-
იეჰოვას გზებით რვა ბავშვის აღზრდა — სირთულეები და სიხარულისაგუშაგო კოშკი — 2006 | 1 იანვარი
-
-
ხალხი მეძაობას არასწორად მიიჩნევდა. თუმცა ჩემ მსგავსად მრავალი ფიქრობდა, რომ მეძავად ითვლებოდა ის, ვისაც ბევრთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი. ორი დაუქორწინებელი პიროვნება კი, რომლებსაც მხოლოდ ერთმანეთთან ჰქონდათ სქესობრივი კავშირი, არ სცოდავდა (1 კორინთელები 6:9, 10; ებრაელები 13:4). ასეთმა შეხედულებამ ის განაპირობა, რომ ქორწინების გარეშე ექვსი ბავშვი გავაჩინე.
-
-
იეჰოვას გზებით რვა ბავშვის აღზრდა — სირთულეები და სიხარულისაგუშაგო კოშკი — 2006 | 1 იანვარი
-
-
ამ დროს ქორწინების გარეშე ვცხოვრობდი მამაკაცთან, რომელიც ჩემი ექვსი შვილიდან სამის მამა იყო. ბიბლიიდან გავიგე, რომ ღმერთი განსჯის ქორწინების გარეშე სქესობრივ კავშირს, რის გამოც სინდისი მაწუხებდა (იგავები 5:15—20; გალატელები 5:19). რადგან ჭეშმარიტებისადმი სიყვარული გამიღრმავდა, ძლიერ მსურდა, ღმერთის კანონებთან შეთანხმებულად მეცხოვრა. საბოლოოდ, გადაწყვეტილება მივიღე; ჩემს არაკანონიერ მეუღლეს ვუთხარი, რომ უნდა დავქორწინებულიყავით ან ჩვენი ურთიერთობა დასრულდებოდა. თუმცა ის ჩემს რწმენას არ იზიარებდა, ჩვენ 1970 წლის 15 აგვისტოს დავქორწინდით. ეს მოხდა იეჰოვას მოწმეებთან პირველი საუბრიდან ხუთი წლის შემდეგ.
-