საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • წვიმის ტყეების მფრინავი მებაღეები
    გამოიღვიძეთ! — 2014 | ოქტომბერი
    • ხილიჭამია ღამურა ჭამს ხილს

      წვიმის ტყეების მფრინავი მებაღეები

      ყველა მებაღემ იცის, რომ კარგი მოსავლის მისაღებად თესლი შესაფერის დროს და შესაფერის ადგილას უნდა დაითესოს. მაგრამ რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, წვიმის ტყეებში თესლის ყველაზე ნაყოფიერად მიმობნევა ღამით ხდება, თანაც ციდან. ეს მფრინავი მებაღეები, რომლებიც თესლს აბნევენ, არიან ხილიჭამია ღამურები, რომელთა ზოგი სახეობაც მფრინავი მელიის სახელით არის ცნობილი.a

      თესლის მიმობნევა

      ხილიჭამია ღამურების უმეტესობა ღამით გამოიშლება ხოლმე გემრიელი ხილისა და ყვავილების ნექტრის თავშესაქცევად. ისინი საკვების ნაწილს გადაამუშავებენ, ნაწილს კი თესლებთან ერთად უკან იღებენ და ტყეში აბნევენ. საქმის ბოლომდე მისაყვანად ეს ღამურები ყვავილებსაც ამტვერიანებენ.

      ვინაიდან ხილიჭამია ღამურებს ღამის განმავლობაში დიდი მანძილის დაფარვა შეუძლიათ, თესლსაც დიდ ფართობზე აბნევენ. ღამურები თესლებს ფეკალიების მეშვეობითაც აბნევენ, რაც სასუქის როლსაც ასრულებს და თესლის ზრდას უწყობს ხელს. გასაკვირი არ არის, რომ ტროპიკებში მცენარეთა მრავალი სახეობის დამტვერვა და თესლის მიმობნევა ღამურებზეა დამოკიდებული.

      ვინაიდან ხილიჭამია ღამურების ფრენის არეალი ფართოა, უდავოა, რომ მათ კარგი ნავიგაციის უნარი და მახვილი მხედველობა აქვთ. სიბნელეში ისინი ადამიანებზე უკეთ ხედავენ და ზოგიერთ ფერსაც თავისუფლად არჩევენ. მათ მარტო ღამით კი არა, დღისითაც შეუძლიათ ფრენა.

      გამრავლება

      ხილიჭამია ღამურა

      იცოდით თუ არა? სხვა ღამურებისგან განსხვავებით ხილიჭამია ღამურები საკვებზე ექოლოკაციის (არეკლილი მაღალი სიხშირის ბგერითი სიგნალების აღქმა) მეშვეობით არ ნადირობენ. საორიენტაციოდ ისინი მხედველობისა და ყნოსვის ორგანოებს მიმართავენ. მათი დიდი, დაჭყეტილი თვალები ღამის ცხოვრებისთვის მართლაც რომ ზედგამოჭრილია.

      სამოური მფრინავი მელიების ზოგიერთ სახეობას მთელი ცხოვრების მანძილზე ერთი მეწყვილე ჰყავს. მათზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ მდედრი ღამურა სათუთად ზრუნავს თავის ნაშიერზე, რამდენიმე კვირის განმავლობაში თან დაატარებს და ზრდასრულობამდე აწოვებს ძუძუს. ხილიჭამია ღამურის ორი სახეობის მდედრები მშობიარობის დროს ბებიაქალის როლსაც კარგად ითავსებენ.

      სამწუხაროდ, ხილიჭამია ღამურები გადაშენების პირას იმყოფებიან, უმთავრესად, მათი საარსებო გარემოს განადგურების გამო. წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე კუნძულებზე ხილიჭამია ღამურების გაუჩინარებას შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოჰყვეს, ვინაიდან ზოგიერთ მცენარეს, როგორც ჩანს, არ შეუძლია ღამურების გარეშე დამტვერვა. აშკარაა, რომ მფრინავი მებაღეები უბრალო საქმიანობას არ ეწევიან.

      a ხილიჭამია ღამურები გავრცელებულია აფრიკაში, აზიაში, ავსტრალიასა და წყნარი ოკეანის ზოგ კუნძულზე.

      ტყის გადარჩენა

      ბაობაბის ხე

      ბაობაბის ხის ყვავილი მაქსიმუმ 24 საათი ყვავის, თუმცა ეს დრო სავსებით საკმარისია ხილიჭამია ღამურასთვის, რომ მიაგნოს მას, აიღოს ნექტარი და ყვავილის მტვერი ბაობაბის სხვა ხეზე გადაიტანოს.

      მას შემდეგ, რაც ტროპიკულ ტყეებს გაასუფთავებენ, ხილიჭამია ღამურები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ხეების ბუნებრივ განახლებაში. ჩვენი მებაღეები თესლის მიმობნევით ახალი ხეების აღმოცენებას უწყობენ ხელს. „ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ჯანსაღ გარემოზეა დამოკიდებული და ასეთი გარემოს უზრუნველსაყოფად ღამურებია საჭირო“, — აღნიშნავს ბიოლოგი გარი გრაჰამი ერთ თავის წიგნში (Bats of the World).

  • წვიმის ტყეების მფრინავი მებაღეები
    გამოიღვიძეთ! — 2014 | ოქტომბერი
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება