-
ადიდეთ იაჰი მისი სამართლისთვის!გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
რადგან ჭეშმარიტი და მართალია მისი სამართალი. აღასრულა განაჩენი დიდ მეძავზე, რომელმაც გარყვნა დედამიწა თავისი სიძვით, და მოჰკითხა მან მეძავს თავისი მონების სისხლი“.
-
-
ადიდეთ იაჰი მისი სამართლისთვის!გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
გარდა ამისა, მოსეს კანონით როგორც ფიზიკური, ისე სულიერი მრუშობა სიკვდილით ისჯებოდა (ლევიანები 20:10; მეორე კანონი 13:1—5). ათასობით წელია, რაც დიდ ბაბილონს სისხლის ღვრაში ედება ბრალი. ის ურცხვად მრუშობს. მაგალითად, რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ მღვდლებისთვის ქორწინების აკრძალვის გამო არაერთი მღვდელი ჩაეფლო დიდ უზნეობაში და დღეს ბევრი მათგანი შიდს—ით არის დაავადებული (1 კორინთელები 6:9, 10; 1 ტიმოთე 4:1—3). დიდი ბაბილონის უდიდესი ცოდვა, რომელიც „ცას მისწვდა“, გამაოგნებელი სულიერი მეძაობაა, რაშიც ცრუ სწავლებების გავრცელება და გახრწნილ პოლიტიკოსებთან ახლო ურთიერთობა იგულისხმება (გამოცხადება 18:5).
-