საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მსოფლიო ჭაღარავდება
    გამოიღვიძეთ! — 1999 | აგვისტო 8
    • მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სიბერის შემსწავლელი მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ხანში შესვლა და დაავადება ორი განსხვავებული რამ არის. ადამიანების დაბერების პროცესი საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. სწავლულების აზრით, ქრონოლოგიური და ბიოლოგიური ხანდაზმულობა ერთმანეთისგან განსხვავდება (იხილეთ ჩარჩო „რა არის დაბერება?“) სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხანდაზმულობაში შებიჯება მაინც და მაინც დაუძლურებას არ ნიშნავს.

  • მსოფლიო ჭაღარავდება
    გამოიღვიძეთ! — 1999 | აგვისტო 8
    • რა არის დაბერება?

      „ხანში შესვლასთან ერთად ჩვენი ბიოლოგიური მომავლის განსაზღვრა ძალზე რთული ხდება“, — აღნიშნა ერთმა მკვლევარმა. „არავის ძალუძს ბოლომდე მისი გაგება“, — ამბობს სხვა სწავლული. მიუხედავად ამისა, გერონტოლოგები (მეცნიერები, რომლებიც სწავლობენ მოძღვრებას სიბერის შესახებ) ცდილობენ, განსაზღვრონ, რა არის სიბერე. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი ამბობენ, რომ სიბერე არის ამა თუ იმ ადამიანის, გარკვეულ პერიოდში, არსებობის ქრონოლოგიური აღმნიშვნელი. მაგრამ სიბერეში წლების გასვლის გარდა სხვა რამეც შედის. მიუხედავად იმისა, რომ წლები ბავშვსაც ემატება, მასზე არავინ იტყვის, რომ ბერდება, რადგან სიბერე ცხოველუნარიანობის დაქვეითებასთან არის დაკავშირებული. დაბერება სამწუხარო პროცესია, რომელიც თან სდევს წლების მსვლელობას. ზოგი შეიძლება თავის ასაკთან შედარებით ახალგაზრდად გამოიყურებოდეს. ასეთ შემთხვევაში ამბობენ, მას თავის წლოვანებას ვერ მისცემო. ქრონოლოგიურ და ბიოლოგიურ დაბერებას შორის განსხვავების გასაკეთებლად, სწავლულები ბიოლოგიურ ხანდაზმულობას (სიბერე, რომელსაც თან სდევს საზიანო ფიზიკური ცვლილებები) დაჩაჩანაკებად მოიხსენიებენ.

      ზოოლოგიის მეცნიერებათა პროფესორი სტივენ ნ. ოსტადი დაჩაჩანაკებას აღწერს როგორც „დროთა განმავლობაში ორგანიზმის ყველა ფუნქციის თანდათანობით მოშლას“. ხანდაზმულობის ეროვნული ინსტიტუტის დ-რ რიჩარდ ლ. სპროტი კი ამბობს, რომ დაბერება „იმ ორგანოების თანდათანობითი დაზიანებაა, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს სტრესზე სათანადო რეაგირების საშუალებას აძლევს“. მაგრამ სწავლულთა უმეტესობა იმ აზრის არის, რომ რთულია ნათლად ახსნა, რა არის დაბერება. მოლეკულური ბიოლოგიის დარგში მომუშავე დ-რ ჯონ მედინა ხსნის, რატომ არის ეს რთული: „თხემიდან ტერფამდე, ცილებიდან დნმ-მდე, დაბადებიდან სიკვდილამდე, უამრავი პროცესი განაპირობებს ადამიანის 60 ტრილიონი უჯრედის დაბერებას“. გასაკვირი არ არის მრავალი მკვლევარის იმ დასკვნამდე მისვლა, რომ დაბერება „ყველაზე რთული ბიოლოგიური პრობლემაა“!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება