მისთვის დაუვიწყარი სურათი
კერენი, რომელიც ოც წელიწადზე მეტია, რაც იეჰოვას მოწმეა, ფიქრობდა, რომ მამამისს არ აინტერესებდა რელიგიის შესახებ მასთან საუბარი. მაგრამ ახლახან სიტუაცია შეიცვალა. მან ოპერაცია გაიკეთა და გამოსაჯანმრთელებლად გარკვეული ხანი საავადმყოფოში დაჰყო. ერთ დღეს, როცა ძალიან მოიწყინა, მთელი გაზეთი წაიკითხა. ის შეძრწუნებული დარჩა წაკითხულით. მოგვიანებით, როცა სახლში დაბრუნდა, თავის ქალიშვილს დაურეკა. კერენი ყვება: «მამამ შემდეგი სიტყვები მითხრა: „კერენ, მსოფლიო იღუპება“. ის განსაკუთრებით შეაძრწუნა იმან, თუ რა საშინლად ეპყრობიან ბავშვებს.
სანამ მის გამხნევებას დავაპირებდი, მოულოდნელად ასეთი რამ მითხრა: „დღეს ორი მანდილოსანი მესტუმრა. მე, ჩვეულებრივ, სახლის უკან, ბაღში ვარ ხოლმე, მაგრამ იმ დროს სახლის წინ გავედი. ერთ-ერთმა მათგანმა მშვენიერი ბაღის სურათი მაჩვენა. მსურდა, მეთქვა მისთვის, „ჩემი ეზო ნახეთ, ისიც მშვენიერია“, მაგრამ გადავიფიქრე. შემდეგ მან მითხრა, რომ მალე მთელ მსოფლიოში დამყარდებოდა მშვიდობა და რომ მთელი დედამიწა ასეთ ბაღად გადაიქცეოდა, სადაც ყველა დატკბებოდა სიცოცხლით. მე არ გამოვართვი ეს წიგნი, მაგრამ მას შემდეგ ვერ ვივიწყებ იმ სურათს. სულ ვფიქრობ იმ სურათისა და ყველას მშვიდობიანად ცხოვრების შესახებ. ხომ არ გეცნობა ეს წიგნი? შეგიძლია მიშოვო?“».
კერენი ბედნიერი იყო, რომ ასეთი რამ დაევალა. სურათი, რომელიც მისი მამის გულს შეეხო, შეგიძლიათ იხილოთ წიგნში „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. გსურთ უფრო მეტის გაგება ბიბლიური დანაპირების შესახებ, რომ ღმერთი მალე მთელ დედამიწას ბაღნარად გადააქცევს, სადაც ხალხი მშვიდობიანად იცხოვრებს? თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ამ წიგნის ეგზემპლარი, თუ შეავსებთ აქ მოცემულ ტალონს და გააგზავნით ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.