საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მიიტანეთ ჭეშმარიტება ნათესავების გულამდე
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 მარტი
    • მოდი ვნახოთ ერთი გერმანელი წყვილის, იურგენისა და პეტრას მაგალითი.

      პეტრა იეჰოვას მოწმეებთან სწავლობდა ბიბლიას და ცოტა ხანში მოინათლა. მისი მეუღლე, იურგენი, იმ დროს სამხედრო ოფიცერი იყო. მას არ მოეწონა თავისი ცოლის გადაწყვეტილება. თუმცა მალევე მიხვდა, რომ იეჰოვას მოწმეები ჭეშმარიტებას ასწავლიდნენ. ისიც მოინათლა და დღესდღეობით უხუცესად მსახურობს ერთ-ერთ კრებაში. მოდი ვნახოთ, რას გვირჩევს იურგენი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მივიტანოთ ჭეშმარიტება ჩვენი ნათესავებისა თუ ოჯახის წევრების გულამდე.

      იურგენი ამბობს: «ნათესავებს თავს არ უნდა მოვახვიოთ ჩვენი აზრი და 24 საათი სულიერ საკითხებზე არ უნდა ველაპარაკოთ. ამას უკურეაქცია მოჰყვება და შეიძლება მოსმენის სურვილი საერთოდ დავუკარგოთ. უმჯობესია პერიოდულად, ასე ვთქვათ, პატარ-პატარა „ლუკმები დავაგემოვნებინოთ“ ოღონდ, ეს უნდა გავაკეთოთ ძალიან ტაქტიანად. აგრეთვე ურიგო არ იქნება, თუ მათ ჩვენს თანამორწმუნეებს გავაცნობთ, რომლებიც დაახლოებით მათი ასაკისანი არიან და რომლებთანაც უფრო ადვილად გამონახავენ საერთო ენას. ასეთი სახით, ისინი, შესაძლოა მივიზიდოთ ჭეშმარიტებისკენ».

      იურგენი გერმანიის სამხედრო ოფიცერი იყო. იურგენი დღეს უხუცესად მსახურობს

      „თავს არ უნდა მოვახვიოთ ჩვენი აზრი ნათესავებს“ (იურგენი)

  • მიიტანეთ ჭეშმარიტება ნათესავების გულამდე
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 მარტი
    • განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი, ჩვენი დის, მონიკას, შემთხვევა. ის 1974 წელს მოინათლა. 10 წლის შემდეგ მისი ორი ვაჟიც მოინათლა. მართალია, მას ჰანსი, მისი მეუღლე, არ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში არ იზიარებდა მის რწმენას. თუმცა საბოლოოდ, 2006 წელს ჰანსი მოინათლა. საგულისხმოა ის, რასაც ეს ოჯახი საკუთარი გამოცდილებიდან გვიზიარებს: „დარჩით იეჰოვას ერთგულები და არასოდეს წახვიდეთ კომპრომისზე.“ რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ჰანსს ოდნავადაც არ შეჰპარვოდა ეჭვი ოჯახის სიყვარულში. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ მათ ერთი წუთითაც არ ჩაუქნევიათ ხელი და სულ იმას ფიქრობდნენ, რომ ადრე თუ გვიან ის მოვიდოდა ღმერთთან.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება