საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რელიგიის თავისუფლება — კურთხევაა თუ წყევლა?
    გამოიღვიძეთ! — 1999 | იანვარი 8
    • დებატები საზოგადო და პირად თავისუფლებაზე შუქდება საინფორმაციო საშუალებებით. ზოგ რელიგიურ ჯგუფს ბრალს სდებენ იდეოლოგიურ დამუშავებაში, თანხების გამოძალვაში, ბავშვებზე ძალადობასა და უამრავ სერიოზულ დანაშაულში, უმეტეს შემთხვევაში არსებითი მტკიცებების გარეშე. მცირე რელიგიურ ჯგუფებზე სტატიები ხშირად ქვეყნდება პრესაში. დამამცირებელი იარლიყი, მაგალითად „მწვალებლობა“ ან „სექტა“, უკვე ყოველდღიური ლექსიკის ნაწილად იქცა. საზოგადოების შეხედულების გავლენით მთავრობა ხშირად აქვეყნებს ეგრეთ წოდებული საშიში სექტების სიასაც.

      საფრანგეთი თავისი ტრადიციული შემწყნარებლობით და რელიგიისა და სახელმწიფოს გამიჯვნით ამაყობს; ამაყად უწოდებს საკუთარ თავს „თავისუფლების, თანასწორუფლებიანობის, ძმობის“ ქვეყანას. მაგრამ წიგნი „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება — მსოფლიო უწყებები“ აღნიშნავს: ამ ქვეყანაში „ახალი რელიგიური მოძრაობების უგულებელყოფის მხარდამჭერ სასკოლო განათლების კამპანიას“ გაეწია რეკომენდაცია. ბევრს მიაჩნია, რომ ასეთი მოქმედება საფრთხეს უქმნის რელიგიის თავისუფლებას. როგორ?

      საფრთხე ემუქრება რელიგიის თავისუფლებას

      რელიგიის ნამდვილი თავისუფლება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა ყველა რელიგიურ ჯგუფს, რომლებიც პატივს სცემენ და ემორჩილებიან კანონს, სახელმწიფო ერთნაირად ეპყრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო თვითნებურად წყვეტს, თუ რელიგიური ჯგუფებიდან რომელი არ წარმოადგენს რელიგიას, რითაც აკლებს მას სახელმწიფოსგან რელიგიებისთვის განკუთვნილ უპირატესობებს. „რელიგიის თავისუფლების წმინდა იდეა კნინდება, როცა სახელმწიფო უსაფუძვლოდ ითვისებს იმის უფლებებს, რომ ისე დაამტკიცოს რელიგიები, თითქოს მართვის მოწმობას უმტკიცებდეს მძღოლს“, — აღნიშნული იყო 1997 წლის „ტაიმში“. ახლახან საფრანგეთის სახელმწიფო სასამართლომ განაცხადა, რომ ყოველივე ამას „შეგნებულად თუ შეუგნებლად მივყევართ ტოტალიტარიზმამდე“.

      ძირითად უფლებებს საშიშროება ემუქრება მაშინაც, როდესაც ერთ ჯგუფს მონოპოლია აქვს საინფორმაციო საშუალებებზე. სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაში ეს თანდათან უფრო ხშირდება. მაგალითად, სექტების მოწინააღმდეგე ორგანიზაციები რელიგიურად მიზანშეწონილის განსასაზღვრავად თვითონვე გამოდიან ბრალმდებლებად, მოსამართლეებად და მსაჯულებად და ცდილობენ საინფორმაციო საშუალებებით თავიანთი აზრები მოახვიონ თავს საზოგადოებას. მაგრამ, როგორც ფრანგული გაზეთი წერდა, ასეთი მოქმედებებით ეს ორგანიზაციები ავლენენ «იმავე სექტანტიზმს, რომელსაც, საერთო თვალსაზრისით, ებრძვიან, და მოსალოდნელია, რომ შექმნან „ნადირობის“ ატმოსფერო» (LE Monde). გაზეთში დასმული იყო კითხვა: „მცირე რელიგიური ჯგუფების საზოგადოებრივი შეურაცხყოფით. . . საფრთხე ხომ არ ემუქრება ძირითად უფლებებს?“ მარტინ კრილეს ერთ-ერთ ჟურნალში „რელიგიის ფსიქოლოგიაზე“ მოჰყავდა ციტატა: «სექტებზე „ნადირობა“ უფრო მეტ საზრუნავს გვიჩენს, ვიდრე ეგრეთ წოდებული უამრავი „სექტა და ფსიქოჯგუფი“. უბრალოდ რომ ვთქვათ, კანონის მორჩილ მოქალაქეებს უნდა მოვეშვათ. რელიგია და იდეოლოგია გერმანიაშიც უნდა იყოს და შენარჩუნდეს თავისუფალი» (Zeitschrift für Religionspsychologie). განვიხილოთ ერთი მაგალითი.

  • რელიგიის თავისუფლება — კურთხევაა თუ წყევლა?
    გამოიღვიძეთ! — 1999 | იანვარი 8
    • გარდა ამისა, ფრანგული ჟურნალი აღნიშნავდა, რომ ეგრეთ წოდებულ სექტებზე გამოქვეყნებული სტატიების უმეტესობა ეყრდნობოდა ანტისექტანტური ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. როგორ ფიქრობთ, არის ეს ობიექტური ინფორმაციის უაღრესად მიუკერძოებელი წყარო?

      საერთაშორისო სასამართლოებმა და ადამიანის ძირითადი უფლებებით დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა, მაგალითად გაერომ, აღნიშნა: „სხვაობა რელიგიასა და სექტას შორის იმდენად ხელოვნურია, რომ შეუძლებელია მისაღები იყოს“. მაგრამ რატომ ჯიუტობს ზოგი და იყენებს დამამცირებელ სიტყვა „სექტას“? ეს კიდევ ერთი მტკიცებაა იმისა, რომ რელიგიურ თავისუფლებას საფრთხე ემუქრება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება