საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რუსეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
    • სანდო სამალავი ყვავილებში

      «ერთხელ დებმა ოჯახის წევრებს მისწერეს, რომ დიდი ყვავილების თესლები გამოეგზავნათ მათთვის, — განაგრძობს ზინაიდა. — ჩვენ კოლონიის ადმინისტრაციას ვუთხარით, რომ ლამაზი ყვავილების დათესვა გვინდოდა და შავი მიწის მოტანა ვთხოვეთ. ჩვენდა გასაკვირად, ისინი სიხარულით დაგვთანხმდნენ. ბარაკებისა და ბილიკების გაყოლებაზე გავაშენეთ ყვავილნარი. მალე კოლონიაში გაჩნდა დიდი ვარდების ბუჩქები, სურნელოვანი მიხაკები და სხვა ლამაზი ყვავილები; და რაც ყველაზე მთავარი იყო, მათ მაღალი ღერო ჰქონდათ. კოლონიის ცენტრში იყო საუცხოო გეორგინებისა და სხვადასხვა ფერის დიდი ზიზილების ყვავილნარი. იქ ვსეირნობდით, ბიბლიას ვსწავლობდით და ვარდის დიდ ბუჩქებში ლიტერატურას ვმალავდით.

      შეხვედრებს სეირნობის დროს ვატარებდით. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჯგუფები, რომლებშიც ხუთ-ხუთი და იყო. ჩვენი პუბლიკაციებიდან თითოეული წინასწარ იზეპირებდა ერთ აბზაცს. შეხვედრას ლოცვით ვიწყებდით, შემდეგ რიგრიგობით ვყვებოდით და ვარჩევდით ამ აბზაცებს; ბოლოს ლოცვით ვამთავრებდით და სეირნობას განვაგრძობდით. „საგუშაგო კოშკი“ პატარა ბუკლეტისოდენა იყო [იხილეთ 161-ე გვერდზე მოთავსებული ფოტო]. ყოველდღე რაღაცას განვიხილავდით, განსაკუთრებით ყოველდღიურ მუხლს, და ვიმეორებდით აბზაცებს შეხვედრებისთვის, რომლებსაც კვირაში სამჯერ ვატარებდით. გარდა ამისა, ზეპირად ვსწავლობდით ბიბლიის მთლიან თავებს, ხმამაღლა ვყვებოდით და ერთმანეთს ვამხნევებდით. ასე რომ, თუ ჩხრეკის დროს ლიტერატურას ჩამოგვართმევდნენ, ზედმეტად არ ვნერვიულობდით.

  • რუსეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
    • [სურათები 157 გვერდზე]

      დიდ ყვავილებში ბიბლიის შესწავლა და განხილვა მოსახერხებელი იყო

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება