საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რამდენად აინტერესებთ ახალგაზრდებს რელიგია?
    გამოიღვიძეთ! — 1998 | აგვისტო 8
    • რამდენად აინტერესებთ ახალგაზრდებს რელიგია?

      „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან საფრანგეთში

      ზეიმზე მოსული 750 000 ახალგაზრდისთვის ეს იყო თავაწყვეტილი მხიარულების საღამო. ისინი აფრიალებდნენ დროშებს, მღეროდნენ და ტაშს უკრავდნენ. ცას ლაზერისა და ფეიერვერკის სხივები სერავდა, ხოლო მუსიკოსები ხალხს საზეიმო განწყობაზე აყენებდნენ. შექმნილი ატმოსფერო „გიგანტურ, სახელდახელოდ მოწყობილ დისკოთეკას“ ჰგავდა. ბოლოს სცენაზე გამოვიდა კაცი, ვისაც ელოდნენ და ვის გამოჩენასაც დიდი ოვაციებით შეხვდნენ.

      იყო ეს რომელიმე როკ-ჯგუფის მსოფლიო ტურნეს დასაწყისი? არა. ეს იყო პარიზში ახალგაზრდა კათოლიკეთა საერთაშორისო დღეების განმავლობაში გამართული რელიგიური შეხვედრა, ხოლო კაცი სხვა არავინ იყო, თუ არა პაპი იოანე პავლე II!

      ზოგს მსგავსი რელიგიური დღესასწაულებისადმი ახალგაზრდების ინტერესი შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს. მაგრამ ახლა მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ახალგაზრდებს შორის რელიგიური გამოცოცხლების შესახებ ლაპარაკობენ.

  • რამდენად აინტერესებთ ახალგაზრდებს რელიგია?
    გამოიღვიძეთ! — 1998 | აგვისტო 8
    • რელიგია ახალგაზრდების ძიებაში

      რელიგიებისთვის ახალგაზრდების მიზიდვა ადვილი არ არის. ერთმა ფრანგმა მღვდელმა პარიზში ახალგაზრდა კათოლიკეთა მსოფლიო დღის დღესასწაულის შესახებ იკითხა: „საიდან მოვიდნენ ეს ახალგაზრდები? ჩემს ეკლესიებში არც ერთი ახალგაზრდა არ დადის. მე იქ არასდროს მინახავს ისინი“. ახალგაზრდების ყურადღების მიზიდვისა და შენარჩუნების ძიებაში კათოლიკური ეკლესია ცვლის ცნობის წარდგენის მეთოდსა და შინაარსს.

      „ეკლესია იცვლის სტილს!“ — აღნიშნა საფრანგეთის გაზეთმა „ფიგარომ“. პარიზში ახალგაზრდების მსოფლიო დღის მე-12 დღესასწაულისთვის ეკლესიამ ისეთი პიროვნებები დაიქირავა, რომლებიც გამოცდილები იყვნენ როკ-მუსიკის კონცერტის ორგანიზებაში. ასზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდების გასართობად მოწყობილი იყო 300-ზე მეტი სანახაობა, ხოლო მღვდლებს განსაკუთრებული ტანსაცმელი შეუკერეს.

      მრავალი რელიგია, რომლებსაც არავითარი კავშირი არა აქვთ დღევანდელ ახალგაზრდებთან, მაგრამ გრძნობს ამის აუცილებლობას, ისეთ მრწამსს ღებულობს, რომელიც ყოვლისმომცველია. ამ პოლიტიკას ირეკლავდა მიშელ დიუბოს, პარიზში ახალგაზრდების მსოფლიო დღის დღესასწაულის ორგანიზატორი მღვდლის, სიტყვები: „რასაკვირველია, ჩემი სურვილია, რომ ყველა მონათლული პიროვნება ქრისტეს ერთგული იყოს, მაგრამ, რომც არ იყვნენ, მათ თავიანთი ადგილი მაინც აქვთ ეკლესიაში“.

      ახალგაზრდები პასუხების ძიებაში

      ერთმა გაზეთმა პარიზში რელიგიურ დღესასწაულზე ახალგაზრდების დასწრების შესახებ თქვა, რომ ეს „რწმენის ძიების სურვილი უფრო იყო, ვიდრე რწმენის გამოძახილი“, რითაც ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ახალგაზრდები ნამდვილად ეძებენ პასუხებს. გამოეხმაურა ამ სურვილს კათოლიკური ეკლესია?

      რა შეგვრჩება ხელში, როდესაც ამ ზეიმს საბურველს მოვაცილებთ ანუ ყურადღებით დავაკვირდებით იმას, რასაც კათოლიკურმა გაზეთმა დიდი რელიგიური დღესასწაულის „ოპტიკური ილუზია“ უწოდა? საფრანგეთის გაზეთმა „მონდიმ“ აღნიშნა, რომ ის „ნამდვილ არსს მოკლებული“ და ზედაპირული იყო.

      საჭმელი არა მარტო მიმზიდველი, არამედ ნოყიერიც უნდა იყოს. ახალგაზრდების კითხვები სიცოცხლის აზრის შესახებ სულიერად ნოყიერ პასუხებს საჭიროებს. მიმზიდველი, მაგრამ უსაფუძვლო პასუხები, რომლებსაც ახალგაზრდებს აძლევენ, მათ არ აკმაყოფილებთ.

      აქვს პრაქტიკულ ღირებულებას მოკლებულ ასეთ რელიგიურ მოვლენებს დღევანდელ ახალგაზრდობაზე ხანგრძლივი გავლენა? ფრანგმა სოციოლოგმა დენიელ ერვიე-ლეჟემ აღნიშნა: „ამ სენსაციური მოვლენის საზოგადოებაზე ხანგრძლივი გავლენის შანსი არც ისე დიდია“. მაშ, სად შეუძლიათ ახალგაზრდებს თავიანთ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხების პოვნა?

  • რამდენად აინტერესებთ ახალგაზრდებს რელიგია?
    გამოიღვიძეთ! — 1998 | აგვისტო 8
    • [სურათი 12 გვერდზე]

      რელიგიურმა დღესასწაულმა ათასობით ახალგაზრდა მიიზიდა პარიზში.

      [სურათი 13 გვერდზე]

      ახალგაზრდების საერთაშორისო დღე პარიზში — ნამდვილად რელიგიური გამოცოცხლება?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება