საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • განა.

      მთელ აფრიკაში ძალიან პოპულარული გახდა მობილური ტელეფონები, რასაც „საკომუნიკაციო რევოლუციას“ უწოდებენ. კლიენტების დაინტერესების მიზნით, ბევრი სატელეფონო კომპანია თავის მომხმარებლებს ღამის გარკვეულ საათებში უფასო სასაუბრო დროს სთავაზობს. ერთმა დამ, გრეისმა, გადაწყვიტა, ეს მომსახურება გამოეყენებინა მონიკასთან ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად, რადგან დღის განმავლობაში მონიკას არ ეცალა. ბიბლიის შესწავლა რომ არ შეწყვეტილიყო, გრეისი დილის ხუთ საათზე აკითხავდა მას სახლში. მაგრამ მონიკას განრიგი შეიცვალა და ამ დროსაც ვერ ახერხებდნენ შეხვედრას. სწორედ მაშინ გადაწყვიტა გრეისმა ღამის უფასო ზარების გამოყენება. მოილაპარაკეს, რომ ღამის ოთხ საათზე ჩაეტარებინათ შესწავლა ტელეფონით. მაგრამ გული დასწყდათ, რადგან ამ დროს ქსელი იმდენად გადატვირთული იყო, რომ ერთმანეთთან დაკავშირებას თითქმის ვერ ახერხებდნენ. ასე რომ, გადაწყვიტეს, კიდევ უფრო ადრე ამდგარიყვნენ და შესწავლა ღამის სამ საათზე ჩაეტარებინათ. ეს ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა ორი დიასახლისისთვის, რომლებიც მუშაობდნენ კიდეც. გრეისი ამბობს: „იეჰოვას ვთხოვდი ძალას და იმას, რომ შემძლებოდა დავხმარებოდი მონიკას შესწავლის სურვილი არ განელებოდა. მაღვიძარას ვაყენებდი და მართალია, მიძნელდებოდა, მაინც თავის დროზე ვდგებოდი. ძალიან მეძინებოდა, თუმცა ეს ხელს ვერ მიშლიდა“. გრეისის ძალისხმევა დაფასდა და მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა 2008 წლის საოლქო კონგრესზე, დევიზით „მიჰყევით ღვთის სულის ხელმძღვანელობას!“, ის მონიკას ნათლობას დაესწრო. ამას წინათ გრეისმა იმავე მეთოდით დაიწყო ბიბლიის შესწავლა კიდევ ერთ ქალთან, რომელიც უკვე დადის კრების შეხვედრებზე.

  • ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • [სურათები 45 გვერდზე]

      თვითდისციპლინისა და თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით დამ ბიბლიის შესწავლის ჩატარება შეძლო

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება