-
მკითხველთა შეკითხვებისაგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ნოემბერი
-
-
აღსანიშნავია ისიც, რომ გამოცხადების 11:1, 2 ამ მოვლენებს უკავშირებს იმ დროს, როცა სულიერი ტაძარი გაიზომებოდა ანუ შემოწმდებოდა. მალაქიას მე-3 თავიც სულიერი ტაძრის მსგავს შემოწმებაზე საუბრობს, რომელსაც მოჰყვება განწმენდა (მალ. 3:1—4). რამდენ ხანს გაგრძელდა შემოწმებისა და განწმენდის პერიოდი? 1914 წლიდან 1919 წლის დასაწყისამდე. ეს პერიოდი მოიცავს 1 260 დღეს (42 თვეს) და სიმბოლურ სამ-ნახევარ დღეს, რომელიც გამოცხადების მე-11 თავშია მოხსენიებული.
-