საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რა განსხვავებაა კვებით ალერგიასა და საკვების აუტანლობას შორის?
    გამოიღვიძეთ! — 2016 | No. 3
    • რა არის საკვების აუტანლობა?

      საკვების აუტანლობის გამომწვევი მიზეზი კვებითი ალერგიის მსგავსად, შესაძლოა ესა თუ ის საკვები პროდუქტი გახდეს. თუმცა კვებითი ალერგიისგან განსხვავებით, საკვების აუტანლობა კონკრეტულ პროდუქტზე ან მის რომელიმე კომპონენტზე საჭმლის მომნელებელი სისტემის საპასუხო რეაქციაა. ამ პროცესში არ არიან ჩართული ანტისხეულები. საჭმლის მონელებას შესაძლოა ართულებდეს ნაწლავში არსებული ფერმენტების უკმარისობა ან საკვების მეშვეობით ორგანიზმში მოხვედრილი ქიმიური ნივთიერებები. მაგალითად, ლაქტოზის აუტანლობა მაშინ შეიძლება გამოვლინდეს, როდესაც ნაწლავში არ წარმოიქმნება საჭირო ფერმენტები ლაქტოზის — რძის შაქრის — მოსანელებლად.

      ვინაიდან საკვების აუტანლობის დროს ორგანიზმში ანტისხეულები არ წარმოიქმნება, მისი სიმპტომები საკვების მიღებისთანავე ვლინდება. ამ დროს გადამწყვეტ როლს თამაშობს ის, თუ რა რაოდენობით ვიღებთ ალერგიის გამომწვევ საკვებს. ხშირად სიმპტომები ამ საკვების გადაჭარბებულად მიღების შემთხვევაში იჩენს ხოლმე თავს. სწორედ ამით განსხვავდება საკვების აუტანლობა მწვავე კვებითი ალერგიისგან, რომლის შემთხვევაშიც ერთმა ლუკმამაც კი შეიძლება ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.

      რძე, კვერცხი, ზღვის პროდუქტები, სოია, თევზი, მიწის თხილი, კაკალი, თხილი, ხორბალი
  • რა განსხვავებაა კვებით ალერგიასა და საკვების აუტანლობას შორის?
    გამოიღვიძეთ! — 2016 | No. 3
    • საკვების აუტანლობას ნაკლებად ახასიათებს მწვავე ალერგიული შეტევები. ამ დაავადების სიმპტომებია: ტკივილი ან ჭვალი მუცლის არეში, შებერილობა, აირების დაგროვება, თავის ტკივილი, გამონაყარი, სისუსტე და დაღლილობის შეგრძნება. საკვების აუტანლობა, ძირითადად, შეიძლება ისეთმა პროდუქტებმა გამოიწვიოს, როგორიცაა: რძის ნაწარმი, ხორბალი, მცენარეული ცილა, ალკოჰოლი და საფუარი.

      დიაგნოსტიკა და მკურნალობა

      თუ ფიქრობთ, რომ კვებითი ალერგია ან საკვების აუტანლობა გაწუხებთ, უმჯობესი იქნება, მიმართოთ კვალიფიცირებულ ექიმს. თუ თავად დაუსვამთ საკუთარ თავს დიაგნოზს და რაციონიდან ამოიღებთ რომელიმე საკვებს, შეიძლება ავნოთ თქვენს ჯანმრთელობას და მოიკლოთ ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებები.

      ზოგჯერ მწვავე კვებითი ალერგიის მიზეზის აღმოსაფხვრელად ერთადერთი გამოსავალია ამა თუ იმ პროდუქტის საერთოდ გამორიცხვა.a მეორე მხრივ, თუ არც ისეთი მწვავე ფორმის კვებითი ალერგია ან საკვების აუტანლობა გაქვთ, შეგიძლიათ, უბრალოდ, აკონტროლოთ, რა რაოდენობით და რა სიხშირით მიიღებთ ალერგიის მაპროვოცირებელ საკვებ პროდუქტებს. თუმცა ზოგ შემთხვევაში, იმის მიხედვით, თუ რამდენად მწვავეა ორგანიზმის რეაქცია რომელიმე საკვებზე, ალერგეტიკები იძულებულნი არიან, ან საერთოდ უარი თქვან ასეთი სახის საკვებზე, ან რაღაც პერიოდის განმავლობაში მოერიდონ.

      თუ კვებითი ალერგია ან საკვების აუტანლობა გტანჯავთ, შეიძლება გაგამხნევოთ იმის გაგებამ, რომ მრავალი ალერგეტიკი ჯანმრთელობის მდგომარეობას აკონტროლებს, თანაც ისე, რომ არც გემრიელ და მრავალფეროვან საკვებზე ამბობს უარს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება