-
ქრისტიანობის გამოვლენა არეულობის დროსსაგუშაგო კოშკი — 1998 | 15 იანვარი
-
-
ხალხის გულუხვობა
ევროპელი ძმები კვლავ მზად იყვნენ დასახმარებლად. ლუვიეის (საფრანგეთი) იეჰოვას მოწმეთა ფილიალმა როუნ ველის, ასევე ნორმანდიისა და პარიზის ზოგ კრებას აცნობა შექმნილი მდგომარეობის შესახებ. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბიბლიურმა პრინციპმა: „ამასთან გეტყვით, ვინც ძუნწად თესავს, ის ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც კურთხევით თესავს, ის კურთხევით მოიმკის. თითოეულმა როგორც გულით აირჩია, არც შეწუხებით და არც ძალდატანებით. ვინაიდან სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს“ (2 კორინთელთა 9:6, 7).
ათასობით ადამიანმა სიხარულით ისარგებლა გაცემის შესაძლებლობით. ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და სხვა ნივთებით სავსე ყუთებითა და ჩანთებით გაივსო სამეფო დარბაზი, შემდეგ კი ყოველივე ეს საფრანგეთში იეჰოვას მოწმეთა ფილიალში გადაიტანეს. 400 მოხალისე მზად იყო, მონაწილეობა მიეღო „ზაირისადმი დახმარების“ ამ შემდგომ ეტაპზე. შემოწირული საქონლის მოგროვების შემდეგ მოხალისეებმა ის დაახარისხეს, დაკეცეს, ყუთებში ჩაალაგეს და 30 დიდ მოძრავ ქვესადგამზე მოათავსეს. ბავშვებმა თავიანთ აფრიკელ პატარა ძმებსა და დებზე იფიქრეს და სათამაშოები — ბრჭყვიალა მანქანები, ბზრიალები, თოჯინები და დათუნიები — გაუგზავნეს. ყოველივე ეს აუცილებელ საგნებთან ერთად ჩაალაგეს. სულ 9 თორმეტმეტრიანი კონტეინერი გაავსეს და გემით კონგოში გააგზავნეს.
რა რაოდენობის დახმარება გაიგზავნა ცენტრალურ აფრიკაში ათასობით ბელგიელი, ფრანგი და შვეიცარიელი მოწმის დახმარებით? 1997 წლის ივნისისთვის სულ გაიგზავნა 500 კილოგრამი მედიკამენტები, 10 ტონა დიდი რაოდენობით ცილის შემცველი მშრალი ნამცხვრები, 20 ტონა სხვა საკვები, 90 ტონა ტანსაცმელი, 18 500 წყვილი ფეხსაცმელი და 1 000 საბანი. ბიბლიური ლიტერატურაც თვითმფრინავით ჩაიტანეს. ყოველივე ეს დიდი მადლიერებით მიიღეს ლტოლვილებმა, რამაც ისინი ანუგეშა და გასაჭირი გადაატანინა. სულ აღმოჩენილი დახმარების ღირებულება დაახლოებით 1 000 000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა. ასეთი შესაწირის გაღება იეჰოვას მსახურებს შორის ძმობისა და სიყვარულის არსებობის დამადასტურებელია.
განაწილება კონგოში
საქონლის კონგოში ჩატანის შემდეგ საფრანგეთიდან ჩავიდა ორი ძმა და ერთი და, რათა ადგილობრივი დახმარების კომიტეტებთან ეთანამშრომლათ. კონგოელი მოწმეების მიერ გამოვლენილი მადლიერების აღნიშვნისას ჯასლენმა თქვა: «მადლიერების გამომხატველი მრავალი წერილი მივიღე. ერთმა ღარიბმა დამ მალაქიტის ორნამენტი მაჩუქა. სხვებმა — თავიანთი სურათები. წასვლისას დები მკოცნიდნენ, მეხუტებოდნენ და ტიროდნენ. ვტიროდი მეც. მრავალი ამბობდა: „იეჰოვა კეთილია. ის ფიქრობს ჩვენზე“. ასე რომ, მათ ესმით, რომ მადლიერება ამ საჩუქრებისთვის იეჰოვას ეკუთვნის. როდესაც საკვებს ვანაწილებდით, ძმები და დები სამეფოს სიმღერებით ხოტბას ასხამდნენ იეჰოვას. ეს ძალიან ამაღელვებელი იყო».
ექიმი ლოეკი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო. სამეფო დარბაზში მრავალმა მოიყარა თავი და მოთმინებით ელოდა თავის რიგს, რათა დახმარება მიეღო. ერთმა კონგოელმა დამ, რომელსაც თვითონაც სურდა რაღაც გაეკეთებინა, ექიმთან მომლოდინეებისთვის დაახლოებით 40 ფუნთუშა გამოაცხო. რადგან მომლოდინეების რიცხვი ოთხმოცამდე იყო, თითოეულს ნახევარი ფუნთუშა შეხვდა.
-
-
ქრისტიანობის გამოვლენა არეულობის დროსსაგუშაგო კოშკი — 1998 | 15 იანვარი
-
-
ქრისტიანული სიყვარულის პრაქტიკული გამოვლინება
მათ შორის, რომლებიც მთელი გულით მონაწილეობდნენ საფრანგეთში შემუშავებულ „ზაირისთვის დახმარების“ აღმოჩენის გეგმაში, იყო დანეი რუთი. ბავშვობისას ის თავისი რწმენის გამო ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა. რუთი აღნიშნავს: „ძალიან მოხარულები ვიყავით, გაგვეკეთებინა რამე ჩვენი აფრიკელი ძმებისა და დებისთვის! მაგრამ ერთმა რამემ ჩემი ბედნიერება გააორკეცა. როდესაც 1945 წელს გერმანიიდან სახლში დავბრუნდით, თითქმის არაფერი გაგვაჩნდა. ტანსაცმელიც კი, რომელიც გვეცვა, ნათხოვარი იყო. მაგრამ მალე აფრიკელი ძმებისა და დებისგან მატერიალური დახმარება მივიღეთ. ამიტომ ამჯერად მე მომეცა შესაძლებლობა, იმ დიდი ხნის წინათ გამოვლენილი სიკეთისთვის სამაგიერო გადამეხადა. რამდენად სასიამოვნოა, იყო ამხელა საძმოს წევრი, სადაც ქრისტიანები ნამდვილ სიყვარულს ავლენენ“ (იოანე 13:34, 35).
-