-
შეგიძლიათ მარადიულად ცხოვრების იმედი გქონდეთ?გამოიღვიძეთ! — 1999 | აგვისტო 8
-
-
„მართლაც მნიშვნელოვანი კითხვის“ პირისპირ
მიუხედავად იმისა, რომ სიბერის არიდებასთან დაკავშირებით მრავალი თეორია არსებობს, მკვლევართა უმეტესობა ეთანხმება ამერიკის გერონტოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის დ-რ ჯინ დ. კოჰენის აზრს, რომ «ყველა ეს „ჯადოსნური ვაზნები“ [თეორიები] ფუჭი აღმოჩნდა». რატომ? მეცნიერი ნანსი შუტი „იუნაიტიდ სტეიტს ნიუზ ენდ უორლდ რიპორტში“ აღნიშნავს: „ჯერ კიდევ არავინ იცის, რა იწვევს სიბერეს და მის გარდაუვალ შედეგს, სიკვდილს. ისეთი დაავადების მკურნალობა კი, რომლის გამომწვევი მიზეზი უცნობია, შემთხვევითობაზეა დამოკიდებული“. დ-რ გოსდენიც იმ აზრის არის, რომ სიბერე კაცობრიობისთვის კვლავ გამოცანად რჩება: „ის [სიბერე] უცხო არ არის არც ერთი ჩვენგანისთვის, მაგრამ მისი ბუნება კვლავაც იდუმალებით არის მოცული“. გოსდენი აღნიშნავს, რომ „მართლაც მნიშვნელოვანი კითხვა, რატომ ვბერდებით,“ თითქმის ყურადღების გარეშე რჩებაa.
-
-
შეგიძლიათ მარადიულად ცხოვრების იმედი გქონდეთ?გამოიღვიძეთ! — 1999 | აგვისტო 8
-
-
a გერონტოლოგებმა მრავალი თეორია (მხოლოდ ერთი გამოთვლის შედეგად, ისინი 300-ზე მეტი აღმოჩნდა!) შეიმუშავეს იმასთან დაკავშირებით, როგორ ბერდება ადამიანი, მაგრამ ამ თეორიებში არაფერი იყო ნათქვამი უფრო მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, რატომ ბერდება ადამიანი.
-