-
ბაპტისტერიუმები დაკარგული ტრადიციის უტყვი მოწმეებიგამოიღვიძეთ! — 2007 | სექტემბერი
-
-
ზოგ ბაპტისტერიუმს, მაგალითად, მარიანას (კორსიკა) ბაპტისტერიუმის ემბაზს ბალდახინიც კი ადგას. ბაპტისტერიუმი ეწოდებოდა მხოლოდ ემბაზსაც, რომელიც შეიძლება კვადრატული, მრგვალი, ექვსკუთხა, წაგრძელებული, ჯვრის ფორმის ან რვაკუთხა ყოფილიყო. ადრინდელი ბაპტისტერიუმების სიგანე და სიღრმე ცხადყოფს, რომ მათში ზრდასრულ ადამიანებს ნათლავდნენ. მათში, ჩვეულებრივ, სულ მცირე, ორი ადამიანი ეტეოდა. მაგალითად ლიონში, საფრანგეთის ცენტრალური ნაწილის აღმოსავლეთით, ერთი ემბაზის სიგანე 3,25 მეტრი იყო. მრავალ ემბაზს, ჩვეულებრივ, შვიდი საფეხური ჰქონდა, რომლებიც ემბაზში ეშვებოდა.
ბაპტისტერიუმების წყლით მომარაგება მრავალი არქიტექტორის მთავარი საზრუნავი იყო. ბევრი მათგანი ბუნებრივი წყალსატევების ან თერმული აბანოების ნანგრევებზე შენდებოდა; ამის მაგალითია ნიცას (სამხრეთი საფრანგეთი) ბაპტისტერიუმი. წყალი ბაპტისტერიუმებს ხშირად წყალსატევებიდან მილების საშუალებით მიეწოდებოდა, ზოგჯერ კი მათ ასავსებად წვიმის წყალი ვედროებით მიჰქონდათ ცისტერნებიდან.
პუატიეში (დასავლეთი საფრანგეთი) დაახლოებით ახ. წ. 350 წელს აშენებული წმინდა იოანეს ბაპტისტერიუმი ნათელ წარმოდგენას გვიქმნის, თუ როგორი იყო IV საუკუნეში „ქრისტიანული“ ბაპტისტერიუმები. რამდენიმე ნავით გამოყოფილი მართკუთხა ოთახის შიგნით დიდი რვაკუთხა ემბაზი იყო, რომელშიც სამი საფეხური ეშვებოდა. ემბაზის სიღრმე 1,41 მეტრი, ხოლო სიგანე ყველაზე განიერ ადგილას 2,15 მეტრი იყო. ამ ემბაზს წყალი მიეწოდებოდა ქალაქის წყალგაყვანილობის მილით, რომელიც ახლომდებარე წყალსატევს უკავშირდებოდა.
-
-
ბაპტისტერიუმები დაკარგული ტრადიციის უტყვი მოწმეებიგამოიღვიძეთ! — 2007 | სექტემბერი
-
-
[სურათი 13 გვერდზე]
პუატიეში (საფრანგეთი) წმინდა იოანეს ბაპტისტერიუმი
[სურათი 13 გვერდზე]
კორსიკაზე (საფრანგეთის ერთ-ერთი კუნძული) V საუკუნის მარიანას ბაპტისტერიუმის რეკონსტრუქცია
[საავტორო უფლება]
© J.-B. Héron pour “Le Monde de la Bible”/Restitution: J. Guyon and J.-F. Reynaud, after G. Moracchini-Mazel
-