-
გაქვთ სიტყვაში სითამამე?საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 მაისი
-
-
ლოცვა დაეხმარა შერის, გამბედაობა მოეკრიბა და არაფორმალური დამოწმების შესაძლებლობა გამოეყენებინა. ერთხელ, როდესაც ქმარს ელოდებოდა, შენიშნა, რომ მის გვერდით ვიღაც ქალიც იცდიდა. შერი ყვება: „სუნთქვაშეკრულმა იეჰოვას ლოცვით მივმართე და გამბედაობა ვთხოვე“. როდესაც შერი ქალთან მივიდა, ერთი ბაპტისტი პრესვიტერიც მიუახლოვდა მათ. შერი არ მოელოდა ამას. მაგრამ მან ისევ ილოცა და შეძლო ქადაგება. შერიმ ქალს პუბლიკაცია დაუტოვა და განმეორებით მონახულებაზეც შეუთანხმდა. როდესაც ქადაგების შესაძლებლობას ხელიდან არ ვუშვებთ, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვაზე მინდობა გაბედულად ლაპარაკში დაგვეხმარება.
-
-
გაქვთ სიტყვაში სითამამე?საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 მაისი
-
-
სწავლებაში ეფექტურები რომ ვიყოთ, თითოეულ ქრისტიანს გვჭირდება სიტყვაში სითამამე. ზემოთ მოხსენიებულ შერის სურდა, რომ წაეხალისებინა შვილები, სკოლაში ექადაგათ. „თუმცა ჭეშმარიტებაში გავიზარდე, — აღიარებს ის, — სკოლაში იშვიათად ვქადაგებდი. მე დღესაც იშვიათად ვქადაგებ არაფორმალურად. საკუთარ თავს დავუსვი კითხვა: რა მაგალითს ვაძლევ შვილებს?“ ამან შერი აღძრა, არაფორმალურად დამოწმებისთვის დიდი ძალისხმევა მოეხმარებინა.
-