საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გაუძლებს ცეცხლს თქვენი საქმეები?
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 ნოემბერი
    • თითოეულის საქმე გამომჟღავნდება. ვინაიდან დღე გამოაჩენს, რადგან ის ცეცხლით გამოცხადდება და თითოეულის საქმეს, როგორიც ის არის, ცეცხლი გამოცდის“ (1 კორინთელთა 3:12, 13).

  • გაუძლებს ცეცხლს თქვენი საქმეები?
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 ნოემბერი
    • 11 რა მოუვიდოდა ამ შენობებს ხანძრის შემთხვევაში? პასუხი ნათელი იყო პავლეს დღეებში და ნათელია დღესაც. ძვ. წ. 146 წელს რომაელმა გენერალმა მუმიუსმა დაიპყრო და გადაწვა კორინთი. ხით ან ნამჯით ნაგები მრავალი შენობა, რა თქმა უნდა, სრულიად განადგურდა. რა მოუვიდა ოქროთი და ვერცხლით მოპირკეთებულ ქვის შენობებს? ეჭვგარეშეა, ისინი გადარჩა. პავლეს მოწაფეები შეიძლება ყოველდღე ხედავდნენ ამაყად წამომართულ ასეთ ქვის შენობებს, რომლებიც გადაურჩა უბედურებას, მაშინ როდესაც არაცეცხლგამძლე მასალით ნაგები შენობები ფერფლად იქცა. რა თვალნათლივ გადმოსცა პავლემ თავისი სათქმელი! როდესაც სხვებს ვასწავლით, საჭიროა თავი მშენებლად წარმოვიდგინოთ და საუკეთესო, რაც შეიძლება მტკიცე მასალებით ვაშენოთ. შედეგად, ჩვენი შრომის ნაყოფი ხანგრძლივად იარსებებს. რა არის ეს მტკიცე მასალები და რატომ არის მნიშვნელოვანი მათი გამოყენება?

  • გაუძლებს ცეცხლს თქვენი საქმეები?
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 ნოემბერი
    • ისინი ვერ გაუძლებდნენ ‘ცეცხლს’. რომელ ცეცხლზე ლაპარაკობდა პავლე?

      13. რას წარმოადგენს პავლეს თვალსაჩინო მაგალითში მოყვანილი ცეცხლი და რა უნდა იცოდეს ყველა ქრისტიანმა?

      13 ეს ცეცხლი ჩვენი რწმენის გამოცდაა, რასაც ყველა ვხვდებით ცხოვრებაში (იოანე 15:20; იაკობი 1:2, 3). კორინთელ ქრისტიანებს უნდა სცოდნოდათ, და ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა, ვისაც ჭეშმარიტებას ვასწავლით, გამოიცდება. თუ უხარისხოდ ვასწავლით, შედეგები შეიძლება სამწუხარო აღმოჩნდეს. პავლე გვაფრთხილებს: „ვისი დაშენებულიც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს. ვისი საქმეც დაიწვება, ის იზარალებს. თვითონ კი გადარჩება, მაგრამ როგორც ცეცხლიდანc“ (1 კორინთელთა 3:14, 15).

      14. ა) როგორ შეიძლება ქრისტიანმა, რომელიც მოწაფეებს ამზადებს, ‘იზარალოს’ და მისი გადარჩენა ცეცხლიდან გადარჩენის მსგავსი იყოს? ბ) როგორ შეგვიძლია მინიმუმამდე შევამციროთ საფრთხე?

      14 რა გამომაფხიზლებელი სიტყვებია! შეიძლება დიდი ტკივილი მოგვაყენოს იმის დანახვამ, რომ ჩვენ მიერ გაწეული მძიმე შრომის მიუხედავად, მოწაფე ვერ უძლებს ცდუნებას ან დევნას და საბოლოოდ ტოვებს ჭეშმარიტების გზას. პავლეს ესმოდა ეს, რადგან დაწერა, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიზარალებდით. ეს შეიძლება ძალიან მტკივნეული აღმოჩნდეს. ამიტომ ჩვენი გადარჩენა შედარებულია „ცეცხლიდან“ გადარჩენას, რაც იმ კაცის გადარჩენის მსგავსია, ვისაც ყველაფერი დაეწვა, ხოლო თვითონ ძლივს გადაურჩა ცეცხლს. როგორ შეგვიძლია საფრთხის მინიმუმამდე შემცირება? ვაშენოთ მტკიცე მასალებით! თუ ჩვენს დაინტერესებულს ისე ვასწავლით, რომ ვწვდებით მის გულს, აღვძრავთ მას, დააფასოს ისეთი ძვირფასი ქრისტიანული თვისებები, როგორიცაა: სიბრძნე, გონიერება, იეჰოვას შიში, ჭეშმარიტი რწმენა, მაშინ მტკიცე, ცეცხლგამძლე მასალებით ვაშენებთ (ფსალმუნი 18:10, 11; იგავნი 3:13–15; 1 პეტრე 1:6, 7). ამ თვისებებით აღჭურვილი მოწაფე შეძლებს, განაგრძოს ღვთის ნების შესრულება; არსებობს იმის უტყუარი იმედი, რომ ასეთი ადამიანები მარადიულად იცოცხლებენ (1 იოანე 2:17).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება