-
იეჰოვამ დიდად აკურთხა ჩემი გადაწყვეტილებასაგუშაგო კოშკი — 2018 | ოქტომბერი
-
-
მშობლებთან ერთად „ხმოვანი მანქანის“ წინ
მამამ 1936-წლიანი ფორდის სახურავზე ხმის დიდი გამაძლიერებელი დაამაგრა. ჩვენ მას „ხმოვან მანქანას“ ვეძახდით, რომელიც დიდად წაგვადგა სამეფოს ცნობის გავრცელებაში. თავიდან, ხალხის ყურადღების მისაპყრობად მუსიკას ვრთავდით, შემდეგ კი — ბიბლიური მოხსენების ჩანაწერს. ჩანაწერის დასრულების შემდეგ მათ, ვინც ინტერესს ავლენდა, ლიტერატურას ვთავაზობდით.
კანზასის პატარა ქალაქ ჩერიველში პოლიციამ მამას ქალაქის პარკში „ხმოვანი მანქანის“ შეყვანა აუკრძალა, რადგან კვირაობით იქ ბევრი ხალხი ისვენებდა. თუმცა პარკის გარეთ გაჩერება ნებადართული იყო. ასე რომ, მამამ უსიტყვოდ გადააყენა მანქანა მომიჯნავე ქუჩაზე, რომელიც პირდაპირ პარკს უყურებდა და საიდანაც ხალხი ადვილად მოისმენდა ჩანაწერს. ამგვარად, მამას არ შეუწყვეტია მსახურება. ყოველთვის მიხაროდა მსგავს სიტუაციებში მამაჩემთან და ჩემს უფროს ძმასთან, ჯერისთან ყოფნა.
-