-
თქვენი ოჯახის სიმტკიცე და ბედნიერება თქვენს ხელთაა!საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 იანვარი
-
-
ყოველთვის მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს
11. რატომ არის პატიება აუცილებელი?
11 თქვენი ქორწინება წარმატებული რომ იყოს, აუცილებელია, ერთმანეთის მიმართ მიმტევებლები იყოთ. თუ ცოლ-ქმარი მოთმინებას ავლენს და მთელი გულით პატიობს ერთურთს, ეს კიდევ უფრო ამყარებს მათ ქორწინებას (კოლ. 3:13). მაგრამ წყვილის ურთიერთობაში ბზარი ჩნდება, როცა ცოლი ან ქმარი იმახსოვრებს მეუღლის შეცდომას და პრობლემების დროს წამოაძახებს ამას. როგორც ბზარები უკარგავს სიმტკიცეს შენობას, ისე გულში დაგროვილი წყენა და ბრაზი აძნელებს პატიებას. იმ შემთხვევაში, თუ წყვილი ისევე პატიობს ერთმანეთს, როგორც მათ — იეჰოვა, ეს კიდევ უფრო აძლიერებს მათ ოჯახურ კვანძებს (მიქ. 7:18, 19).
12. რა გაგებით ფარავს სიყვარული „უამრავ ცოდვას“?
12 ნამდვილი სიყვარული „განაწყენებას არ ითვლის“. როგორც ბიბლია გვაუწყებს: „სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს“ (1 კორ. 13:4, 5; წაიკითხეთ 1 პეტრეს 4:8). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა ნამდვილად გვიყვარს ადამიანი, მას უსასრულოდ ვპატიობთ. ერთხელ, როცა მოციქულმა პეტრემ იესოს ჰკითხა, თუ რამდენჯერ უნდა ეპატიებინა თავისი ძმისთვის, იესომ მიუგო: „სამოცდაჩვიდმეტჯერ“ (მათ. 18:21, 22). ამ სიტყვებით იესოს იმის თქმა სურდა, რომ არ არსებობს ცოდვების პატიების ზღვრული ნორმა (იგავ. 10:12).a
13. რა დაგვეხმარება, ვიყოთ მიმტევებლები?
13 „თუ წყვილი ერთმანეთს არ პატიობს, — ამბობს ანეტი, — წყენას წყენა ემატება და ცოლ-ქმარი უფრო და უფრო კარგავს ერთმანეთისადმი ნდობას; ეს კი, თავის მხრივ, ძირს უთხრის ქორწინებას. მაგრამ, როცა წყვილი ერთმანეთს თავისუფლად პატიობს, ისინი უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს და მათი ურთიერთობაც უფრო მტკიცდება“. თუ გიჭირთ პატიება, ეცადეთ, იყოთ მადლიერნი. ყოველთვის გულწრფელად შეაქეთ თქვენი მეუღლე (კოლ. 3:15). თუ მიმტევებლები ვიქნებით, მოვიპოვებთ სულის სიმშვიდეს, ერთობასა და ღვთის კურთხევებს (რომ. 14:19).
-
-
თქვენი ოჯახის სიმტკიცე და ბედნიერება თქვენს ხელთაა!საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 იანვარი
-
-
a ღალატის შემთხვევაში ბიბლია ერთგულ მეუღლეს უტოვებს უფლებას, თავად გადაწყვიტოს, აპატიებს, თუ გაეყრება მოღალატე მეუღლეს. თუმცა შესაძლოა, წყვილმა გადაწყვიტოს, მაინც ერთად განაგრძონ ცხოვრება და გადალახონ სირთულეები (მათ. 19:9). იხილეთ 1997 წლის აპრილ-ივნისის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, სტატია „ბიბლიის თვალსაზრისი — მრუშობა მისატევებელია თუ არა?“.
-