-
პუერტო-რიკო — ბუნების უნიკალური საგანძურიგამოიღვიძეთ! — 2008 | ოქტომბერი
-
-
ელ-იუნკეს ეროვნული ტყე. ეს ტყე ნაკრძალად არის გამოცხადებული და ერთ-ერთია იმ იშვიათი ტენიანი ტროპიკების ტყეებიდან, რომლებიც შემორჩენილია კარიბის ზღვის ტერიტორიაზე. ტყის ფერდობებს არაერთი ჩანჩქერი ამშვენებს. დაბურულ ტყეში ლიანების, პალმისა და მაღალი გვიმრების ფონზე, საუცხოოდ მოჩანს ბრომელიასებრთა დაკვირტული ტოტები, რომლის სიკაშკაშეც შეუმჩნეველი არ რჩება ამწვანებული მცენარეების გვერდით. მართალია, სხვაგან საფრთხე ემუქრებათ პუერტო-რიკოში ბინადარ თუთიყუშსა („Amazona vittata“) და ბაყაყ „კოკის“ („Eleutherodactylis portoricensis“), მაგრამ აქ ისინი უსაფრთხოდ არიან და თავიანთი „მელოდიური ხმებით“ ტყის ბინადართა „ჰანგებს“ უერთდებიან.
შორიდან ელ-იუნკეს ფერდობი ისე მოჩანს, თითქოს ვერცხლის საბურველში იყოს გახვეული. ვერცხლისფერ შეფერილობას მას იქ გაშენებული ხის („Cecropia peltata“) ფოთლები აძლევს. რამდენიმე წლის წინ ხის ეს ჯიში ქარიშხალმა „ჰიუგომ“ გაანადგურა, მაგრამ შემდეგ ის მალევე გამრავლდა. ამ პარკში მომუშავე ერთი ბიოლოგი გვიხსნის, რომ „ტყეს შესწევს იმის უნარი, სტიქიური უბედურებით მიყენებული ზიანის მიუხედავად, მალევე დაიბრუნოს პირვანდელი სახე. სინამდვილეში, ბუნებას გამოუსწორებელ ზიანს მხოლოდ ადამიანი აყენებს“. ამ ნაკრძალში დაახლოებით 225 სახეობის ხე, 100 სახეობის გვიმრა და 50 სახეობის ორქიდეა ხარობს. ფლორის მრავალფეროვნების გამო ეს ადგილი ერთ-ერთია იმ უნიკალური ადგილებიდან, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ბიოსფეროს ნაკრძალად გამოაცხადა.
-
-
პუერტო-რიკო — ბუნების უნიკალური საგანძურიგამოიღვიძეთ! — 2008 | ოქტომბერი
-
-
[სურათი 16 გვერდზე]
გვიმრის ხე ელ-იუნკეს ტენიანი ტროპიკების ტყეში
-