საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იმედი უსახლკაროებისა და ღარიბებისთვის
    გამოიღვიძეთ! — 2015 | მაისი
    • ჯო, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, სამხედრო ვეტერანია. ცხოვრებაში დატრიალებულმა ტრაგედიებმა ის თითქმის 18 წელი უსახლკაროდ დატოვა. ბოლოს მან ადგილობრივ საჯარო ბიბლიოთეკაში დაიწყო სიარული, სადაც დროდადრო ბიბლიოთეკართან საუბრობდა. ამ საუბრებმა ჯოს ცხოვრება შეცვალა.

      მარტინი, ახალგაზრდა არგენტინელი კაცი, სულიერ სიცარიელეს განიცდიდა. მას ცხოვრების აზრი და ხალისი ჰქონდა დაკარგული. სიცოცხლის აზრის ძიებაში ის სახლიდან წავიდა და ბოლოს იქამდე მივიდა, რომ სანაპიროზე ათევდა ღამეს. თავის კითხვებზე პასუხები ვერსად რომ ვერ იპოვა, ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. ის ღმერთს ცრემლებით ევედრებოდა: „ღმერთო, თუ არსებობ, მაპოვნინე შენი თავი“. მოგვიანებით გავიგებთ, უპასუხა თუ არა ღმერთმა მის ლოცვებს.

  • იმედი უსახლკაროებისა და ღარიბებისთვის
    გამოიღვიძეთ! — 2015 | მაისი
    • ბიბლიამ მისი ცხოვრება შეცვალა

      „ეტყობოდა, რომ ჯო განათლებული, თავაზიანი და მოკრძალებული კაცი იყო“, — ამბობს ბიბლიოთეკარი სინდი, რომელიც ხშირად ხედავდა ჯოს ბიბლიოთეკაში. სინდი იეჰოვას მოწმეა. მან ჯოს ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ მისცა და იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე დაპატიჟა. მას იქ იმდენად კეთილად და პატივისცემით მოეპყრნენ, რომ გადაწყვიტა, მოწმეების შეხვედრებს რეგულარულად დასწრებოდა. ჯომ ერთ იეჰოვას მოწმესთან ბიბლიის შესწავლაც დაიწყო.

      ჯო

      ბიბლიის შესწავლამ ჯოს ღირსების გრძნობა აუმაღლა

      ჯოს შვებას ჰგვრიდა ის, რასაც ბიბლიიდან იგებდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ცვლილებების მოხდენა მოუწევდა, მან ცხოვრებაში ღვთიური პრინციპების გამოყენება დაიწყო. მაგალითად, ჯომ გაიგო, რომ სიცოცხლე ღვთის ძღვენია, რომელიც უნდა დავაფასოთ და რომ სიგარეტი ბილწავს სხეულს (ფსალმუნი 36:9). ამიტომ მიატოვა ეს მავნე ჩვევა, რითაც გაითვალისწინა 2 კორინთელების 7:1-ში ჩაწერილი პრინციპი: „განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცს“. ჯოს გადაწყვეტილება სასიკეთოდ აისახა არა მარტო მის ჯანმრთელობაზე, არამედ მის ფინანსურ მდგომარეობაზეც.

      ბიბლიური რჩევა, რომელიც საკუთარი თავის სარჩენად მუყაითი შრომისკენ მოგვიწოდებს, ჯოს გულს ძალიან შეეხო და სამუშაოს ძებნას შეუდგა (1 თესალონიკელები 4:11, 12).b „კაცისთვის იმაზე უკეთესი არაფერია, რომ ჭამოს, სვას და სულს აამოს თავისი გარჯით“, — ვკითხულობთ ეკლესიასტეს 2:24-ში. პატიოსანი შრომით საკუთარი თავის რჩენა ღირსების გრძნობას გვმატებს, რაც დიდ სიხარულს გვანიჭებს და ამავდროულად, გაჭირვებულთა დახმარების საშუალებასაც გვაძლევს (ეფესოელები 4:28).

      გულწრფელობის გამო „კრების წევრებს ძალიან შეუყვარდათ ჯო, — იხსენებს სინდი. — ძმების დახმარებით მან სახელმწიფოსგან შესაფერისი საცხოვრებელი ფართი და სხვა საჭირო დახმარება მიიღო“. ჯომ სულიერად წინ წაიწია და მალე მოინათლა, როგორც იეჰოვას მოწმე. ახლა პირადი გამოცდილებით სხვებს ეხმარება ღვთიური სიბრძნის შეძენაში (იგავები 3:13, 14).

      მან სიცოცხლის აზრი იპოვა

      მარტინი 20 წლის იყო, როცა სიცოცხლის აზრის ძებნა დაიწყო. ის იხსენებს: „ვიკვლევდი რელიგიებს და სხვადასხვა ფილოსოფიურ სწავლებებს; ნარკოტიკების მიღებაც დავიწყე იმ იმედით, რომ ეს შინაგან სიცარიელეს შემივსებდა“. ის ცოტა ხანი კალიფორნიაში (აშშ) ცხოვრობდა და შემდეგ ჰავაიზე გადავიდა. მარტინი ამბობს: „მეგონა, სამოთხე ვიპოვე“. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ლამაზმა ხედებმა მას სიცარიელე ვერ შეუვსო. ის განაგრძობს: „ისეთ ღრმა დეპრესიაში ჩავვარდი, რომ თვითმკვლელობაზეც კი ვფიქრობდი“. ეს მარტინის ცხოვრებაში იმდენად მძიმე პერიოდი იყო, რომ ზოგჯერ ცრემლებს ვერ იკავებდა და ღმერთს ევედრებოდა: „ღმერთო, თუ არსებობ, მაპოვნინე შენი თავი“.

      მარტინი

      ახლა მარტინი იმედის თვალით უყურებს ცხოვრებას

      ერთხელაც მარტინს გაახსენდა აბრა, რომელზეც ეწერა: „იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი“. მან იქ წასვლა და ქრისტიანულ შეხვედრაზე დასწრება გადაწყვიტა. ის ამბობს: „იქ რომ მივედი, დიდი წვერი და გრძელი თმა მქონდა, თანაც რამდენიმე თვის გაურეცხავი ტანსაცმელი მეცვა. მიუხედავად ამისა, მოწმეებმა თბილად მიმიღეს“. მარტინმა იეჰოვას მოწმეებთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ის სანაპიროდან, „თავისი სახლიდან“, ქალაქის ცენტრში, სკვერში, დადიოდა ბიბლიის შესასწავლად.

      როგორც იქნა, მარტინმა იპოვა დამაკმაყოფილებელი პასუხები თავის კითხვებზე. შედეგად, მან დაძლია დეპრესია და იგრძნო ის სიხარული, რომელზეც იესო მათეს 5:3-ში საუბრობს: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“.

      „გაოცებულები მიყურებდნენ, როცა ხედავდნენ, როგორ ვიცვლებოდი“

      მარტინმა ცხოვრებას სხვა თვალით შეხედა, რაც იმით გამოვლინდა, რომ იმ ბიბლიური პრინციპების გამოყენება დაიწყო, რომლებიც ზემოხსენებულ ჯოს დაეხმარა ცხოვრების მოწესრიგებაში. მარტინმა მოიწესრიგა გარეგნობა. მან მოწმეების დახმარებით სამუშაოც იპოვა და საცხოვრებელი ადგილიც. ის ამბობს: „ადრე ისე მიცნობდნენ, როგორც უსახლკარო კაცს სკვერიდან, ბოლოს კი გაოცებულები მიყურებდნენ, როცა ხედავდნენ, როგორ ვიცვლებოდი“.

      მოგვიანებით მარტინი არგენტინაში დაბრუნდა, სადაც მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა. ახლა ის თავად ეხმარება სულიერს მოწყურებულ ადამიანებს უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხების მიღებაში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება