-
მმართველი, რომელსაც ბუნების ძალები ემორჩილებაიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
ხალხზე წარუშლელ კვალს ტოვებს ის ფაქტი, რომ იესო სასწაულებრივად აპურებს ათასობით ადამიანს. ისინი ფიქრობენ, რომ იესო „ნამდვილად ის წინასწარმეტყველია, ქვეყნიერებაში რომ უნდა მოსულიყო“ — აღთქმული მესია, რომელიც, მათი აზრით, უდავოდ, საუკეთესო მმართველი იქნება (იოანე 6:14; კანონი 18:18). ამიტომ გადაწყვეტენ, შეიპყრონ იგი და გაამეფონ.
მაგრამ იესო ხვდება, რა აქვს ხალხს ჩაფიქრებული. ის ემშვიდობება იქ შეკრებილთ და მოწაფეებს ეუბნება, ნავში ჩასხდნენ.
-
-
რატომ უწოდებს იესო საკუთარ თავს „სიცოცხლის პურს“იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
ახლა კი იგი კვლავ ბრუნდება გალილეის ზღვის დასავლეთით, კაპერნაუმის ტერიტორიაზე. ის ხალხი, რომელიც ცოტა ხნის წინ სასწაულებრივად დააპურა, პოულობს მას და ეკითხება: „აქ როდის მოხვედი?“. იესო საყვედურობს ხალხს, რადგან ხვდება, რა მიზნით არიან მასთან მისული — ისინი მოელიან, რომ იგი ამჯერადაც დააპურებს მათ. იესო მოუწოდებს ამ ხალხს: „ისეთი საზრდოსთვის კი ნუ იშრომებთ, რომელიც ფუჭდება, არამედ ისეთისთვის, რომელიც მარადიული სიცოცხლისთვის რჩება“. ამის მოსმენაზე ისინი კითხულობენ: „როგორ მოვიქცეთ, რომ ღვთის საქმეები ვაკეთოთ?“ (იოანე 6:25—28).
შესაძლოა მათ მხედველობაში აქვთ საქმეები, რომელთა შესრულებაც ღვთის კანონით მოეთხოვებათ, მაგრამ იესო ბევრად უფრო აღმატებულ და ღირებულ საქმეზე საუბრობს: „ღვთის საქმე ის არის, რომ ირწმუნოთ ის, ვინც მან გამოგზავნა“.
-