-
იარეთ სულით და გქონდეთ სიცოცხლე და მშვიდობასაგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ნოემბერი
-
-
ჩვენი ცოდვილი სხეული მუდმივად გვიბიძგებს იმის კეთებისკენ, რასაც ღმერთი არ იწონებს, და მხოლოდ სიკვდილი მოაქვს. გალატელებისთვის მიწერილ წერილში პავლემ ასეთ მოქმედებას „ხორცის საქმეები“ უწოდა. შემდეგ კი დასძინა: „ასე მოქმედნი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ“ (გალ. 5:19—21). ასეთი ადამიანები „ხორცით დადიან“ (რომ. 8:4). მათი „მოქმედების შინაგანი პრინციპი“ და „ცხოვრებაში სახელმძღვანელო პრინციპები“ მთლიანად ხორციელია. არიან ხორცით მავალნი მხოლოდ ისინი, ვინც მრუშობს, კერპებს სცემს თაყვანს, სპირიტიზმს მიმართავს ან სხვა სერიოზულ ცოდვას სჩადის? არა, რადგან ხორცის საქმეებში ისეთი თვისებები თუ ქმედებებიც შედის, რომლებსაც უბრალოდ სისუსტედ მიიჩნევენ, მაგალითად ეჭვიანობა, განრისხება, დავა და შური. ვის შეუძლია თქვას, რომ სრულიად დააღწია თავი ხორცის ამ საქმეებს?
-
-
იარეთ სულით და გქონდეთ სიცოცხლე და მშვიდობასაგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ნოემბერი
-
-
14. რისკენ არიან მიდრეკილნი ხორცით მავალნი?
14 რომაელების მიმართ წერილში პავლე ორი სრულიად განსხვავებული კატეგორიის ადამიანებზე საუბრობს (წაიკითხეთ რომაელების 8:5 ). აქ „ხორცი“ ყოველთვის ფიზიკურ სხეულს არ ნიშნავს. ბიბლიაში სიტყვა „ხორცი“ ზოგჯერ დაცემული სხეულის ცოდვილი და არასრულყოფილი ბუნების აღსანიშნავად გამოიყენება. სწორედ ეს ბუნება იწვევს პავლეს მიერ ზემოთ მოხსენიებულ ხორცსა და გონებას შორის კონფლიქტს. მაგრამ პავლესგან განსხვავებით, „ხორცით მავალნი“ ბრძოლას არც კი იწყებენ. ასეთი ადამიანები, ნაცვლად იმისა, რომ იფიქრონ ღვთის მოთხოვნების შესრულებაზე და მიიღონ მისგან დახმარება, „ხორცისაზე ფიქრობენ“. მათი მიზანი ხშირად საკუთარი ხორციელი სურვილების დაკმაყოფილებაა. მათგან განსხვავებით, „სულით მავალნი“ სულისაზე ფიქრობენ და იეჰოვას ხელმძღვანელობას მიჰყვებიან.
-