საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გასაოცარი შეგრძნებები ცხოველთა სამყაროში
    გამოიღვიძეთ! — 2003 | მარტი 8
    • ელექტრომგრძნობელობა

      ზემოთ აღწერილი შემთხვევა ჩამალულ კამბალასა და ზვიგენზე სინამდვილეში ზვიგენების სამეცნიერო შესწავლის დროს მოხდა. მკვლევარებს აინტერესებდათ, შეიგრძნობდნენ თუ არა ზვიგენები და სკაროსები ცოცხალი თევზის მიერ წარმოქმნილ ძალიან მცირე ელექტრულ ველებსc. ამის გასარკვევად, ოკეანარიუმის ქვიშიან ფსკერზე მათ ელექტროდები დამალეს და მათში სათანადო ძაბვა გაატარეს. რა მოხდა შედეგად? როგორც კი ზვიგენი მიუახლოვდებოდა ელექტროდებს, ის გააფთრებით აცხრებოდა მათ.

      ზვიგენები გამოირჩევიან სპეციფიკური უნარით, რომელსაც ეწოდება პასიური ელექტრორეცეფცია; ისევე როგორც ყურს თავისთავად ჩაესმის ხმა, ზვიგენებიც ასევე ავტომატურად შეიგრძნობენ ელექტრულ ველებს. ელექტრულ თევზებს კი აქტიური ელექტრორეცეფციის უნარი აქვთ. ღამურის მსგავსად, რომელიც აგზავნის ბგერით სიგნალს და შემდეგ „შიფრავს“ ექოს, ეს თევზები უშვებენ ელექტრულ იმპულსებს და შემდეგ, სპეციალური რეცეპტორების მეშვეობით, ამ ელექტრული ველების შიგნით წარმოქმნილ ნებისმიერ გადახრას იჭერენd. ასეთი სახით, ელექტრულ თევზს დაბრკოლებებისა თუ შესაძლო მსხვერპლის აღმოჩენა ან „მეუღლის“ პოვნაც კი შეუძლია.

  • გასაოცარი შეგრძნებები ცხოველთა სამყაროში
    გამოიღვიძეთ! — 2003 | მარტი 8
    • c წყალში ყველა ცოცხალი არსება, მათ შორის ადამიანიც, ქმნის ელექტრულ ველს, რომლის დაფიქსირება, უაღრესი სიმცირისდა მიუხედავად, მაინც შესაძლებელია.

  • გასაოცარი შეგრძნებები ცხოველთა სამყაროში
    გამოიღვიძეთ! — 2003 | მარტი 8
    • d აქ მოხსენიებული ელექტრული თევზი ძალიან სუსტ მუხტს წარმოქმნის. ის არ უნდა აგვერიოს იმ ელექტრულ თევზებთან, რომლებიც გაცილებით დიდ ძაბვას წარმოქმნიან. ასეთები არიან, მაგალითად, ელექტრული სკაროსი და გველთევზა, რომლებსაც თავიანთი მტრის ან მსხვერპლის გაბრუება შეუძლიათ. ელექტრულ გველთევზას ცხენის მოკვლაც კი შეუძლია!

  • გასაოცარი შეგრძნებები ცხოველთა სამყაროში
    გამოიღვიძეთ! — 2003 | მარტი 8
    • [სურათი 7 გვერდზე]

      ზვიგენი (ელექტრომგრძნობელობა).

      [სურათი 7 გვერდზე]

      სკაროსი (ელექტრომგრძნობელობა).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება