმა ბიბლიის მკვლევრებისა და ფართო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, რის გამოც მრავალი წლის განმავლობაში მისი ტირაჟი „საგუშაგო კოშკის“ ტირაჟს ბევრად აღემატებოდა. თავდაპირველად მას „ოქროს ხანა“ ეწოდებოდა, 1937 წელს „ნუგეში“ ეწოდა, 1946 წლიდან კი მას „გამოიღვიძეთ!“ ჰქვია.

      12 „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთის“ სტილი თუ ფორმატი ათწლეულების განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა მისი მიზანი — ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება და ბიბლიისადმი რწმენის ჩანერგვა — უცვლელი რჩებოდა. დღესდღეობით გამოდის „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო და ფართო მკითხველისთვის განკუთვნილი გამოცემები. სასწავლო გამოცემის მკითხველები არიან „შინაურები“ — „მცირე სამწყსო“ და „სხვა ცხვარი“c (მათ. 24:45; იოან. 10:16). ფართო მკითხველისთვის განკუთვნილი გამოცემა ძირითადად მათთვისაა, ვისაც სწამს ღმერთი და აფასებს ბიბლიას, მაგრამ ჭეშმარიტება არ იცის (საქ. 13:16), „გამოიღვიძეთ!“ კი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ბიბლიისა და ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვას შესახებ მწირი ცოდნა აქვს (საქ. 17:22, 23).

      13. რით არის გამორჩეული ჩვენი ჟურნალები? (განიხილეთ დიაგრამა „პუბლიკაციები სარეკორდო ტირაჟით“).

      13 ყოველთვიურად 2014 წლიდან 44 მილიონზე მეტი „გამოიღვიძეთ!“ და დაახლოებით 46 მილიონი „საგუშაგო კოშკი“ გამოდის. „გამოიღვიძეთ!“ ითარგმნება დაახლოებით 100 ენაზე, „საგუშაგო კოშკი“ კი 200-ზე მეტ ენაზე. თარგმანების რაოდენობითა და ტირაჟით ამ ჟურნალებს მთელ მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია. ჩვენ ეს შთამბეჭდავი მონაცემები არ გვიკვირს, რადგან ჩვენი ჟურნალები შეიცავს იმ ცნობას, რომელიც იესოს წინასწარმეტყველების თანახმად მთელ მსოფლიოში იქნებოდა ნაქადაგები (მათ. 24:14).

      14. რას აკეთებდა ღვთის ხალხი გულმოდგინედ და რატომ?

      14 ბიბლია. 1896 წელს ძმა რასელმა და მისმა თანამოაზრეებმა თავიანთ საგამომცემლო კორპორაციას სახელი შეუცვალეს და მის სახელწოდებას სიტყვა „ბიბლია“ დაამატეს. იგი «ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“» სახელით გახდა ცნობილი. ეს ცვლილება მართებული იყო, ვინაიდან ბიბლია ყოველთვის იყო სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გავრცელების უმთავრესი საშუალება (ლუკ. 24:27). იურიდიული კორპორაციის სახელწოდების შესაბამისად, ღვთის ხალხი გულმოდგინედ ავრცელებდა ბიბლიებს და ხალხს მისი კითხვისკენ მოუწოდებდა. მაგალითად, 1926 წელს ჩვენს სტამბაში დავბეჭდეთ „ემფატიკ დიაგლოტი“, ბენჯამინ უილსონის მიერ შესრულებული ქრისტიანულ-ბერძნული წერილების თარგმანი. 1942 წელს ჩვენ დავიწყეთ „მეფე ჯეიმზის თარგმანის“ ბეჭდვა. სულ დაიბეჭდა და გავრცელდა 700 000 ეგზემპლარი. ორი წლის შემდეგ დავბეჭდეთ „ამერიკული სტანდარტული თარგმანი“, რომელშიც იეჰოვას სახელი 6 823 ადგილას გვხვდება. 1950 წლისთვის ამ ბიბლიის 250 000-ზე მეტი ეგზემპლარი იყო გავრცელებული.

      15, 16. ა) რატომ მოგწონთ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“? (განიხილეთ ჩარჩო „ბიბლია სულ უფრო მეტ ენაზე“). ბ) რა შემთხვევაში დაგველაპარაკება იეჰოვა ჩვენი გულის ენაზე?

      15 „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ 1950 წელს გამოიცა, ხოლო ებრაული და ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ერთ წიგნად 1961 წელს გამოვიდა. ეს თარგმანი, რომელშიც ღვთის სახელი ებრაული დედნის მიხედვით ყველგან არის აღდგენილი, იეჰოვას განადიდებს. ღვთის სახელი ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებშიცაა შენარჩუნებული და 237-ჯერ გვხვდება. ტექსტი ზუსტი და ადვილი წასაკითხი რომ ყოფილიყო, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ რამდენჯერმე გადამუშავდა. უახლესი გადამუშავებული ვერსია 2013 წელს გამოიცა. „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მთლიანად თუ ნაწილობრივ 121 ენაზეა გამოცემული 201 000 000-იანი ტირაჟით.

      16 რას ამბობენ ისინი, ვინც „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მშობლიურ ენაზე წაიკითხა? ერთი ნეპალელი კაცი აღნიშნავს: „უმრავლესობისთვის ბიბლიის ძველი ნეპალური თარგმანი მოძველებული ენის გამო რთული გასაგები იყო. ახლა ბიბლიას გაცილებით ადვილად ვიგებთ, რადგან თანამედროვე ენითაა დაწერილი“. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრებ ერთ ქალს ცრემლები წასკდა, როცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სანგო ენაზე კითხვა დაიწყო. მან თქვა: „ეს ჩემი გულის ენაა“. თუ ყოველდღიურად ვიკითხავთ ღვთის სიტყვას, იეჰოვა ჩვენც დაგველაპარაკება ჩვენი გულის ენაზე (ფსალმ. 1:2; მათ. 22:36, 37).

      ქადაგების საშუალებებისა და პრაქტიკული მომზადებისთვის მადლიერნი

      17. როგორ შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ აფასებთ ქადაგების საშუალებებსა და პრაქტიკულ მომზადებას, და თუ აფასებთ, რა შედეგი მოჰყვება ამას?

      17 აფასებთ ქადაგების იმ საშუალებებსა და პრაქტიკულ მომზადებას, რითაც მეფე იესო ქრისტე უზრუნველგყოფთ? კითხულობთ ღვთის ორგანიზაციის მიერ გამოცემულ ლიტერატურას და იყენებთ მას სხვების დასახმარებლად? თუ ასეა, მაშინ თქვენც გაიზიარებთ ერთი ჩვენი დის, ოპალ ბეტლერის (მოინათლა 1914 წლის 4 ოქტომბერს) აზრს: „წლების მანძილზე მე და ჩემი ქმარი [ედუარდი] პატეფონებითა და სამქადაგებლო ბარათებით ვქადაგებდით. წიგნების, ბუკლეტებისა და ჟურნალების მეშვეობით კარდაკარ ვამოწმებდით. ვმონაწილეობდით კამპანიებში, ვაწყობდით სამქადაგებლო მსვლელობებს და ვავრცელებდით ტრაქტატებს. მოგვიანებით ვისწავლეთ განმეორებითი მონახულებების გაკეთება და დაინტერესებულთა ოჯახებში ბიბლიის შესწავლების ჩატარება. დაკავებულები და ბედნიერები ვიყავით“. იესოს ნათქვამი ჰქონდა, რომ მისი მიმდევრები „თესვითა“ და „მკით“ იქნებოდნენ დაკავებული და ერთად გაიხარებდნენ. ოპალის ცხოვრების მსგავსად, დღეს მილიონობით ადამიანის ცხოვრებაც ადასტურებს იესოს სიტყვების ჭეშმარიტებას (წაიკითხეთ იოანეს 4:35, 36).

      18. რა პატივი გვხვდა წილად?

      18 მათ, ვინ ჯერ არ ემსახურება მეფეს, ღვთის ხალხი შეიძლება „უსწავლელი და უბრალო ადამიანები“ ჰგონიათ (საქ. 4:13). მაგრამ ამ „უბრალო“ ხალხს მათმა მეფემ იმხელა ძალა მისცა, რომ მათ მიერ გამოშვებულ პუბლიკაციებს თარგმანების რაოდენობითა და ტირაჟით მთელ მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია. უფრო მეტიც, მეფემ მოგვამზადა და აღგვძრა საიმისოდ, რომ ამ საშუალებების გამოყენებით სასიხარულო ცნობა ყველა ერს გავუცხადოთ. ჩვენ წილად გვხვდა პატივი, ვითანამშრომლოთ ქრისტესთან და მონაწილეობა მივიღოთ ჭეშმარიტების თესლის თესვასა და მოწაფეების მომზადებაში.

      a მარტო ბოლო ათი წლის მანძილზე იეჰოვას ხალხმა 20 მილიარდზე მეტი ბიბლიური პუბლიკაცია გამოსცა. გარდა ამისა, ჩვენი ვებ-გვერდი jw.org ხელმისაწვდომია 2,7 მილიარდზე მეტი ინტერნეტ-მომხმარებლისთვის.

      b ზოგიერთი სახელმძღვანელო, რომლებიც მაუწყებლებს ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლებაში დაეხმარა, იყო: „ღვთის ქნარი“ (1921 წ.), „დაე, მართალი იყოს ღმერთი“ (1946 წ.), „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ (1982 წ.) და „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ (1995 წ.).

      c „შინაურების“ ახლებური გაგება ახსნილია სტატიის „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა“ მეცამეტე აბზაცში. ეს სტატია დაიბეჭდა 2013 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკში“.

  • ქადაგების საშუალებები — ბიბლიური ლიტერატურა მსოფლიოს ხალხებისთვის
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • პუბლიკაციები სარეკორდო ტირაჟით

      გამოქვეყნებული წიგნების სრული ტირაჟი

      ბიბლია

      ბიბლიის ყველა თარგმანი (მთლიანად ან ნაწილობრივ).d

      5 მილიარდზე მეტი

      მეფე ჯეიმზის თარგმანიe

      1 მილიარდი

      ახალი საერთაშორისო თარგმანიf

      400 მილიონზე მეტი

      ახალი ქვეყნიერების თარგმანიg

      201 მილიონზე მეტი

      სხვა წიგნები

      მაო ძედუნის გამონათქვამებიh

      სავარაუდოდ 1 მილიარდზე მეტი

      რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?i

      201 მილიონზე მეტი

      იმ ენების რაოდენობა, რომელზეც ქვემოთ მოყვანილი ნაშრომები ითარგმნა

      მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულადj

      477

      ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაk

      413

      მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!l

      359

      გინდათ იცოდეთ სიმართლე?a (ბუკლეტი)

      364

      ყველაზე მრავალტირაჟიანი და მრავალენოვანი ჟურნალები

      საგუშაგო კოშკიb

      45,9 მილიონი თვეში, 212 ენაზე

      გამოიღვიძეთ!c

      44,7 მილიონი თვეში, 99 ენაზე

      ჟურნალი AARP (ამერიკის პენსიონერთა ასოციაცია)d

      22 მილიონი ორ თვეში ერთხელ, მხოლოდ ინგლისურ ენაზე

      ლიახონაe

      დაახლოებით 500 000, ზოგჯერ 50-მდე ენაზე

      d წყარო: გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნი

      e წყარო: მეფე ჯეიმზის ბიბლიის სატრასტო ორგანიზაცია

      f წყარო: ბიბლიკას მონაცემთა ნუსხა

      g გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ, 2014 წლის იანვრის მონაცემები

      h წყარო: გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნი

      i გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ, 2014 წლის იანვრის მონაცემები

      j გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ, 2014 წლის იანვრის მონაცემები

      k წყარო: გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ოფიციალური ვებ-გვერდის 2013 წლის ოქტომბრის მონაცემები

      l გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ, 2014 წლის იანვრის მონაცემები

      a გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ, 2014 წლის იანვრის მონაცემები

      b გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ, 2014 წლის იანვრის მონაცემები

      c გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ, 2014 წლის იანვრის მონაცემები

      d წყარო: AARP

      e გამოცემულია მორმონთა მიერ

      ბიბლია სულ უფრო მეტ ენაზე

      1989 წლისთვის ახალი ქვეყნიერების თარგმანი სრულად თუ ნაწილობრივ 11 ენაზე იყო გამოცემული. ამ თარგმანზე მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ხელმძღვანელი საბჭოს სამწერლო კომიტეტმა შეიმუშავა სპეციალური კურსი, რომელიც მთარგმნელებს თარგმანის მიმართ სისტემურ მიდგომას შეასწავლიდა და ხარისხიანი თარგმანის გაკეთებაში დაეხმარებოდა. მეფსის პროგრამირების განყოფილებამ შექმნა კომპიუტერული პროგრამა სახელწოდებით ბიბლიის თარგმნის სისტემა.f ეს პროგრამა ავტომატურად არ თარგმნის ტექსტს, ის უბრალოდ ეხმარება მთარგმნელებს სამუშაოს სისტემატიზაციაში და აადვილებს საჭირო მასალის მოძიებას. გულმოდგინე მთარგმნელები, ინსტრუქტორები და სხვა დამხმარე პერსონალი ბევრს შრომობენ ბიბლიების სხვადასხვა ენაზე გამოსაცემად.

      ერთობლივი ძალისხმევით 2004 წლისთვის ახალი ქვეყნიერების თარგმანი 50-ზე მეტ ენაზე იყო ხელმისაწვდომი, სულ რაღაც ცხრა წელიწადში კი, 2013 წელს — 121 ენაზე, და მათი რიცხვი კვლავაც იზრდება.

      თარგმანების რაოდენობა

      ენები

      წელი

      ახალი ქვეყნიერების თარგმანის სრული ვერსია

      ქრისტიანულ-ბერძნული წერილები

      1950

      0

      1

      1952

      0

      1

      1954

      1

      1

      1956

      1

      1

      1958

      1

      1

      1960

      1

      1

      1962

      1

      1

      1964

      1

      7

      1966

      1

      7

      1968

      4

      7

      1970

      5

      7

      1972

      6

      7

      1974

      7

      9

      1976

      7

      11

      1978

      7

      11

      1980

      7

      11

      1982

      8

      11

      1984

      8

      11

      1986

      9

      11

      1988

      9

      11

      1990

      9

      11

      1992

      10

      14

      1994

      10

      24

      1996

      12

      30

      1998

      16

      32

      2000

      23

      39

      2002

      29

      44

      2004

      32

      52

      2006

      40

      59

      2008

      47

      71

      2010

      61

      98

      2012

      63

      117

      f ამჟამად ბიბლიის თარგმნის სისტემა საგუშაგო კოშკის თარგმნის სისტემის ნაწილია, რომელსაც მთელ მსოფლიოში ათასობით მთარგმნელი იყენებს.

