საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მრავალთა დაპურება ერთეულთა ხელით
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივლისი
    • 1—3. აღწერეთ, როგორ დააპურა იესომ ხალხი ბეთსაიდას მახლობლად. (იხილეთ სურათი მე-15 გვერდზე)

      წარმოიდგინეთ ასეთი სურათი (წაიკითხეთ მათეს 14:14—21). დგას ახ. წ. 32 წელი. ახლოვდება პასექის დღესასწაული. გალილეის ზღვის ჩრდილოეთით, სოფელ ბეთსაიდას მახლობლად იესოსა და მის მოწაფეებთან უკაცრიელ ადგილას შეკრებილია დაახლოებით 5000 კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა.

      2 მათ დანახვაზე იესოს გული ეწვება, ამიტომ კურნავს ავადმყოფებს და ღვთის სამეფოს შესახებ ბევრ რამეს ასწავლის ხალხს. ღამდება. მოწაფეები ეუბნებიან იესოს, გაუშვას ხალხი, რათა მათ ახლომახლო სოფლებში საჭმელი იყიდონ. მაგრამ ის მათ ასეთ რამეს პასუხობს: „თქვენ მიეცით საჭმელი“. ეს სიტყვები მოწაფეებს ალბათ, საგონებელში აგდებს, რადგან მათ მხოლოდ 5 პური და 2 თევზი აქვთ.

      3 თანაგრძნობით განმსჭვალული იესო სასწაულს ახდენს. ეს არის ერთადერთი სასწაული, რომლის შესახებაც ოთხივე სახარების დამწერი მოგვითხრობს (მარ. 6:35—44; ლუკ. 9:10—17; იოან. 6:1—13). იესო მოწაფეებს ავალებს, ხალხი მინდორზე 50 და 100-კაციან ჯგუფებად დასხან. ის ლოცულობს; შემდეგ ამტვრევს პურს და ანაწილებს თევზს. ის თავად არ ურიგებს ხალხს საკვებს. ბიბლიაში წერია, რომ მან „მოწაფეებს ჩამოურიგა, მოწაფეებმა კი — ხალხს“. მართლაც, რა დიდებული სასწაულია! ამდენმა ხალხმა ჭამა და მორჩა კიდეც. დიახ, იესო ათასებს აპურებს ერთეულთა, ანუ თავის მოწაფეთა ხელით.a

  • მრავალთა დაპურება ერთეულთა ხელით
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივლისი
    • a მე-3 აბზაცი. სხვა დროსაც, როცა იესომ სასწაულებრივად დააპურა 4000 კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა, საკვები „მოწაფეებს ჩამოურიგა, მოწაფეებმა კი — ხალხს“ (მათ. 15:32—38).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება