-
შეგიძლიათ ენდოთ ბიბლიის რჩევებს?გამოიღვიძეთ! — 2007 | ნოემბერი
-
-
როგორი თაყვანისცემაა ღვთისთვის მისაღები?
ერთი რუმინელი გოგონა, ანჟელა, 14 წლის იყო, როცა ორმოცდაათიანელთა ეკლესიის ერთმა მსახურმა ილოცა, რომ მასზე წმინდა სული გადასულიყო; ანჟელამ უცხო ენებზე დაიწყო ლაპარაკი. მისი მშობლები ფიქრობდნენ, რომ ორმოცდაათიანელთა სწავლებები ეწინააღმდეგებოდა ბიბლიას. მათ შეწყვიტეს ორმოცდაათიანელთა შეხვედრებზე სიარული და იეჰოვას მოწმეებთან დაიწყეს ბიბლიის შესწავლა.
ანჟელა ამის გამო გულგატეხილი იყო, მაგრამ მალე დაინახა განსხვავება ბიბლიის სწავლებებსა და ორმოცდაათიანელთა სწავლებებს შორის. მან იოანეს 17:3 წაიკითხა, სადაც წერია: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“. ანჟელა მიხვდა, რომ ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად პირველ რიგში საჭიროა მის შესახებ ცოდნის მიღება. „როგორ გადმოვიდოდა ჩემზე ღვთის სული, როცა არაფერი ვიცოდი მის შესახებ? მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ თავისი სიტყვის მეშვეობით ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მაპოვნინა“, — ამბობს ანჟელა.
-
-
შეგიძლიათ ენდოთ ბიბლიის რჩევებს?გამოიღვიძეთ! — 2007 | ნოემბერი
-
-
[სურათი 23 გვერდზე]
ანჟელა (რუმინეთი)
-