  • რა ნაყოფი გამოიღო ქადაგებამ — „ყანები . . . გადათეთრებულან მოსამკელად“
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • თავი 9

      რა ნაყოფი გამოიღო ქადაგებამ — „ყანები . . . გადათეთრებულან მოსამკელად“

      ამ თავიდან შევიტყობთ:

      როგორ აღმოაცენა იეჰოვამ სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების თესლი და როგორ გამოაღებინა მას ნაყოფი

      1, 2. ა) რამ ჩააგდო მოწაფეები საგონებელში? ბ) რა სახის მკას გულისხმობდა იესო?

      იესოს ნათქვამი მოწაფეებს საგონებელში აგდებს. „ასწიეთ თავი და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან მოსამკელად“, — უთხრა მათ იესომ. ისინი გაჰყურებენ იმ მხარეს, საითაც მან ხელით ანიშნა, მაგრამ მხოლოდ მწვანედ აბიბინებულ ქერის ყანებს ხედავენ. მკამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვეა დარჩენილი, ამიტომ მოწაფეები ვერ ხვდებიან, რა დროს მკა არის (იოან. 4:35).

      2 მაგრამ იესოს პირდაპირი გაგებით მკა არ უგულისხმია. მას მხედველობაში ჰქონდა სულიერი მკა. იესოს სურდა, თავისი მოწაფეებისთვის სულიერ მკასთან დაკავშირებით ორი მნიშვნელოვანი რამ დაენახვებინა. ვიდრე ამას გავიგებთ, ჯერ მიმოვიხილოთ კონტექსტი.

      მოქმედებისა და სიხარულის ჟამი

      3. ა) სავარაუდოდ, რატომ თქვა იესომ, რომ ყანები გადათეთრებულიყო მოსამკელად? (იხ. სქოლიო). ბ) რა დასძინა იესომ, მისი ნათქვამი მოწაფეებს პირდაპირი მნიშვნელობით რომ არ გაეგოთ?

      3 იესოსა და მოწაფეებს შორის საუბარი ახ. წ. 30 წლის მიწურულს სამარიის ქალაქ სიქართან გაიმართა. როცა მოწაფეები ქალაქში შევიდნენ, იესო ჭასთან დარჩა. იქ მან ჭეშმარიტებას აზიარა ერთი ქალი, რომელიც მაშინვე მიხვდა მოსმენილის ფასს. რაწამს დაბრუნდნენ მოწაფეები იესოსთან, ქალი მყისვე გაეშურა სიქარისკენ მეზობლებისთვის იმის სახარებლად, რაც გაიგო. მისი ნაამბობით აღფრთოვანებული სიქარელები მაშინვე ჭისკენ გაემართნენ იესოს სანახავად. როცა იესო ყანებს გაჰყურებდა და მისკენ მიმავალი სამარიელები დაინახა, სავარაუდოდ, სწორედ მაშინ თქვა: „შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან მოსამკელად“.a იესოს ნათქვამი მოწაფეებს პირდაპირი მნიშვნელობით რომ არ გაეგოთ, მან დასძინა: „მომკელი . . . აგროვებს ნაყოფს მარადიული სიცოცხლისთვის“ (იოან. 4:5—30, 36).

      4. ა) რა დაანახვა იესომ მოწაფეებს სულიერ მკასთან დაკავშირებით? ბ) რა საკითხებს შევეხებით?

      4 რა დაანახვა იესომ მოწაფეებს სულიერ მკასთან დაკავშირებით? პირველი ის, რომ საქმე გადაუდებელი იყო. იესომ სიტყვები „ყანები . . . გადათეთრებულან მოსამკელად“ თავის მიმდევრებს იმიტომ უთხრა, რომ მოქმედებისკენ აღეძრა. მას უნდოდა, მოწაფეებს გაეცნობიერებინათ, რომ დაყოვნების დრო არ იყო, ამიტომ დაამატა: „უკვე იღებს მომკელი გასამრჯელოს“. მაშასადამე, მკა უკვე დაწყებული იყო და დრო არ ითმენდა. მეორე ის, რომ მომკელები გაიხარებდნენ. იესოს თქმით, მთესველები და მომკელები ერთად გაიხარებდნენ (იოან. 4:35ბ, 36). როგორც იესოს გაახარებდა ის, რომ „ბევრმა სამარიელმა ირწმუნა იგი“, ისე მისი მოწაფეები გაიხარებდნენ მკაში გულმოდგინე მონაწილეობით (იოან. 4:39—42). სახარების ეს მონაკვეთი მეტად საყურადღებოა ჩვენთვის, რადგან იგი ასახავს იმ მოვლენებს, რომლებიც დღეს გრანდიოზული სულიერი მკის ეპოქაში ხდება. როდის დაიწყო თანამედროვე სულიერი მკა? ვინ მონაწილეობს ამ საქმეში და რა ნაყოფი გამოაქვს მას?

      ჩვენი მეფე არნახულ სულიერ მკას ხელმძღვანელობს

      5. ვინ ხელმძღვანელობს გრანდიოზულ სულიერ მკას და როგორ ცხადყოფს იოანეს ხილვა, რომ ეს საქმე გადაუდებელია?

      5 მოციქული იოანე ხილვაში ხედავს, რომ იეჰოვამ იესო გრანდიოზული სულიერი მკის ხელმძღვანელად დანიშნა (წაიკითხეთ გამოცხადების 14:14—16). ხილვისამებრ, იესოს თავზე გვირგვინი ადგას და ხელში ნამგალი უჭირავს. მის „თავზე ოქროს გვირგვინი“ იმის ნიშანია, რომ ის მეფეა, „ბასრი ნამგალი“ კი მის, როგორც მომკელის, როლზე მიუთითებს. ანგელოზის მეშვეობით იეჰოვა ამბობს, რომ „მოიწია სამკალი დედამიწაზე“, რაც საქმის გადაუდებლობას უსვამს ხაზს. უდავოა, რომ „მოვიდა მკის საათი“ და დაყოვნების დრო არ არის. იეჰოვას ბრძანების „აიღე შენი ნამგალი“ საპასუხოდ, იესო იქნევს თავის ნამგალს და იმკის დედამიწას, ანუ დედამიწაზე მცხოვრებ ხალხს. ეს ამაღელვებელი ხილვა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ „ყანები . . . გადათეთრებულან მოსამკელად“. შესაძლებელია ამ ხილვის მეშვეობით იმის დადგენა, თუ როდის დაიწყო გლობალური სულიერი მკა? რა თქმა უნდა!

      6. ა) როდის დაიწყო „მკის დრო“? ბ) როდის დაიწყო „დედამიწის მომკა“, ანუ უშუალოდ მოსავლის აღება? ახსენით.

      6 ვინაიდან გამოცხადების მე-14 თავში მომკელ იესოს თავზე გვირგვინი ადგას (მუხლი 14), ესე იგი ის უკვე გამეფებულია. როგორც ვიცით, იესოს გამეფების თარიღი 1914 წელია (დან. 7:13, 14). გამეფებიდან გარკვეული დროის შემდეგ იგი მკის დაწყების ბრძანებას იღებს (მუხლი 15). მოვლენების სწორედ ამგვარ განვითარებას ვხვდებით იესოს იგავში ხორბალსა და სარეველაზე. ამ იგავის თანახმად, მკა ქვეყნიერების წყობის აღსასრულია. ამრიგად, მკის დრო და ქვეყნიერების წყობის აღსასრული ერთსა და იმავე დროს, კერძოდ, 1914 წელს დაიწყო, უშუალოდ მოსავლის აღება კი — ოდნავ მოგვიანებით (მათ. 13:30, 39). დღევანდელი გადასახედიდან შეგვიძლია იმის თქმა, რომ მოსავლის აღება იესოს გამეფებიდან რამდენიმე წელიწადში დაიწყო. 1914—1919 წლებში იესომ თავისი ცხებული მიმდევრები განწმინდა (მალ. 3:1—3; 1 პეტ. 4:17). შემდეგ, 1919 წელს იესომ „დედამიწის მომკა“ დაიწყო და ახალდანიშნული ერთგული მონის მეშვეობით ძმებს სამქადაგებლო საქმის გადაუდებლობა დაანახვა. ვნახოთ, რა მოხდა შემდეგ.

      7. ა) რისი გამოკვლევის შედეგად დაინახეს ძმებმა სამქადაგებლო საქმის გადაუდებლობა? ბ) რისკენ მოუწოდა ძმებს გონიერმა მონამ?

      7 „საგუშაგო კოშკის“ 1920 წლის ივლისის ნომერში ნათქვამი იყო: „წმინდა წერილების გამოკვლევის შედეგად ცხადი გახდა, რომ ჩვენს ეკლესიას წილად ხვდა სამეფოს შესახებ ცნობის გადაცემის უდიდესი პატივი“. მაგალითად, ესაიას წინასწარმეტყველებიდან გონიერმა მონამ გაიგო, რომ სამეფოს შესახებ ცნობა მთელ მსოფლიოში უნდა გაცხადებულიყო (ეს. 49:6; 52:7; 61:1—3), თუმცა როგორ უნდა შესრულებულიყო ეს საქმე, არ იცოდა. ის იმედოვნებდა, რომ იეჰოვა დაეხმარებოდა მას (წაიკითხეთ ესაიას 59:1). მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ქადაგება გადაუდებელი საქმე იყო, გონიერმა მონამ ძმებს უფრო აქტიურად ქადაგებისკენ მოუწოდა. როგორ გამოეხმაურნენ ძმები ამ მოწოდებას?

      8. სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებულ რა ორ მნიშვნელოვან რამეს ჩასწვდნენ ჩვენი ძმები 1921 წელს?

      8 „საგუშაგო კოშკის“ 1921 წლის დეკემბრის ნომერი იუწყებოდა: „წლევანდელი წელი საუკეთესოა. წინა წლებთან შედარებით 1921 წელს ჭეშმარიტება უფრო მეტმა მოისმინა“. ჟურნალი დასძენდა: „მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია . . . დაე, ვიქადაგოთ მხიარული გულით!“. ყურადღება მიაქციეთ, რომ ძმები ჩასწვდნენ სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებულ ორ მნიშვნელოვან რამეს, რაზეც იესომ თავის დროზე მოციქულებს ყურადღება გაუმახვილა — საქმე გადაუდებელია და მომკელები ხარობენ.

      9. ა) რას იუწყებოდა 1954 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“ და რატომ? ბ) როგორ გაიზარდა მაუწყებელთა რიცხვი მსოფლიო მასშტაბით ბოლო 50 წლის განმავლობაში? (იხ. დიაგრამა „მსოფლიო მასშტაბის ზრდა“).

      9 მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ძმებმა გაიგეს, რომ სამეფოს შესახებ ცნობას სხვა ცხვრის ნაწილიც, უამრავი ხალხიც გამოეხმაურებოდა, რომელიც სხვა ცხვრის ნაწილია, სამქადაგებლო საქმიანობა კიდევ უფრო გაააქტიურეს (ეს. 55:5; იოან. 10:16; გამოცხ. 7:9). შედეგად, 1934—1953 წლებში სამეფოს შესახებ მქადაგებელთა რიცხვი 41 000-დან 500 000-მდე გაიზარდა. 1954 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „მსოფლიო მასშტაბის მკა იეჰოვას სულითა და მისი სიტყვის ძალით ხორციელდება“b (ზაქ. 4:6).

      მსოფლიო მასშტაბის ზრდა

      ქვეყანა

      1962

      1987

      2013

      ავსტრალია

      15 927

      46 170

      66 023

      ბრაზილია

      26 390

      216 216

      756 455

      საფრანგეთი

      18 452

      96 954

      124 029

      იტალია

      6 929

      149 870

      247 251

      იაპონია

      2 491

      120 722

      217 154

      მექსიკა

      27 054

      222 168

      772 628

      ნიგერია

      33 956

      133 899

      344 342

      ფილიპინები

      36 829

      101 735

      181 236

      აშშ

      289 135

      780 676

      1 203 642

      ზამბია

      30 129

      67 144

      162 370

      ბიბლიის შესწავლების რიცხობრივი ზრდა

      1950

      234 952

      1960

      646 108

      1970

      1 146 378

      1980

      1 371 584

      1990

      3 624 091

      2000

      4 766 631

      2010

      8 058 359

      თვალსაჩინო მაგალითებში ნაწინასწარმეტყველები მკის შედეგები

      10, 11. მდოგვის მარცვლის მაგალითის რომელი ასპექტებია ყურადსაღები?

      10 იესომ მკის შედეგები სამეფოს შესახებ მოყვანილ მაგალითებში იწინასწარმეტყველა. განვიხილოთ მდოგვის მარცვლისა და საფუვრის შესახებ მაგალითები და ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ როგორ სრულდება ის, რაც მათშია ნაწინასწარმეტყველები.

      11 მაგალითი მდოგვის მარცვალზე. კაცი თესავს მდოგვის მარცვალს, რომელიც ხედ იქცევა და მის ტოტებში ფრინველები იბუდებენ (წაიკითხეთ მათეს 13:31, 32). ამ მაგალითის რომელი ასპექტებია ყურადსაღები? 1) საოცარი ზრდა. მდოგვის მარცვალი, რომელიც „ყველაზე პატარა თესლია“, დიდტოტებიან ხედ იქცევა (მარ. 4:31, 32). 2) ზრდა გარანტირებულია. „დათესვის მერე . . . [თესლი] ამოდის“. იესოს არ უთქვამს, რომ ის შეიძლება ამოვიდეს. მან თქვა: „ამოდის“, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ზრდას ვერაფერი აჩერებს. 3) გაზრდილი ხე იზიდავს ფრინველებს და მათი თავშესაფარი ხდება. „მოფრინავენ ცის ფრინველები“ და „მის ჩრდილში იბუდებენ“. როგორ უკავშირდება ამ მაგალითის ეს სამი ასპექტი თანამედროვე სულიერ მკას?

      12. როგორ უკავშირდება მდოგვის მარცვლის მაგალითი თანამედროვე სულიერ მკას? (იხ. აგრეთვე დიაგრამა „ბიბლიის შესწავლების რიცხობრივი ზრდა“).

      12 1) საოცარი ზრდა: მდოგვის მარცვლის მაგალითი ასახავს სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელების მასშტაბებსა და ქრისტიანული კრების ზრდას. 1919 წლიდან გულმოდგინე მომკელები აღდგენილ ქრისტიანულ კრებაში გროვდებიან. თავიდან მომკელთა რიცხვი მცირე იყო, მაგრამ შემდეგ სწრაფად გაიზარდა. ზრდა, რომელიც 1900-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, კოლოსალურია (ეს. 60:22). 2) ზრდა გარანტირებულია: ქრისტიანული კრების ზრდას ვერაფერი აჩერებს. მართალია, ღვთის მტრებმა ბევრჯერ დაახვავეს „ქვები“ ამ „პაწაწინა თესლს“, მაგრამ მან ყველა დაბრკოლება გადალახა და მაინც გაიზარდა (ეს. 54:17). 3) თავშესაფარი: „ცის ფრინველები“, რომლებიც ხის ტოტებში იბუდებენ, განასახიერებენ 240-მდე ქვეყანაში მცხოვრებ მილიონობით გულმართალ ადამიანს, რომლებიც გამოეხმაურნენ სამეფოს შესახებ ცნობას და ქრისტიანულ კრებას შეაფარეს თავი (ეზეკ. 17:23). სწორედ იქ იკვებებიან ისინი სულიერი საზრდოთი, მხნევდებიან და თავს უსაფრთხოდ გრძნობენ (ეს. 32:1, 2; 54:13).

      მდოგვის ხეს სხვადასხვა ჯიშის ფრინველი აფარებს თავს

      მდოგვის მარცვლის მაგალითი ცხადყოფს, რომ ქრისტიანული კრება უსაფრთხო თავშესაფარია (იხ. აბზაცები 11, 12)

      13. საფუვრის მაგალითის რომელი ასპექტებია ყურადსაღები?

      13 მაგალითი საფუარზე. ქალი საფუარს ფქვილთან ერთად ზელს; საფუარი ცომს აფუებს (წაიკითხეთ მათეს 13:33). საყურადღებოა ამ მაგალითის ორი ასპექტი: 1) საფუარი იწვევს შემადგენლობის ცვლილებას; ის იქამდე მოქმედებს, სანამ ცომი არ გაფუვდება; 2) საფუარი ყველგან აღწევს; ის „სამ დიდ საწყაო ფქვილს“ მთლიანად აფუებს. როგორ უკავშირდება ამ მაგალითის ეს ორი ასპექტი თანამედროვე სულიერ მკას?

      14. როგორ უკავშირდება საფუვრის მაგალითი თანამედროვე სულიერ მკას?

      14 1) იწვევს ცვლილებას: საფუარი განასახიერებს ცნობას სამეფოს შესახებ, ფქვილი კი — კაცობრიობას. როგორც საფუარშეზელილი ფქვილი განიცდის ცვლილებას, ისე ადამიანთა გულები განიცდიან ცვლილებას სამეფოს შესახებ ცნობის მოსმენის შედეგად (რომ. 12:2). 2) აღწევს ყველგან: ცომის გაფუება სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებას განასახიერებს. საფუარი ცომში ყველგან აღწევს და მას მთლიანად აფუებს. მსგავსად ამისა, სამეფოს შესახებ ცნობა „დედამიწის კიდით კიდემდე“ აღწევს (საქ. 1:8). გარდა ამისა, ეს ასპექტი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალულია, სამეფოს შესახებ ცნობა მაინც გავრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ ქადაგება შეიძლება სხვებისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობდეს.

      15. როგორ სრულდება ესაიას 60:5, 22? (იხ. აგრეთვე შემდეგი ჩარჩოები: „ეს იეჰოვამ გახადა შესაძლებელი“ და „როგორ იქცა პატარა ხალხი ძლიერ ხალხად“).

      15 ვიდრე იესო ამ მაგალითებს მოყვებოდა, დაახლოებით 800 წლით ადრე იეჰოვამ ესაია შთააგონა, შთამბეჭდავი ენით აღეწერა თანამედროვე სულიერი მკის მასშტაბები და მისით გამოწვეული სიხარული.c იეჰოვა მოიხსენიებს თავისი ორგანიზაციისკენ შორიდან მომავალ ხალხს. იგი მიმართავს „ქალს“, რომელიც დღეს დედამიწაზე მცხოვრებ ცხებულებს განასახიერებს: „დაინახავ და გაბრწყინდები, შენი გული გაიხარებს და სიხარულით აივსება, რადგან ზღვის სიმდიდრე შენკენ მოიქცევა და ხალხების ავლა-დიდება შენთან მოვა“ (ეს. 60:1, 4, 5, 9). რა ზედმიწევნით მართლდება ეს სიტყვები! იეჰოვას დიდი ხნის მსახურები სახეგაბრწყინებულნი არიან, რადგან ხედავენ, როგორ გადაიქცა მათ ქვეყნებში მცირე ათასად.

      რა ახარებს იეჰოვას ყველა მსახურს

      16, 17. რა არის მთესველისა და მომკელის სიხარულის ერთ-ერთი მიზეზი? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „როგორ დაიპყრო ორმა ბუკლეტმა ორი ამაზონელის გული“).

      16 ალბათ გახსოვთ, რა უთხრა იესომ თავის მოციქულებს: „მომკელი . . . აგროვებს ნაყოფს მარადიული სიცოცხლისთვის, რათა მთესველმა და მომკელმა ერთად გაიხარონ“ (იოან. 4:36). რატომ გვახარებს მსოფლიო მკაში ერთობლივი მონაწილეობა? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. განვიხილოთ სამი მათგანი.

      17 პირველი მიზეზი ისაა, რომ ამ საქმეში იეჰოვას ხელს ვხედავთ. როცა სამეფოს შესახებ ვქადაგებთ, ვთესავთ თესლს (მათ. 13:18, 19). როცა ვინმეს ქრისტეს მოწაფედ გახდომაში ვეხმარებით, ვიმკით ნაყოფს. და როცა ვაკვირდებით, როგორ აღმოაცენებს და ზრდის იეჰოვა სამეფოს თესლს, ყველანი უსაზღვროდ ვხარობთ (მარ. 4:27, 28). ჩვენ მიერ მიმობნეულმა თესლმა შეიძლება მოგვიანებით გამოიღოს ნაყოფი და ის სხვამ მომკას. შესაძლოა თქვენც გქონიათ ისეთი შემთხვევა, როგორიც ერთ ბრიტანელ ქრისტიანს, ჯოანს ჰქონდა, რომელიც 60 წლის წინ მოინათლა. ის ამბობს: „ყოფილა შემთხვევები, ჩემთან მოსულან და უთქვამთ, რომ წლების წინ ვუქადაგე და მათ გულებში ჭეშმარიტების თესლი ჩავთესე. მოგვიანებით მათთან ბიბლიის შესწავლა დაუწყიათ მოწმეებს და დახმარებიან, რომ იეჰოვას მსახურები გამხდარიყვნენ. მიხარია, რომ ჩემი ჩათესილი თესლი აღმოცენდა და ნაყოფი გამოიღო“ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 3:6, 7).

      ეს იეჰოვამ გახადა შესაძლებელი

      იესომ თქვა: „რაც ადამიანისთვის შეუძლებელია, ღვთისთვის შესაძლებელია“ (ლუკ. 18:27). ბევრმა საკუთარ თავზე გამოსცადა ამ სიტყვების ჭეშმარიტება. სამქადაგებლო საქმიანობის შეჩერების არაერთი მცდელობის მიუხედავად, იეჰოვას დახმარებით ეს საქმე დღემდე გრძელდება.

      ზაქარი

      ზაქარი ელეგბე (66 წლის, მოინათლა 1963 წელს) იხსენებს, რა უკუშედეგი მოჰყვა იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვას ბენინში: „1976 წელს, როცა ჩვენს ქვეყანაში 2 300 მაუწყებელი იყო, ჩვენი საქმიანობა აიკრძალა. მთავრობის ბრძანებით ეს გადაწყვეტილება რადიოთი ყველა ადგილობრივ ენაზე გადაიცა. მსგავსი რამ მანამდე არ მომხდარა. მართალია, ბენინის მოსახლეობა 60-ზე მეტ ენაზე ლაპარაკობს, მაგრამ იმ დროს რადიოგადაცემები ეთერში მხოლოდ ხუთ ენაზე გადიოდა. როცა აკრძალვის შესახებ ყველა ენაზე გამოაცხადეს, მიუვალ ადგილებში მცხოვრებმა ათასობით ადამიანმა პირველად გაიგო ჩვენ შესახებ. ხალხს დაებადა კითხვები, ვინ იყვნენ იეჰოვას მოწმეები და რატომ აკრძალეს მათი საქმიანობა. მოგვიანებით, როცა ამ ტერიტორიებზე ვიქადაგეთ, ბევრი მაშინვე გამოეხმაურა ჭეშმარიტებას“. დღესდღეობით ბენინში მოწმეების რიცხვი 11 500-ს აჭარბებს.

      მარია

      მარია ზინიჩი (74 წლის, მოინათლა 1957 წელს) ყვება: „12 წლის ვიქნებოდი, როცა მთელი ოჯახი უკრაინიდან რუსეთში, კერძოდ ციმბირში გადაგვასახლეს. მართალია, მთავრობა ყველანაირად ცდილობდა ჩვენ დადუმებას მთელ საბჭოთა კავშირში, მაგრამ მოწმეების რიცხვი მაინც იზრდებოდა. სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად ჩვენი რიცხობრივი ზრდა არ წყდებოდა, რამაც დამარწმუნა, რომ ეს იეჰოვას საქმეა და მას ვერავინ შეაჩერებს!“. კიდევ ერთი და, მარია (73 წლის, მოინათლა 1960 წელს) აღნიშნავს: „როცა მთავრობამ ჩვენი ძმები გააციმბირა, შორეულ მხარეებში მცხოვრებ ხალხს ჭეშმარიტების გაგების შესაძლებლობა მიეცა“.

      ხესუსი

      ხესუს მარტინი (77 წლის, მოინათლა 1955 წელს) იხსენებს: „ჭეშმარიტება რომ გავიგე, ესპანეთში მხოლოდ 300 მოწმე იყო. 1960 წელს ჩვენ სასტიკი რეპრესიის მსხვერპლი გავხდით. ხელისუფლების ბრძანებით პოლიციას საერთოდ უნდა მოესპო იეჰოვას მოწმეების სახსენებელი. იმ დროს ვერც კი წარმოგვედგინა, ოდესმე თუ ვიქადაგებდით სასიხარულო ცნობას მთელ ქვეყანაში. თითქოს ყველაფერი ჩვენ საწინააღმდეგოდ იყო. ამ ყველაფრის მიუხედავად, დღეს ესპანეთში 111 000-მდე მოწმეა. საკუთარი თვალით ვიხილე, წინააღმდეგობის მიუხედავად როგორ გაიზარდა ჩვენი რიცხვი. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ თუ იეჰოვა ჩვენ მხარესაა, შეუძლებელი არაფერია!“.

      18. სიხარულის რა მიზეზია ნახსენები 1 კორინთელების 3:8-ში?

      18 სიხარულის მეორე მიზეზს პავლე მოციქული ასახელებს: „თითოეული თავისი შრომის მიხედვით მიიღებს საზღაურს“ (1 კორ. 3:8). საზღაურს ყველა მიიღებს შრომისთვის და არა შრომის შედეგებისთვის. როგორ გაამხნევებს ეს მათ, ვინც იქ მსახურობს, სადაც გამოხმაურება ნაკლებია. ჭეშმარიტების თესლის მთელი გულით მთესველ თითოეულ მოწმეს ღვთის თვალში „ბევრი ნაყოფი“ გამოაქვს და სასიხარულო სწორედ ეს არის (იოან. 15:8; მათ. 13:23).

      19. ა) სიხარულის რა მიზეზს გვაძლევს მათეს 24:14-ში ჩაწერილი იესოს წინასწარმეტყველება? ბ) რა უნდა გვახსოვდეს, რომც ვერავინ მოვიმოწაფოთ?

      19 სიხარულის მესამე მიზეზი ისაა, რომ ჩვენი საქმე წინასწარმეტყველების შესრულებას ემსახურება. გავიხსენოთ, რა უპასუხა იესომ მოციქულებს კითხვაზე: „გვითხარი, როდის მოხდება ეს, რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“. მან თქვა, რომ ნიშნის ერთ-ერთი თავისებურება მთელ მსოფლიოში ქადაგება იქნებოდა. იესო ამაში მოწაფეების მომზადებას არ გულისხმობდა. მან თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათ. 24:3, 14). ასე რომ, ნიშნის ერთ-ერთი თავისებურება სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგება, იგივე ჭეშმარიტების თესლის თესვაა. ამიტომ გვახსოვდეს: რომც ვერავინ მოვიმოწაფოთ, დამოწმებით მაინც დავამოწმებთ.d იმის მიუხედავად, გვეხმაურება თუ არა ხალხი, ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს იესოს წინასწარმეტყველების შესრულებაში და პატივი გვაქვს, „ღვთის თანამშრომელნი“ ვიყოთ (1 კორ. 3:9). ესეც ხომ სიხარულის მიზეზია!

      „მზის ამოსავლიდან მზის ჩასავლამდე“

      20, 21. ა) როგორ სრულდება მალაქიას 1:11-ში ჩაწერილი სიტყვები? ბ) როგორც მკაში მონაწილეებს, რა გაქვთ გადაწყვეტილი და რატომ?

      20 პირველ საუკუნეში იესო თავის მოციქულებს სულიერი მკის გადაუდებლობის გაცნობიერებაში დაეხმარა. 1919 წლიდან მოყოლებული იესო თავის თანამედროვე მსახურებსაც ეხმარება ამის გაცნობიერებაში. შედეგად, სამქადაგებლო საქმე აქტიურად მიმდინარეობს. ფაქტები ცხადყოფს, რომ მკა არ შეწყვეტილა. მალაქიას წინასწარმეტყველებისამებრ ქადაგება დღეს „მზის ამოსავლიდან მზის ჩასავლამდე“ მიმდინარეობს (მალ. 1:11). მართლაც, მთესველები და მომკელები ყველგან — მზის ამოსავლიდან მზის ჩასავლამდე, აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე — ერთად ირჯებიან და ხარობენ. ეს საქმე დილიდან საღამომდე გადაუდებლად სრულდება.

      21 როცა განვლილი 100 წლის მოვლენებს ვაანალიზებთ და ვხედავთ, როგორ იქცა ღვთის მსახურთა პატარა ჯგუფი „ძლიერ ხალხად“, გული სიხარულით გვევსება (ეს. 60:5, 22). დაე, ამ სიხარულითა და „სამკლის ბატონის“, იეჰოვას სიყვარულით, კვლავაც განვაგრძოთ მკაში მონაწილეობა და ეს უდიდესი მასშტაბის საქმე ბოლომდე მივიყვანოთ! (ლუკ. 10:2).

      a იესომ „გადათეთრებული ყანები“ შესაძლოა იმიტომ ახსენა, რომ მისკენ მიმავალი, სავარაუდოდ, თეთრებში ჩაცმული სამარიელები დაინახა.

      b 1919—1992 წლებში მიმდინარე მკასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნში „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, გვ. 425—520.

      c დამატებითი ინფორმაცია ამ წინასწარმეტყველების შესახებ იხილეთ წიგნში „ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II“, გვ. 303—320.

      d ამ შეხედულებას ჯერ კიდევ ბიბლიის პირველი მკვლევრები იზიარებდნენ. 1895 წლის 15 ნოემბრის „სიონის საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „ხორბალი ბევრი რომც ვერ მოვაგროვოთ, ბევრს მაინც დავამოწმებთ ჭეშმარიტების შესახებ . . . სახარების ქადაგება ყველას შეუძლია“.

  • რა ნაყოფი გამოიღო ქადაგებამ — „ყანები . . . გადათეთრებულან მოსამკელად“
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • როგორ დაიპყრო ორმა ბუკლეტმა ორი ამაზონელის გული

      ანტონიუ სიმოინში

      ანტონიუ სიმოინში

      ქრისტიანი უხუცესი, 91 წლის ანტონიუ სიმოინში დიდი სითბოთი იხსენებს, როგორ იპოვეს მამამისმა და ბიძამისმა ჭეშმარიტება იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ორი ბუკლეტის მეშვეობით. „გაინტერესებთ ეს ისტორია?“ — ეკითხება ის თავის სტუმრებს. „რა თქმა უნდა“, — პასუხობენ ისინი. ანტონიუ ჯდება და მომღიმარი და თვალებგაბრწყინებული იწყებს ამბის მოყოლას.

      „მამაჩემი, ზენო, ბაპტისტი მღვდელი იყო. 1931 წელს ეკლესიის ერთ-ერთი წევრის მოსანახულებლად ის ამაზონის ტყის ერთ მიუვალ ადგილას გაემგზავრა. მის სახლში მან ორი ბიბლიური ბუკლეტი შეამჩნია. ეს ბუკლეტები მასპინძელს ეკლესიიდან წამოეღო, მაგრამ არ იცოდა, იქ საიდან მოხვდა. ერთი ბუკლეტი ჯოჯოხეთზე იყო, მეორე — მკვდრეთით აღდგომაზე. მამაჩემზე ძალიან იმოქმედა წაკითხულმა. მაშინვე თავისი სიძე, გილიერმი გაახსენდა, რომელიც ხშირად ეუბნებოდა ხოლმე, რომ ჯოჯოხეთის არ სწამდა, რადგან სიყვარულის ღმერთი ასეთ ადგილს არ შექმნიდა. მამას ერთი სული ჰქონდა, ეს ბუკლეტები გილიერმისთვის ეჩვენებინა. ის ჩაჯდა თავის კანოეში და რვასაათიანი ცურვის შემდეგ მანაუსთან მდებარე დასახლებაში, მანაკირიში გილიერმისთან ჩავიდა.

      ანტონიუ სიმოინშს ორი სურათი უჭირავს, რომლებზეც გამოსახულია პირველი კრება მანაკირიში (ბრაზილიის შტატი ამაზონასი)

      პირველი კრება ბრაზილიის შტატ ამაზონასში

      როცა მამაჩემმა და ბიძაჩემმა გილიერმიმ ბუკლეტები ყურადღებით წაიკითხეს, მიხვდნენ, რომ ჭეშმარიტებას მიაგნეს. მათ მაშინვე წერილობით მოითხოვეს ბრაზილიის ფილიალისგან ლიტერატურა. მამამ უარი თქვა მღვდლობაზე. მან და ბიძაჩემმა იმ შორეულ მხარეში ბიბლიური ცნობის ქადაგება დაიწყეს. ხალხის გამოხმაურება იმდენად დადებითი იყო, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში მანაკირიში კრება ჩამოყალიბდა. მალე კრების შეხვედრებს 70 კაცი ესწრებოდა. იმ დროისთვის ბრაზილიაში ეს ყველაზე დიდი კრება იყო“. მოულოდნელად ანტონიუ ჩერდება, შემდეგ სტუმრებს ეკითხება: „ხედავთ, რა საოცრად გავრცელდა სამეფოს შესახებ ცნობა ამაზონის მხარეში?“. დიახ, ორი პატარა ბიბლიური ბუკლეტი ანუ ჭეშმარიტების ორი პაწაწინა თესლი ამაზონის ვრცელ მხარეში აღმოცენდა და ერთ მშვენიერ კრებად იქცა. დღეს მანაკირის კრება 83 წლისაა, მაგრამ ის აღარ არის ერთადერთი კრება ამაზონასის შტატში. მის გარდა კიდევ 142 კრებაა.

      როგორ იქცა პატარა ხალხი ძლიერ ხალხად

      „მცირე ათასად გადაიქცევა, პატარა — ძლიერ ხალხად. მე, იეჰოვა, თავის დროზე დავაჩქარებ ამას“ (ეს. 60:22). როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება და როგორ იმოქმედა ამან დიდი ხნის მოწმეებზე?

      ბერიე ნილსონი

      ბერიე ნილსონი (84 წლის, მოინათლა 1943 წელს): „მახსენდება ერთი ცხებული ძმა, რომელიც 1920-იან წლებში წიგნების დამტარებელი იყო. როცა საქადაგოდ თითქმის ნახევარი შვედეთი გამოუყვეს, ის გულმოდგინედ შეუდგა ქადაგებას. მისი და სხვა ერთგული მქადაგებლების მსახურება ნამდვილად დაჯილდოვდა. დღეს შვედეთში 22 000-ზე მეტი მაუწყებელია. მართალია დავბერდი, მაგრამ მინდა, მეც გულმოდგინედ გავაგრძელო მსახურება. ვინ იცის, რა სიურპრიზებს გვიმზადებს იეჰოვა?!“.

      ეტიენ ესტერჰეისე

      ეტიენ ესტერჰეისე (83 წლის, მოინათლა 1942 წელს): „გაოცებული ვარ, როგორ გაიზარდა იეჰოვას ხალხის რიცხვი სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკაში. 1942 წელს 1 500 ვიყავით, დღეს კი — 94 000-ზე მეტი ვართ. როგორ არ გაგიძლიერდება რწმენა, როცა ამხელა ორგანიზაციის წევრი ხარ!“.

      კით გეიდონი

      კით გეიდონი (82 წლის, მოინათლა 1948 წელს): «იმის მოწმე გავხდი, თუ როგორ გაიზარდა ბრიტანეთში მოწმეთა რიცხვი. 1948 წელს 13 700 ვიყავით, დღეს კი თითქმის 137 000 ვართ, რაც კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ეს იეჰოვას საქმეა. ადამიანური ძალით ამას ვერავინ შეძლებდა, მაგრამ იეჰოვა ხომ ის ღმერთია, რომელიც „სასწაულებს ახდენს“» (გამ. 15:11).

      ულრიკე კროლოპი

      ულრიკე კროლოპი (77 წლის, მოინათლა 1952 წელს): „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის კრებებს გადაედოთ იმ მოწმეების სულისკვეთება, რომლებმაც ნაცისტების დევნას გაუძლეს. ხალხს ნუგეში სჭირდებოდა და მათი ნუგეშისმცემლები მხოლოდ ჩვენ თუ ვიქნებოდით, რადგან ამ საშინელ ომში მონაწილეობა არ მიგვიღია. 60 წელზე მეტია ვხედავ, როგორ ხელმძღვანელობს ღმერთი წმინდა სულით თავის ხალხს. დღეს გერმანიაში 164 000-ზე მეტი მოწმეა. შედეგიც ამას ჰქვია!“.

      მარია ბრინეცკაია

      მარია ბრინეცკაია (77 წლის, მოინათლა 1955 წელს): „რომ არ დავეპატიმრებინე, შუაღამისას მოვინათლე. მოგვიანებით ჩემი მეუღლე თავისი მრწამსის გამო რუსეთის შრომა-გასწორების შორეულ ბანაკში გაგზავნეს. მე ფრთხილად ვაგრძელებდი ქადაგებას ჩვენს სოფელში. რამდენიმე მეზობელი გამოეხმაურა ჭეშმარიტებას. იმ დროს და-ძმები ცოტანი ვიყავით. მიხარია, რომ დღეს რუსეთში მოწმეების რიცხვი 168 000-ს აღემატება!“.

      კიმიკო იამინო

      კიმიკო იამანო (79 წლის, მოინათლა 1954 წელს): „1970 წელს, როცა გავიგე, რომ იაპონიაში 10 000 მაუწყებელი ვიყავით, სიხარულისგან ცრემლები ვერ შევიკავე და იეჰოვას კიდევ ერთხელ დავპირდი, რომ სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული ვიქნებოდი. წარმოიდგინეთ, რა ბედნიერი ვარ ახლა, როცა მაუწყებელთა რიცხვმა 216 000-ს გადააჭარბა!“.

      დანიელ ოდოგანი

      დანიელ ოდოგანი (83 წლის): „1950 წელს, როცა მოვინათლე, ნიგერიაში 8 000 მაუწყებელი იყო, დღეს კი 351 000-ია! აღფრთოვანებული ვარ, კონგრესებზე ამდენ დამსწრეს რომ ვხედავ, და ანგიას 2:7 მახსენდება. იეჰოვამ შეძრა ხალხები და მათგან ხალხთა საუნჯე გამოჰყავს. დღემდე ვცდილობ, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ვიმსახურო, რადგან ქადაგებით მადლობას ვუხდი იეჰოვას“.

      კარლოს სილვა

      კარლოს სილვა (79 წლის): „1952 წელს, როცა მოვინათლე, ბრაზილიაში 5 000 მოწმე ვიყავით. იმ წელს კონგრესი სან-პაულუს ერთ-ერთ სპორტდარბაზში ჩაგვიტარდა. ავტოსადგომზე ორად-ორი მანქანა იდგა. ძმამ გამახედა იქვე პაკაემბუს სტადიონისკენ და მკითხა, ნეტა ამ სტადიონს ოდესმე თუ შევავსებთო. მაშინ ეს დაუჯერებელი ჩანდა, თუმცა წლების შემდეგ, 1973 წელს ეს სტადიონი გადაჭედილი იყო, მაშინ კონგრესს 94 586 ადამიანი ესწრებოდა. დღეს ბრაზილიაში ჩვენი ძვირფასი და-ძმების რიცხვი 767 000-ს აჭარბებს. ასეთი ზრდა მართლაც რომ განსაცვიფრებელია!“.

      კარლოს კასარესი

      კარლოს კასარესი (73 წლის): „1954 წელს, როცა მოვინათლე, მექსიკაში 10 500 მაუწყებელი მსახურობდა. საქმე იმდენად ბევრი იყო, რომ 21 წლის ასაკში სარაიონო ზედამხედველად დამნიშნეს. ბედნიერი ვარ, რომ საკუთარი თვალით ვიხილე ესაიას 60:22-ის შესრულება. ახლა 806 000-ზე მეტი მაუწყებელი ერთ მილიონზე მეტ ბიბლიის შესწავლას ატარებს. გული სიხარულს ვერ იტევს!“.

  • ქადაგება სამეფოს შესახებ — სასიხარულო ცნობის ქადაგება მსოფლიო მასშტაბით
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • წიგნების დამტარებელი კორეელი და ერთ მამაკაცს უქადაგებს (1931 წელი). 2. ორი ქრისტიანი და კორეაში ჟესტების ენაზე ქადაგებს

      მარცხნივ: წიგნების დამტარებელი კორეელი და (1931 წ.). მარჯვნივ: ქადაგება ჟესტების ენაზე (კორეა)

      ნაწილი 2

      ქადაგება სამეფოს შესახებ — სასიხარულო ცნობის ქადაგება მსოფლიო მასშტაბით

      წარმოიდგინეთ, რომ დასვენების დღეს დილით ადრე მსახურებაში წასასვლელად ემზადებით, თან ორჭოფობთ, წახვიდეთ თუ არა, რადგან გრძნობთ, რომ დასვენება გჭირდებათ. სიამოვნებით დარჩებოდით შინ, მაგრამ ლოცულობთ და მაინც მიდიხართ. თქვენ შუახნის დასთან ერთად კარდაკარ მსახურობთ. მისი მოთმინება და გულკეთილობა შეუმჩნეველი არ გრჩებათ. ამასთანავე, იცით, რომ მთელ მსოფლიოში თქვენი და-ძმები იმავე ცნობას ქადაგებენ, იმავე ლიტერატურას ავრცელებენ და იმავე სულიერ განათლებას იღებენ, რასაც თქვენ. მსახურებიდან აღტყინებული ბრუნდებით, გიხარიათ, რომ შინ არ დარჩით.

      ქრისტიანული მსახურება დღესდღეობით ღვთის სამეფოს უმთავრესი ამოცანაა. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ბოლო დღეებში სამქადაგებლო საქმიანობა არნახულ მასშტაბებს მიაღწევდა (მათ. 24:14). როგორ სრულდება ეს წინასწარმეტყველება? ამ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ მქადაგებლებზე, ქადაგების მეთოდებსა და საშუალებებზე, რომელთა გარეშეც ქრისტიანული მსახურება წარმოუდგენელია. ქადაგების საშუალებით მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი რწმუნდება ღვთის სამეფოს რეალურობაში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება