საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 1/15 გვ. 10-11
  • სტუმრად კოსტა-რიკაში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სტუმრად კოსტა-რიკაში
  • გამოიღვიძეთ! — 2015
გამოიღვიძეთ! — 2015
g 1/15 გვ. 10-11
კოსტა-რიკის სანაპირო ზოლის ხედი

ქვეყნები და ხალხები | კოსტა-რიკა

სტუმრად კოსტა-რიკაში

კოსტა-რიკა მსოფლიოს რუკაზე

ესპანელები ამ მხარეს პირველად ხუთი საუკუნის წინ ესტუმრნენ. მათ ამ ტერიტორიას უწოდეს კოსტა-რიკა („მდიდარი ნაპირი“), რადგან ფიქრობდნენ, რომ აქ აღმოაჩენდნენ დიდძალ ოქროს, მაგრამ იმედები გაუცრუვდათ. ეს ტერიტორია დღეს ცნობილია არა როგორც ძვირფასი ლითონების ქვეყანა, არამედ როგორც ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მხარე.

კოსტარიკელებს ერთი საინტერესო ჩვეულება აქვთ. სიტყვებს ბოლოში უმატებენ სუფიქსს „იკო“, რითაც სიტყვა კნინობით ფორმას იძენს. ამის გამო მათ „ტიკოსებს“ უწოდებენ. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ თქვან „უნ მომენტო“ (ერთი წუთით), ამბობენ „უნ მომენტიკო“ (პაწაწინა წუთით). ყოველდღიურ საუბარში მადლიერების ან თანხმობის ნიშნად, აგრეთვე მისალმებისას და დამშვიდობებისას ხშირად იყენებენ ფრაზას „პურა ვიდა“ (გაიხარე!).

ბაყაყი წითელთვალა ვასაკა

კოსტა-რიკის ტყეები გამოირჩევა მცენარეებისა და ცხოველების გასაოცარი მრავალფეროვნებით. იქ ბინადრობს ბაყაყი წითელთვალა ვასაკა (Agalychnis callidryas)

კოსტარიკელების ერთ-ერთი საყვარელი კერძია „გალიო პინტო“ (სიტყვასიტყვით „დაწინწკლული მამალი“). ეს არის ცალ-ცალკე მოხარშული ბრინჯისა და ლობიოს ნაზავი, რომელსაც სუნელებით კაზმავენ. „გალიო პინტოს“ მიირთმევენ როგორც საუზმეზე, ისე სადილად და ვახშმად. ტრადიციული სასმელია ყავა „ჩორეადო“, რომელიც მზადდება ხის სადგამზე ჩამოკიდებულ ნაჭრის ფილტრში.

კოსტა-რიკაში იეჰოვას მოწმეების 450-მდე კრებაა. შეხვედრები ათ ენაზე ტარდება, მათ შორის კოსტარიკული ჟესტების ენასა და ორ ადგილობრივ ენაზე, ბრიბრისა და კაბაკარზე.

იცოდით თუ არა? კოსტა-რიკაში აღმოაჩინეს ასობით კარგად დამუშავებული ქვის ბურთები. ყველაზე დიდი ბურთის დიამეტრია 2,4 მეტრი. ფიქრობენ, რომ ზოგი ქვა 1 400 წელზე მეტი ხნისაა. ზუსტად არავინ იცის, რისთვის იყენებდნენ ამ ქვებს.

კოსტა-რიკის უძველესი ქვის ბურთები

ქვის ბურთები

ზოგადი ცნობები

  • მოსახლეობა: 4 878 000

  • დედაქალაქი: სან-ხოსე

  • ოფიციალური ენა: ესპანური

  • ლანდშაფტი: სანაპირო დაბლობი გარშემორტყმული მთებით

  • მთავრობა: დემოკრატიული რესპუბლიკა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რით არის ცნობილი კოსტა-რიკა?

  1. დასავლეთ ნახევარსფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი განათლების დონით

  2. ძლიერი ჯარით

  3. კუნძულით, რომელზეც 500-ზე მეტი ექსპედიცია მოეწყო დამალული განძის საპოვნელად

პასუხები: (ა) და (გ). ვარიანტი (გ) გულისხმობს კუნძულ ქოქოსს, რომელიც კონტინენტიდან დაახლოებით 560 კმ-ში მდებარეობს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება