საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვა ღმერთი „მზად არის პატიებისთვის“
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 დეკემბერი
    • 17. რას მოელის იეჰოვა ჩვენგან, როდესაც ჩვენი ცოდვებით სხვებს ტკივილს ვაყენებთ?

      17 მიუხედავად იმისა, რომ მოსეს რჯულს არ ვექვემდებარებით, ის გვეხმარება, ჩავწვდეთ იეჰოვას აზრებს, მათ შორის მიტევების შესახებ მის თვალსაზრისსაც (კოლასელთა 2:13, 14). როცა ჩვენი ცოდვებით სხვებს ტკივილს ვაყენებთ ან ვაზარალებთ, იეჰოვას სიამოვნებს, თუ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ ‘შეცდომის გამოსასწორებლად’ (2 კორინთელთა 7:11, აქ). ამაში შედის ის, რომ შევიგნოთ ჩვენი ცოდვა, ვაღიაროთ დანაშაული და ბოდიშიც კი მოვუხადოთ დანაშაულის მსხვერპლს. შემდეგ იესოს მსხვერპლის საფუძველზე შეგვიძლია მივმართოთ იეჰოვას და მივიღებთ იმ შვებას, რომელსაც სუფთა სინდისი იძლევა და დავრწმუნდებით, რომ ღმერთმა გვაპატია (ებრაელთა 10:21, 22).

  • იეჰოვა ღმერთი „მზად არის პატიებისთვის“
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 დეკემბერი
    • 19, 20. ა) რატომ არ უნდა იფიქრო, რომ იეჰოვას გულმოწყალება არ შეგეხო, მაშინ როცა დანაშაული ჩაიდინე? ბ) რაზე იქნება საუბარი მომდევნო სტატიაში?

      19 რამდენად გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ ვემსახურებით ღმერთს, რომელიც ‘მზად არის პატიებისთვის’! იეჰოვა ჩვენს ცოდვებსა და შეცდომებზე მეტს ხედავს (ფსალმუნი 129:3, 4). მან იცის ჩვენი გულის ზრახვები. თუ წარსული შეცდომების გამო გულგატეხილობისა და სიმძიმის გრძნობა გეუფლება, ნუ დაასკვნი, რომ შენ იეჰოვას გულმოწყალება არ შეგეხო. რა შეცდომაც არ უნდა დაგეშვა, თუ ნამდვილად მოინანიე, მათ გამოსასწორებლად ნაბიჯები გადადგი და იესოს დაღვრილი სისხლის საფუძველზე იეჰოვას მიტევების შესახებ გულწრფელად შეევედრე, შეგიძლია ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ 1-ლი იოანეს 1:9-ში მოცემული სიტყვები შენც გეხება: „თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უკეთურობისაგან“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება