საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „დაეცა დიდი ბაბილონი!“
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • „ცეცხლითა და გოგირდით დაიტანჯება წმინდა ანგელოზებისა და კრავის თვალწინ.

  • „დაეცა დიდი ბაბილონი!“
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • გამოცხადება 14:10ბ,

  • „დაეცა დიდი ბაბილონი!“
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 15, 16. რა მნიშვნელობითაა გამოყენებული გამოცხადების 14:10-ში სიტყვები „ცეცხლი და გოგირდი“?

      15 ზოგის აზრით, აქ მოხსენიებული ცეცხლი და გოგირდი ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის არსებობას ადასტურებს. მაგრამ თუ თვალს გადავავლებთ ერთ-ერთ მსგავს წინასწარმეტყველებას, მივხვდებით, სინამდვილეში რას ნიშნავს ეს სიტყვები ამ კონტექსტში. ესაიას პირით იეჰოვამ გააფრთხილა ედომი, რომ ისრაელის მტრობისათვის დაისჯებოდა. იეჰოვამ თქვა: „მისი მდინარეები კუპრად იქცევა, მისი მტვერი — გოგირდად, მისი მიწა — მოგიზგიზე კუპრად; არ ჩაქრება დღედაღამ, მარადიულად ავა მისი კვამლი. გადამწვარი იქნება თაობიდან თაობაში. არავინ გაივლის იქ სამარადისოდ“ (ესაია 34:9, 10).

      16 ნუთუ მითიურ ჯოჯოხეთში, მარადიულ ცეცხლში მოხვდა ედომი? რა თქმა უნდა, არა. სინამდვილეში ეს ერი გაქრა მსოფლიო სცენიდან, თითქოს ცეცხლმა და გოგირდმა შთანთქაო. ამ სასჯელის საბოლოო შედეგი მარადიული ტანჯვა კი არ იყო, არამედ „სიცარიელე“, „გაპარტახება“ და „არარაობა“ (ესაია 34:11, 12). ამაზე აშკარად მეტყველებს სიტყვები: „კვამლი არ შეწყდება მარადიულად“. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგაც ასდის კვამლი დამწვარი სახლის ნაკვერჩხლებს, რაც იმას ადასტურებს, რომ ის ადგილი ხანძარმა გაანადგურა. ღვთის ხალხს დღემდე ახსოვს, რას გვასწავლის ედომის მაგალითი. ამგვარად, მას სიმბოლური გაგებით კვლავ ასდის კვამლი.

      17, 18. ა) რა მოელით მათ, ვინც მხეცის ნიშანს იღებს? ბ) რა გაგებით იტანჯებიან მხეცის თაყვანისმცემლები? გ) რა გაგებით არ შეწყდება „მათი ტანჯვის კვამლი“ მარადიულად?

      17 ვისაც მხეცის ნიშანი აქვს, საბოლოოდ განადგურდება, თითქოსდა ცეცხლით. როგორც მოგვიანებით ვიგებთ ამ წინასწარმეტყველებიდან, მათ დაუმარხავ გვამებს ცხოველები და ფრინველები შეჭამენ (გამოცხადება 19:17, 18). ცხადია, ისინი პირდაპირი გაგებით მარადიულად არ დაიტანჯებიან. მაშ, როგორ დაიტანჯებიან „ცეცხლითა და გოგირდით“? ჭეშმარიტების გაცხადება ამხელს მათ და აფრთხილებს ღვთის მოახლოებული სასამართლოს შესახებ. ამიტომ გმობენ ისინი ღვთის ხალხს და, თუკი გამოუვათ, მზაკვრული მეთოდებით არწმუნებენ პოლიტიკურ მხეცს, რომ იეჰოვას მოწმეებს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიოს და დახოცოს კიდეც.

  • „დაეცა დიდი ბაბილონი!“
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 18 ვინ აცხადებს ამ მტანჯველ ცნობას დღეს? გაიხსენეთ, რომ სიმბოლური კალიები უფლებამოსილი იყვნენ, დაეტანჯათ ისინი, ვისაც ღვთის ბეჭედი არ ჰქონდათ შუბლზე (გამოცხადება 9:5). როგორც ჩანს, სწორედ ისინი ტანჯავენ ხალხს ანგელოზების ხელმძღვანელობით.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება