საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ ვიღებთ შესაწირავებს ღვთისთვის, რომელსაც ისედაც ყველაფერი აქვს?
    საგუშაგო კოშკი — 2018 | იანვარი
    • შესაწირავის გაღება დღეს

      10, 11. ა) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ გულუხვობაში ბიბლიურ დროში მცხოვრებ იეჰოვას მსახურებს? ბ) თვლით დიდ პატივად, რომ სამეფოს საქმის მხარდაჭერის შესაძლებლობა გაქვთ?

      10 შესაწირავის გაღება შეიძლება დღესაც გახდეს საჭირო ამა თუ იმ საქმის შესასრულებლად. ხომ არ იგეგმება ახალი სამეფო დარბაზის აშენება, რომლითაც თქვენი კრებაც ისარგებლებს? ან შეკეთებას ხომ არ საჭიროებს ის სამეფო დარბაზი, რომელსაც ამჟამად იყენებთ? შეიძლება გარკვეული თანხებია საჭირო ადგილობრივი ფილიალისა თუ საკონგრესო დარბაზის გასარემონტებლად ან სტიქიური უბედურებით დაზარალებული და-ძმების დასახმარებლად. ჩვენ შესაწირავებს მსოფლიო მთავარ სამმართველოსა თუ სხვა ფილიალებში მომსახურე და-ძმების მხარდასაჭერადაც ვწირავთ. გარდა ამისა, შეწირული თანხები მისიონერების, სპეციალური პიონერებისა და სარაიონო ზედამხედველების ხარჯების დასაფარავად გამოიყენება. ალბათ, თქვენი კრებაც სწირავს ყოველთვიურად სამეფო და საკონგრესო დარბაზების მშენებლობისთვის წინასწარ განსაზღვრულ თანხას, რათა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ და-ძმებს შესაფერისი ადგილები ჰქონდეთ თაყვანისმცემლობისთვის.

      11 თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ იმ საქმეს, რომელსაც იეჰოვა ამ ბოლო დღეებში ახორციელებს. უმეტესწილად შესაწირავების გაღება ანონიმურად ხდება. შესაწირავებს ან სამეფო დარბაზებში განთავსებულ ყუთებში ვყრით, ან jw.org-ის მეშვეობით ონლაინ შესაწირავებს ვიღებთ. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჩვენი მცირედი შესაწირი საქმეს დიდად ვერ წაადგება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ იეჰოვას ორგანიზაციაში არსებული თანხები, ძირითადად, ასეთი მცირედი შესაწირავებით გროვდება და არა ერთჯერადად გაღებული დიდი შესაწირავებით. ის და-ძმებიც კი, რომლებიც ხელმოკლედ ცხოვრობენ, მაკედონელების მსგავს სულს ავლენენ, რომლებიც სიღატაკეში ცხოვრების მიუხედავად, მოციქულებს ეხვეწებოდნენ, „რომ მათთვის სამადლო საქმეში წვლილის შეტანის პატივი“ ებოძებინათ (2 კორ. 8:1—4).

      12. როგორ ცდილობს ორგანიზაცია, საუკეთესოდ გამოიყენოს შეწირული თანხები?

      12 ხელმძღვანელი საბჭო ცდილობს, რომ ორგანიზაციის თანხების განკარგვისას ერთგულება და გონიერება გამოიჩინოს. ისინი ბევრს ლოცულობენ და ფიქრობენ, სანამ გადაწყვეტენ, რაში დაიხარჯება და-ძმების მიერ გაღებული შესაწირავები (მათ. 24:45). შეწირული თანხებით ადგენენ ბიუჯეტს, შემდეგ კი შესაბამისად ხარჯავენ (ლუკ. 14:28). ბიბლიურ დროში ისინი, ვისაც შეწირული თანხების განკარგვა ევალებოდა, ცდილობდნენ, დარწმუნებულიყვნენ, რომ ეს თანხები მიზანმიმართულად იხარჯებოდა. მაგალითად, ეზრა სპარსეთის მეფის მიერ შეწირული ოქრო-ვერცხლითა და სხვადასხვა ნივთით დატვირთული დაბრუნდა იერუსალიმში. დღეს ამ ქონების საფასური 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იქნებოდა. ეზრა ამ ქონებას იეჰოვასთვის ნებაყოფლობით გაღებულ შესაწირავად თვლიდა. ამიტომ მან კონკრეტული ზომები მიიღო, რომ ეს საგანძური საშიშ ტერიტორიაზე სახიფათო მგზავრობის დროს დაეცვა (ეზრ. 8:24—34). მოციქულმა პავლემ იუდაში მცხოვრები და-ძმების დასახმარებლად გარკვეული თანხა შეაგროვა. ის დარწმუნდა, რომ მათ, ვინც ეს შესაწირავები წაიღო, „მხოლოდ იეჰოვას წინაშე კი არ . . . [გააკეთეს] ყველაფერი პატიოსნად, არამედ ადამიანთა წინაშეც“ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 8:18—21). დღეს ჩვენი ორგანიზაცია ჰბაძავს ეზრასა და პავლეს მაგალითს და დიდ სიფრთხილეს იჩენს, როცა საქმე შეწირულ თანხებს ეხება.

      13. რატომ მოხდა ბოლო დროს ორგანიზაციაში ზოგიერთი ცვლილება?

      13 ოჯახმა შეიძლება გარკვეული ცვლილებები მოახდინოს, რათა გასავალი არ აღემატებოდეს შემოსავალს. ან შეიძლება მათ ცხოვრება გაიმარტივონ, რომ უფრო მეტი დრო დაუთმონ იეჰოვას მსახურებას. ამავე პრინციპით მოქმედებს იეჰოვას ორგანიზაციაც. ბოლო წლებში ბევრი ახალი პროექტი წამოვიწყეთ, რის გამოც დროდადრო ხარჯი შეწირული თანხების რაოდენობას აღემატება. ამიტომ ორგანიზაცია ეძებს ხარჯების შემცირებისა და საქმის გამარტივების გზებს, რათა თქვენ მიერ გაღებული გულუხვი შესაწირავებით უფრო მეტი საქმე გაკეთდეს.

  • რატომ ვიღებთ შესაწირავებს ღვთისთვის, რომელსაც ისედაც ყველაფერი აქვს?
    საგუშაგო კოშკი — 2018 | იანვარი
    • 17. საიდან ვიცით, რომ იეჰოვა მხარს უჭერს თავისი ორგანიზაციის საქმიანობას?

      17 ბევრს უკვირს, როგორ ვასრულებთ ამხელა საქმეს მხოლოდ ნებაყოფლობითი შესაწირავებით. ჩვენს ერთ-ერთ სტამბაში ექსკურსიის შემდეგ ერთი დიდი კომპანიის წარმომადგენელი გაოცებული დარჩა, როცა გაიგო, რომ მთელი საქმე მოხალისეების მიერ სრულდებოდა ნებაყოფლობითი შესაწირავებით, პუბლიკაციები სრულიად უფასო იყო და არ ხდებოდა თანხების შეგროვება. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მისი აზრით, წარმოუდგენელია. ამაში ჩვენც ვეთანხმებით მას! ამ საქმის შესრულება მხოლოდ იეჰოვას მხარდაჭერით არის შესაძლებელი (იობ. 42:2).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება