-
ბევრი ნაყოფი გამოიღეთსაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 თებერვალი
-
-
ნაყოფი გამოგვაქვს სამეფოს თესლის გავრცელებით
10. როგორ ხდება ცხადი იესოს მიერ მთესველისა და სხვადასხვა სახის ნიადაგის შესახებ მოყვანილი მაგალითიდან, რა არის სამეფოს ნაყოფი და რა არა?
10 იესოს მიერ მთესველსა და სხვადასხვა სახის ნიადაგზე მოყვანილ მაგალითში გამამხნევებელ პასუხს ვკითხულობთ მათთვის, ვინც ნაკლებად ნაყოფიერ ტერიტორიებზე ქადაგებს. იესომ აღნიშნა, რომ თესლი არის ღვთის სიტყვაში მოცემული ცნობა სამეფოს შესახებ, ნიადაგი კი — ადამიანის სიმბოლური გული. ზოგი თესლი „კარგ ნიადაგზე დავარდა, აღმოცენდა და . . . ნაყოფი გამოიღო“ (ლუკა 8:8). რა ნაყოფი? როცა ხორბალი იზრდება, მისი ნაყოფი ახალი თესლია და არა ახალაღმოცენებული ხორბალი. ამის მსგავსად, ქრისტიანის ნაყოფი მაინცდამაინც ახლი მოწაფეები კი არ არიან, არამედ სამეფოს ახალი თესლია.
11. როგორ განმარტავდით, რა არის სამეფოს ნაყოფი?
11 ასე რომ, ნაყოფი ამ შემთხვევაში არც ახალი მოწაფეები არიან და არც კარგი ქრისტიანული თვისებებია. რადგან თესლი, რომელიც ითესება, სამეფოს შესახებ სიტყვაა, ნაყოფიც არაერთგზის გამრავლებული ეს თესლი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ნაყოფის გამოღება სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებას გულისხმობს (მათე 24:14). მდგომარეობის მიუხედავად, აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს ასეთი ნაყოფის გამოღება, კერძოდ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის უწყება? არა! იმავე მაგალითში იესო განმარტავს, თუ რატომ.
ღვთის განსადიდებლად საუკეთესო გავიღოთ
12. შეუძლია ყველა ქრისტიანს სამეფოს ნაყოფის გამოღება? განმარტეთ.
12 „პოხიერ მიწაზე დათესილი . . . — განაგრძობს იესო, — ზოგი ასს გამოიღებს, ზოგი სამოცს და ზოგიც ოცდაათს“ (მათე 13:23). მინდორში დათესილმა ხორბალმა შეიძლება სხვადასხვა რაოდენობის ნაყოფი გამოიღოს პირობებისდა მიხედვით. ასევე ჩვენც შეიძლება სხვადასხვა ზომით შევძლოთ სასიხარულო ცნობის ქადაგება ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე. იესომ დაგვანახვა, რომ ესმის ეს. ზოგს შეიძლება უფრო მეტად ეწყობოდეს ხელი, ზოგს კი უკეთესი ჯანმრთელობა და მეტი ენერგია ჰქონდეს. ამიტომ, შეიძლება სხვებზე მეტი ან ნაკლები შევძლოთ, მაგრამ თუკი ჩვენი შესაძლებლობისდა მიხედვით მაქსიმუმს ვაკეთებთ, იეჰოვა კმაყოფილია ჩვენით (გალატელთა 6:4). და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხანდაზმულობის ან ავადმყოფობის გამო არ შეგვიძლია უწინდებურად მსახურება, ჩვენი თანამგრძნობი მამა, იეჰოვა, უეჭველად ხედავს, რომ ბევრი ნაყოფი გამოგვაქვს. რატომ თვლის იეჰოვა ასე? იმიტომ, რომ ვაძლევთ ‘ყველაფერს, რაც კი რამ გაგვაჩნია’b (მარკოზი 12:43, 44; ლუკა 10:27).
-
-
ბევრი ნაყოფი გამოიღეთსაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 თებერვალი
-
-
15. რა მსგავსებაა პირველი საუკუნისა და თანამედროვე სამქადაგებლო მსახურებას შორის?
15 ახ. წ. პირველ საუკუნეში ზოგიერთები, რომლებიც პავლეს ქადაგებასა და სწავლებას ისმენდნენ, „ერწმუნენ მის ნალაპარაკევს, სხვებმა კი არ იწამეს“ (საქმეები 28:24). დღესაც იგივე მდგომარეობაა. სამწუხაროდ, სამეფოს მრავალი მარცვალი უნაყოფო ნიადაგზე ვარდება. და მაინც, როგორც იესომაც იწინასწარმეტყველა, ზოგი თესლი კარგ ნიადაგზე ითესება, ფესვს იდგამს და აღმოცენდება. მსოფლიო მასშტაბით კვირაში საშუალოდ 5 000-ზე მეტი ადამიანი ხდება ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევარი! ამ ახალმა მოწაფეებმა ირწმუნეს „ნალაპარაკევი“, მიუხედავად იმისა, რომ ხალხის უმეტესობას არ სწამს. რის წყალობით მიიღო მათმა გულმა სამეფოს შესახებ ცნობა? ხშირ შემთხვევაში მათზე იეჰოვას მოწმეების მიერ გამოვლენილმა გულწრფელმა ინტერესმა მოახდინა გავლენა, რაც ახლად დათესილი თესლის მორწყვას შეიძლება შევადაროთ (1 კორინთელთა 3:6).
-