საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რჩევა 1 — იკვებეთ სწორად
    გამოიღვიძეთ! — 2011 | მარტი
    • რჩევა 1 — იკვებეთ სწორად

      „მიირთვით, ოღონდ ბევრი არა, თანაც ძირითადად მცენარეული საკვები“. ამ სიტყვებით შეაჯამა ერთ-ერთი კვლევის ავტორმა, მაიკლ პოლანმა მარტივი, მაგრამ დროის მიერ გამოცდილი ჭეშმარიტება. რას გულისხმობდა ის?

      ◯ მიირთვით ახალი პროდუქტები. მიირთვით „ნამდვილი“, საღი საკვები, რომლითაც ხალხი საუკუნეების განმავლობაში იკვებებოდა, და არა თანამედროვე მზა პროდუქტები. ნახევარფაბრიკატები და სწრაფი კვების ობიექტებში მომზადებული საკვები, ჩვეულებრივ, შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, მარილსა და ცხიმს, რაც ხელს უწყობს ინსულტის, კიბოს, გულ-სისხლძარღვთა თუ სხვა სერიოზული დაავადებების განვითარებას. ეცადეთ, ცხიმში შეწვის ნაცვლად, საკვები ორთქლზე მოხარშოთ, გამოაცხოთ ან უცხიმოდ შეწვათ. მარილის ნაკლებობა კი მწვანილითა და სანელებლებით აინაზღაურეთ. ხორცი კარგად მოამზადეთ და ნურასდროს შეჭამთ გაფუჭებულ პროდუქტს.

  • რჩევა 1 — იკვებეთ სწორად
    გამოიღვიძეთ! — 2011 | მარტი
    • ◯ მიიღეთ ძირითადად მცენარეული საკვები. ბალანსირებულ კვებაში მეტი უპირატესობა ენიჭება ხილს, ბოსტნეულსა და გაუცეხვავ მარცვლოვან პროდუქტებს, ვიდრე ხორცეულსა და სახამებლით მდიდარ საკვებს. კვირაში ერთხელ ან ორჯერ ხორცი თევზით ჩაანაცვლეთ. შეამცირეთ მაკარონის, თეთრი პურისა და თეთრი ბრინჯის მიღება, რადგან მათი კვებითი ღირებულება დაბალია. მოერიდეთ სახიფათო მოდურ დიეტებს. მშობლებო, თუ გინდათ, რომ გაუფრთხილდეთ შვილების ჯანმრთელობას, შეაყვარეთ მათ ჯანსაღი საკვები! მაგალითად, ჯობია ბავშვებს სასუსნაოდ თხილეული, კარგად გარეცხილი ხილი და ბოსტნეული მისცეთ, ვიდრე ჩიპსები და კანფეტები.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება