-
პუერტო-რიკო — ბუნების უნიკალური საგანძურიგამოიღვიძეთ! — 2008 | ოქტომბერი
-
-
გუანიკას ბიოსფეროს ნაკრძალი. მსოფლიოში არსებული ტროპიკული მშრალი ტყეების სულ მცირე ერთი პროცენტი ამ ნაკრძალში ხარობს. საინტერესოა, რომ აქედან ელ-იუნკემდე მანქანით სულ რამდენიმე საათის სავალია. ზოგი ბოტანიკოსის აზრით გუანიკა „შეიძლება მსოფლიოში საუკეთესო ტროპიკულ მშრალ ტყედ ჩაითვალოს, სადაც სხვადასხვა გვარის მცენარეა თავმოყრილი“. ეს ადგილი პუერტო-რიკოში ბინადარი ფრინველებისა და 750 სახეობის მცენარის თავშესაფარია, რომელთაგანაც 7 პროცენტი გადაშენების პირასაა მისული. ლამაზი ყვავილები კოლიბრებისა და პეპლებისთვის უგემრიელესი „ნუგბარივითაა“. მშრალ ტყეს ემიჯნება სანაპირო ზოლი, სადაც მწვანე და ტყავიანი კუები კვერცხების დასადებად გამოდიან.
მანგროს ხეები და მარჯნის რიფები. გუანიკის ნაკრძალში, აგრეთვე სანაპიროს გასწვრივ გადაჭიმულია მანგროს ტყე. „ნაკრძალში მანგროს ხეები უვნებლები რჩებიან, რადგან ამ მხარეში მრეწველობა და სოფლის მეურნეობა განვითარებული არ არის“, — გვიხსნის პარკის ერთ-ერთი მეთვალყურე. — მანგროს ხეები საკვებით უხვად ამარაგებს თევზებს, რომლებიც მარჯნის რიფებში ბინადრობენ“. ტურისტებისთვის კიდევ ერთ უნიკალურ სანახაობას, რასაც თავის ხიბლს სძენს მანგროს ხეები, წარმოადგენს მანათობელი ყურეები, რომელთა ნახვაც შეგიძლიათ პუერტო-რიკოში (იხილეთ ქვემოთ მოცემული ჩარჩო).
სანაპიროსთან ახლოს მარჯნის რიფებში თევზაობა აკრძალულია. მარჯნის პატარა კუნძულები და წყალქვეშა რიფები ეროვნულ პარკს განეკუთვნება. ეს წყალქვეშა ბაღი შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის მყვინთავებისთვის, რადგან ისინი კუების, ლამანტინებისა და ნაირფეროვანი თევზების გარემოცვაში ხვდებიან.
-
-
პუერტო-რიკო — ბუნების უნიკალური საგანძურიგამოიღვიძეთ! — 2008 | ოქტომბერი
-
-
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
გუანიკას სანაპირო ზოლი
[საავტორო უფლება]
© Heeb Christian/age fotostock
-