-
იეჰოვას შეუძლია პატიება — რას ნიშნავს ეს თქვენთვის?საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ნოემბერი
-
-
დავითმა ილოცა და ღმერთმაც აპატია
8, 9. როგორ ამჟღავნებს 51-ე ფსალმუნი დავითის ფიქრებს და რას ვსწავლობთ აქედან იეჰოვას შესახებ?
8 სიმღერიდან, რომელიც დავითმა შეცოდების შემდეგ დაწერა, ჩანს მისი გულწრფელი მონანიება. 51-ე ფსალმუნში ვკითხულობთ, თუ როგორ უღვრის გულს დავითი იეჰოვას და ვხედავთ, რომ მან მარტო კი არ აღიარა შეცდომები, არამედ მოინანია კიდევაც. მისი უმთავრესი საწუხარი ღმერთთან ურთიერთობა იყო. „შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე“, — აღიარა დავითმა. ის სთხოვდა იეჰოვას: „სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო, და ახალი, მტკიცე სული ჩამიდგი . . . დამიბრუნე სიხარული შენგან ხსნით და გამამაგრე მზადყოფნის სულით“ (ფსალმ. 51:1—4, 7—12). დავითის მსგავსად, თქვენც გულწრფელად და გულახდილად ესაუბრებით იეჰოვას თქვენს გრძნობებზე?
9 იეჰოვას არ დაუცვია დავითი მის მიერ ჩადენილი ცოდვების შედეგებისგან, რომლებსაც მთელი სიცოცხლის მანძილზე იმკიდა. იეჰოვა ხედავდა მეფის მომნანიე სულს — ხედავდა მის „მოდრეკილ და განადგურებულ გულს“ და ამიტომაც აპატია მას (წაიკითხეთ ფსალმუნის 32:5; ფსალმ. 51:17). ყოვლისშემძლე ღმერთმა იცის, თუ რა მიზეზებსა და მოტივებს მიჰყავს ადამიანი ცოდვამდე. მოსეს კანონის თანახმად, დავითი და ბათ-შება მრუშობისთვის მსაჯულებს სიკვდილით უნდა დაესაჯათ, მაგრამ იეჰოვამ გულმოწყალება გამოავლინა და თავად გაასამართლა ისინი (ლევ. 20:10). ღმერთმა ისრაელის მომდევნო მეფედ სოლომონი აირჩია (1 მატ. 22:9, 10).
10. ა) დავითის პატიების რა საფუძველი შეიძლება ჰქონოდა იეჰოვას? ბ) როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, იეჰოვასგან პატიება რომ მიიღოს?
10 იეჰოვამ მეფეს, შესაძლოა, კიდევ იმიტომ აპატია, რომ თავად დავითიც პატიობდა საულს (1 სამ. 24:4—7). როგორც იესომ თქვა, ღმერთი ისე გვექცევა, როგორც ჩვენ ვექცევით სხვებს. „ნუღარ გაასამართლებთ, რომ არც თქვენ გასამართლდეთ, რადგან რა სასამართლოთიც ასამართლებთ, იმავეთი გასამართლდებით და რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ“ (მათ. 7:1, 2). რამხელა შვების მომგვრელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა გვპატიობს ცოდვებს — ისეთ სერიოზულ ცოდვებსაც კი, როგორიცაა მრუშობა და მკვლელობა. ის გვაპატიებს, თუ თავად ვართ მზად პატიებისთვის, ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს მის წინაშე და თუ ცხადვყოფთ, რომ ცუდი საქმეებისადმი დამოკიდებულება შევიცვალეთ. როცა შემცოდველი გულწრფელად ინანიებს, მისთვის „იეჰოვასგან გამოცოცხლების დრო“ დგება (წაიკითხეთ საქმეების 3:19).
მენაშე ინანიებს სერიოზულ ცოდვებს
11. მეფე მენაშეს რა საქმეები არ იყო მოსაწონი ღვთისთვის?
11 განვიხილოთ სხვა ბიბლიური მაგალითი, რომლიდანაც ჩანს, რომ იეჰოვა მპატიებელი ღმერთია. დავითის მმართველობიდან დაახლოებით 360 წლის შემდეგ იუდას მეფე მენაშე გახდა. მისი 55-წლიანი მმართველობა ბოროტებით გამოირჩეოდა და ამაზრზენი საქმეების გამო იეჰოვას რისხვა დაატყდა თავს. სხვა დანარჩენთან ერთად მენაშე სამსხვერპლოებს უგებდა ბაალებს, თაყვანს სცემდა „ცის ლაშქარს“, ცეცხლში ატარებდა თავის ვაჟებს და ხელს უწყობდა სპირიტიზმის გავრცელებას. მართლაცდა, „დიდ ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში“ (2 მატ. 33:1—6).
12. როგორ დაუბრუნდა მენაშე ღმერთს?
12 საბოლოოდ, მენაშე ბაბილონში ტყვედ წაიყვანეს და საპყრობილეში ჩააგდეს. ამ დროს, შესაძლოა, მას გაახსენდა ის სიტყვები, რომლებიც მოსემ ისრაელებს უთხრა: „როცა ძალიან გაგიჭირდებათ და გეწევათ ეს სიტყვები იმ დღეების მიწურულს, მაშინ დაუბრუნდებით იეჰოვას, თქვენს ღმერთს და მოისმენთ მის ხმას“ (კან. 4:30). მენაშე დაუბრუნდა იეჰოვას. როგორ? მან „დიდად დაიმდაბლა თავი“ და „ლოცვით მიმართავდა“ ღმერთს (როგორც ეს 21-ე გვერდზე მოცემული სურათიდან ჩანს) (2 მატ. 33:12, 13). ბიბლიაში არ წერია, თუ რა სიტყვებით მიმართა მენაშემ იეჰოვას ლოცვაში, მაგრამ შეიძლება მისი ლოცვა გარკვეულწილად ჰგავდა 51-ე ფსალმუნში მოცემულ მეფე დავითის ლოცვას. მაგრამ ერთი რამ ცხადია — მენაშე სრულიად შეიცვალა.
13. რატომ აპატია იეჰოვამ მენაშეს?
13 როგორ უპასუხა იეჰოვამ მენაშეს ლოცვებს? ღმერთმა „შეისმინა [მენაშეს] ვედრება, წყალობის თხოვნა“. დავითის მსგავსად, მეფეც მიხვდა, რამდენად სერიოზული ცოდვები ჩაიდინა და მთელი გულით მოინანია. სწორედ ამიტომ აპატია იეჰოვამ მას და იერუსალიმში მეფობა დაუბრუნა. შედეგად, „მიხვდა მენაშე, რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი“ (2 მატ. 33:13). ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი გულმოწყალე ღმერთი პატიობს ყველას, ვინც გულწრფელად ინანიებს. და ეს ძალიან გამამხნევებელია!
პატიობს იეჰოვა უსაზღვროდ?
14. რა განსაზღვრავს, აპატიებს იეჰოვა შემცოდველს თუ არა?
14 ღვთის ხალხს შორის ცოტას თუ მოუწევს ისეთ სერიოზულ ცოდვებზე პატიების თხოვნა, როგორებიც დავითმა და მენაშემ ჩაიდინეს. მაგრამ იეჰოვას მიერ ამ ორი მეფის პატიება იმაში გვარწმუნებს, რომ ღმერთი მზად არის უმძიმესი ცოდვებიც კი აპატიოს მას, ვინც გულწრფელად ინანიებს.
-
-
იეჰოვას შეუძლია პატიება — რას ნიშნავს ეს თქვენთვის?საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ნოემბერი
-
-
კურთხევები, რომლებიც იეჰოვასგან პატიებას მოაქვს
17, 18. როგორ შეგვიძლია მივიღოთ პატიება ღვთისგან?
17 იეჰოვა მზად არის, გვაპატიოს, მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ? რა თქმა უნდა ისე, როგორც დავითი და მენაშე: უნდა ვაღიაროთ ჩვენი ცოდვილი მდგომარეობა, მოვინანიოთ შეცდომები, გულწრფელად ვთხოვოთ იეჰოვას პატიება და სუფთა გული (ფსალმ. 51:10). თუ სერიოზული ცოდვა ჩავიდინეთ, სულიერი დახმარების მისაღებად უხუცესებს უნდა მივმართოთ (იაკ. 5:14, 15). არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მძიმე ცოდვა გვაქვს ჩადენილი, მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ზუსტად ისეთია, როგორადაც წარუდგინა თავი მოსეს: „გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია, რისხვაში ნელი, უხვი სიკეთესა და ჭეშმარიტებაში; ათასებისთვის ინახავს სიკეთეს, პატიობს დანაშაულს, შეცოდებასა და ცოდვას“. იეჰოვა არ შეცვლილა (გამ. 34:6, 7).
18 ღმერთი შეჰპირდა მომნანიე ისრაელებს, რომ სრულიად გაათავისუფლებდა მათი ცოდვებისგან და ამაში დასარწმუნებლად გამოიყენა ძლიერი შედარება — მათი „ალისფერი“ ცოდვები „თოვლივით“ გათეთრდებოდა (წაიკითხეთ ესაიას 1:18). მაშ, რას ნიშნავს იეჰოვასგან პატიება ჩვენთვის? ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მადლიერებას ვავლენთ და ვინანიებთ, იეჰოვა სრულად გვაპატიებს ჩვენს ცოდვებსა და შეცდომებს.
-