-
ახალი საზეიმო სიმღერაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ეს უამრავი ხალხი გადაურჩება დიდ გასაჭირს, „სიცოცხლის წყლის წყაროები“ გაასრულყოფილებს მათ დედამიწაზე. დიდი გასაჭირის შემდეგ სამარე დაცარიელდება და მილიონობით ადამიანი აღდგება. მათაც მიეცემათ ამ სიცოცხლის წყლის სმის საშუალება. ამ გაგებით, მართებულია, უამრავ ხალხს სხვა ცხვრის პირველნაყოფი ვუწოდოთ; მათ პირველებმა „გაირეცხეს თავიანთი გრძელი სამოსელი და გაათეთრეს კრავის სისხლით“, რათა დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი ჰქონოდათ (გამოცხადება 7:9, 10, 14, 17; 20:12, 13).
-
-
ახალი საზეიმო სიმღერაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
მეშვიდე თვეს, მოსავლის აღების შემდეგ ზეიმობდნენ კარვობის დღესასწაულს. ამ დროს ისრაელები სიხარულით გამოხატავდნენ ღვთისადმი მადლიერებას და მთელ კვირას პალმისა და სხვა ხეების ტოტებისგან გაკეთებულ კარვებში ცხოვრობდნენ (ლევიანები 23:33—43). მსგავსად ამისა, უამრავი ხალხი, როგორც დიდი მოსავლის ნაწილი, ტახტის წინ დგას და პალმის ტოტებით ხელში მადლობას სწირავს ღმერთს (გამოცხადება 7:9).
-