-
„იეჰოვამ საფრანგეთში ჭეშმარიტების გასაგებად ჩამოგიყვანათ“საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 აგვისტო
-
-
ახალგაზრდა ანტუან სკალეკისთვის პონი განუყრელი მეგობარი იყო. მას თავისი პონით ნახევრად ჩაბნელებული გვირაბების გავლა უწევდა, რათა მისი დახმარებით ქვანახშირი 500 მეტრის სიღრმის მაღაროდან ამოეტანა. ანტუანის მამა მაღაროს ჩამონგრევისას დაშავდა; ამიტომ ოჯახს სხვა გზა აღარ დარჩენოდა, ანტუანი მაღაროში სამუშაოდ უნდა გაეგზავნათ. იგი დღეში 9 საათს მუშაობდა. ერთხელ მაღაროს ჩამოქცევისას ანტუანი ბეწვზე გადარჩა.
პოლონელ მაღაროელთა სამუშაო იარაღები; სინ-ლე-ნობლეს სიახლოვეს დეშის მაღარო, სადაც ანტუან სკალეკი მუშაობდა
ანტუანი იმ პოლონელ ბავშვებს შორის ერთ-ერთი იყო, რომლებიც საფრანგეთში 1920—1930-იან წლებში დაიბადნენ. საინტერესოა, როგორ აღმოჩნდნენ პოლონელი იმიგრანტები საფრანგეთში? I მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც პოლონეთმა დამოუკიდებლობა კვლავ მოიპოვა, მოსახლეობა საგრძნობლად გაიზარდა, რაც ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა. საფრანგეთმა კი ომში მილიონზე მეტი კაცი დაკარგა; აქედან გამომდინარე, ქვანახშირის მაღაროში მუშახელზე ძალიან დიდი მოთხოვნილება გაჩნდა. ამიტომ საფრანგეთმა და პოლონეთმა 1919 წლის სექტემბერში საემიგრაციო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. 1931 წლისთვის საფრანგეთში პოლონელების რიცხვმა 507 800-ს მიაღწია; მათი უმრავლესობა ქვეყნის ჩრდილოეთით დასახლდა, სადაც ქვანახშირს მოიპოვებდნენ.
გამრჯე პოლონელმა იმიგრანტებმა საფრანგეთში თავიანთი განსხვავებული კულტურა ჩაიტანეს. იმავდროულად, ისინი ბევრად რელიგიურები იყვნენ, ვიდრე — ფრანგები. ანტუანი, რომელიც ამჟამად 90 წლისაა, იხსენებს: „ბაბუაჩემი, იოსები წმინდა წერილების შესახებ დიდი მოწიწებით საუბრობდა. მას ამგვარი დამოკიდებულება მამამისმა ჩაუნერგა“.
-
-
„იეჰოვამ საფრანგეთში ჭეშმარიტების გასაგებად ჩამოგიყვანათ“საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 აგვისტო
-
-
ანტუანმა და მისმა ოჯახმა ბიბლიის მკვლევრების შესახებ ანტუანის ბიძისგან შეიტყვეს, რომელიც მკვლევრების შეხვედრას პირველად 1924 წელს დაესწრო.
-
-
„იეჰოვამ საფრანგეთში ჭეშმარიტების გასაგებად ჩამოგიყვანათ“საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 აგვისტო
-
-
ახალი მაუწყებლების დასახმარებლად საფრანგეთის ფილიალმა 1948 წელს პირველი სარაიონო ზედამხედველები დანიშნა. ხუთი სარაიონო ზედამხედველიდან ოთხი პოლონელი იყო, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ანტუან სკალეკი გახლდათ.
-