საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 12/09 გვ. 23
  • ბუს ბუმბული

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ბუს ბუმბული
  • გამოიღვიძეთ! — 2009
  • მსგავსი მასალა
  • ბუ [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბუს ფრთები
    ვინ შექმნა?
  • ბუმბული შემოქმედების სასწაული
    გამოიღვიძეთ! — 2007
  • სარჩევი
    გამოიღვიძეთ! — 2009
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2009
g 12/09 გვ. 23

ვინ შექმნა?

ბუს ბუმბული

◼ავიაინჟინრები შენატრიან ღამის ბუს, რადგან ის თითქმის უხმაუროდ დაფრინავს. „ნეშნლ ჯიოგრეფიკის“ ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ „სხვა არც ერთი ფრინველი არ დაფრინავს ასე უჩუმრად“. როგორ ახერხებს ბუ ამას?

დაფიქრდით: ფრინველთა უმეტესობის ფრთების ირგვლივ წარმოიქმნება ჰაერის ტურბულენტური დინება, რაც ხმაურს იწვევს. მაგრამ ბუს შემთხვევაში ასე არ ხდება. მისი ფრთების უკანა ბუმბულების კიდეები ახშობს ძირითად ბგერით ტალღებს, რომლებიც ფრთის დაქნევისას წარმოიქმნება. ღინღლი კი, რომლითაც ბუს მთელი სხეულია დაფარული, დანარჩენ ბგერით ტალღებს ახშობს.

ავიაკონსტრუქტორებს სურთ, ჩასწვდნენ ბუს თითქმის უხმაუროდ ფრენის საიდუმლოს. თუ მეცნიერები გამოიგონებენ შედარებით უხმაურო თვითმფრინავებს, მაშინ მათი აფრენა და დაჯდომა შესაძლებელი იქნება ღამით და დილის საათებში ისეთ აეროპორტებში, სადაც ხმაურზე მკაცრი კონტროლია დაწესებული. ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. „ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ ჩვენი იდეების პრაქტიკულად განხორციელებას“, — ამბობს ჯეფრი ლილი, საუთჰემპტონის უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პროფესორი აერონავტიკის დარგში. მისი აზრით, ასეთი უხმაურო თვითმფრინავების გამოგონებას კიდევ ათეულობით წელი დასჭირდება.

რას ფიქრობთ? შემთხვევით გაჩნდა ბუს ასეთი ბუმბულები, თუ ვინმემ შექმნა?

[სურათი 23 გვერდზე]

ბუს ბუმბული (მარცხნივ) და შევარდნის ბუმბული (მარჯვნივ)

[სურათის საავტორო უფლებები 23 გვერდზე]

Long-eared owl: © Joe McDonald/Visuals Unlimited; barn owl sequence: © Andy Harmer/Photo Researchers, Inc.; feather comparison: Courtesy of Eike Wulfmeyer/Wikimedia/GFDL

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება