-
დაე, იეჰოვა წაგიძღვეთ ნამდვილი თავისუფლებისკენსაგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივლისი
-
-
„თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რომ. 8:19—21). „ქმნილებაში“ იგულისხმებიან მიწიერი იმედის მქონე ადამიანები — ისინი, რომლებსაც სარგებლობას მოუტანს ღვთის სულითცხებულ შვილთა გამოცხადება.
-
-
დაე, იეჰოვა წაგიძღვეთ ნამდვილი თავისუფლებისკენსაგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივლისი
-
-
18. რა მასშტაბებს მიაღწევს თავისუფლება და საბოლოოდ, როგორ თავისუფლებას მიიღებენ მორჩილი ადამიანები?
18 გამოსყიდული ადამიანები მიიღებენ სრულიად განსხვავებულ თავისუფლებას — ყველა გათავისუფლდება სატანისა და დემონების გავლენისგან (გამოცხ. 20:1—3). რამხელა შვებას მოუტანს ეს კაცობრიობას! ამის შემდეგ ქრისტეს 144 000 თანამეფე და მღვდელი განაგრძობს ადამიანების გათავისუფლებას ანუ კაცობრიობა თანდათანობით მიიღებს სარგებლობას გამოსასყიდისგან მანამ, სანამ ადამის ცოდვა და არასრულყოფილება სრულად არ აღმოიფხვრება (გამოცხ. 5:9, 10). ისინი, ვინც საბოლოო გამოცდისას ერთგულებას შეინარჩუნებენ, მიიღებენ სრულყოფილ თავისუფლებას ანუ „ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“, რომელიც იეჰოვას მათთვის ჰქონდა განზრახული. უბრალოდ დაფიქრდით ამაზე: აღარ მოგიწევთ ბრძოლა იმისათვის, რომ ღვთის თვალში სწორად მოიქცეთ, ვინაიდან მთლიანად გასრულყოფილდებით და თქვენი პიროვნება ღვთის ზუსტი ანარეკლი გახდება.
-