-
ბუმბული შემოქმედების სასწაულიგამოიღვიძეთ! — 2007 | ივლისი
-
-
[დიაგრამა 23 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ტოტი
სხივი
ღერო
[სურათი 24 გვერდზე]
მფარავი ბუმბული
[სურათი 24 გვერდზე]
ძაფისებრი ბუმბული
[სურათი 25 გვერდზე]
ყურთუკი
[სურათი 25 გვერდზე]
ღინღლი
-
-
ბუმბული შემოქმედების სასწაულიგამოიღვიძეთ! — 2007 | ივლისი
-
-
ბუმბული შემოქმედების სასწაული
თოლია ფრთების სწრაფი ქნევით ცაში იჭრება. ჰაერში აჭრის შემდეგ ის წრიული მოძრაობით, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მიჰყვება ჰაერის ნაკადს და მაღლა-მაღლა ადის. ფრთისა და კუდის კიდის მოშველიებით მოძრაობაში მცირეოდენი შესწორებები შეაქვს და ფრინველი თითქმის უმოძრაოდ იწყებს ლივლივს ცაში. რა აძლევს მას ასე გრაციოზულად მოძრაობის საშუალებას? უმთავრესად, ბუმბული.
დღეს ცხოველთა სამყაროში მხოლოდ ფრინველებს აქვთ ბუმბული. ფრინველთა უმრავლესობას სხვადასხვა სახის ბუმბული აქვს. ადამიანს პირველად თვალში ხვდება მფარავი, ანუ კონტურული, ბუმბული, რომელიც ფრინველის სხეულს გლუვ და გარშემოდენილ ფორმას აძლევს. კონტურული ბუმბული იყოფა მოსაქნევ და საჭის ბუმბულებად, რომლებსაც ფრენისას მნიშვნელოვანი როლი აკისრია. კოლიბრს შეიძლება 1 000-მდე ასეთი ბუმბული ჰქონდეს, გედს კი — 25 000-ზე მეტი.
ბუმბული საოცრად არის კონსტრუირებული. მას აქვს ცენტრალური ღერძი, რომელსაც ღერო ეწოდება; ის დრეკადი და საკმაოდ მკვრივია. ღეროდან გამოდის ტოტები, რომლებიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული; შედეგად იქმნება გლუვი ზედაპირი, რომელსაც მარაოს უწოდებენ. ტოტები ერთმანეთთან რამდენიმე ასეული პატარა სხივით არის დაკავშირებული და ელვაშესაკრავს მოგვაგონებს. როდესაც ეს „შესაკრავი“ იხსნება, ფრინველი ნისკარტით „კრავს“ მას. თქვენც შეგიძლიათ იმავეს გაკეთება, თუ ბუმბულს ნაზად გაატარებთ თითებს შორის.
ფრთაზე განლაგებული პირველი რიგის საფრენი ანუ მოსაქნევი ბუმბულის მარაოს ასიმეტრიული აგებულება აქვს — მარაოს გარე კიდე უფრო განიერია, ვიდრე შიდა. ამგვარი აგებულება თითოეულ საფრენ ბუმბულს საშუალებას აძლევს, პატარა ფრთასავით დამოუკიდებლად იმოქმედოს. აგრეთვე, თუ ყურადღებით დააკვირდებით დიდ საფრენ ბუმბულს, დაინახავთ, რომ ქვედა მხარეს ღეროს ღარი დაჰყვება. ეს მარტივი კონსტრუქცია სიმტკიცეს მატებს ღეროს და ბუმბულს საშუალებას აძლევს, მოიღუნოს და მაქსიმალურად მოიდრიკოს ისე, რომ არ გადატყდეს.
-