„გამოსწორდებიან“ მოსამართლეები?
სლადიანა, რომელიც ხორვატიაში ცხოვრობს, იეჰოვას მოწმეა. ის სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო, რათა საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები მოეგვარებინა. სლადიანა დანიშნულ დროზე მივიდა მოსამართლესთან, მაგრამ მოსარჩელემ დაიგვიანა. ვინაიდან სლადიანას ქადაგების სურვილიც ჰქონდა და დროც, მან მთელი გამბედაობა მოიკრიბა და მოსამართლეს უქადაგა.
„ბატონო მოსამართლევ, იცით, რომ მალე დედამიწაზე აღარც მოსამართლეები იქნებიან და აღარც სასამართლოები იქნება?“ — ჰკითხა მან. რა თქმა უნდა, ის გულისხმობდა დღეს არსებულ სასამართლო სისტემას.
მოსამართლემ გაკვირვებით შეხედა და ვერაფერი უთხრა. ამ დროს პროცესიც დაიწყო. პროცესის დამთავრების შემდეგ სლადიანა დოკუმენტზე ხელის მოსაწერად ადგა, მოსამართლე მისკენ გადაიხარა და ჩურჩულით ჰკითხა: „დარწმუნებული ხართ იმაში, რაც წეღან მითხარით, რომ მალე დედამიწაზე აღარც მოსამართლეები იქნებიან და აღარც სასამართლოები იქნება?“
— დიახ, ბატონო მოსამართლევ, ამაში ეჭვიც არ მეპარება!
— რით დაამტკიცებთ ამას?
— ბიბლიაში წერია.
მოსამართლემ უთხრა, რომ სურდა თავად წაეკითხა ეს, მაგრამ ბიბლია არ ჰქონდა. სლადიანა დაჰპირდა, რომ ბიბლიას მიუტანდა. მოწმეებმა მიაკითხეს მოსამართლეს, ბიბლია მისცეს და ბიბლიის შესწავლა შესთავაზეს. მოსამართლე დასთანხმდა და მალე იეჰოვას მოწმე გახდა.
ფსალმუნის 2:10-ში ჩაწერილია წინასწარმეტყველება: „ახლა კი, მეფეებო, გამოავლინეთ გამჭრიახობა, გამოსწორდით, დედამიწის მოსამართლეებო!“ რა სასიხარულოა, როცა ასეთი ადამიანები თავმდაბლურად ეხმაურებიან იეჰოვას მოწოდებას!
[სურათი 32 გვერდზე]
სლადიანა მოსამართლესთან ერთად.