საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ქრისტიანული თვალსაზრისი დაკრძალვის წეს-ჩვეულებებთან დაკავშირებით
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 ივლისი
    • დაშვებულია სამგლოვიარო ტანსაცმელი?

      იეჰოვას მოწმეები გლოვობენ გარდაცვლილ საყვარელ პიროვნებას. იესოს მსგავსად, შეიძლება ტირიან (იოანე 11:35, 36). მაგრამ ისინი აუცილებლობად არ მიიჩნევენ, გამოავლინონ თავიანთი მწუხარება დასანახავად (შეადარეთ მათე 6:16–18). მრავალ ქვეყანაში ქვრივმა მკვდრის დასამშვიდებლად სპეციალური სამგლოვიარო ტანსაცმელი უნდა ჩაიცვას. ეს ტანსაცმელი თვეების ან წლის განმავლობაში უნდა ატაროს დაკრძალვის შემდეგ და მათ გასახდელადაც სპეციალური სუფრა მოაწყოს.

      თუ სამგლოვიარო ნიშნებს არ ატარებენ, ამას მკვდრის შეურაცხყოფად მიიჩნევენ. ამ მიზეზით სვაზილენდის ზოგ ადგილში ტომების წინამძღოლებმა განდევნეს იეჰოვას მოწმეები მშობლიური სახლებიდან. მაგრამ ასეთ ერთგულ ქრისტიანებს ყოველთვის მზრუნველობას უწევდნენ სხვაგან მცხოვრები სულიერი ძმები.

      სვაზილენდის უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეების სასიკეთოდ დაადგინა, რომ მათ ნება უნდა მიეცეთ დაბრუნდნენ მშობლიურ სახლებსა და მამულებში. სხვა შემთხვევაში ქრისტიან ქვრივს ნება მიეცა არ შეესრულებინა ეს წერილისა და ფირზე ჩანაწერის წარდგენის შემდეგ, რომელშიც განსვენებული ქმარი, ნათლად ადგენდა, რომ ცოლს სამგლოვიარო ტანსაცმელი არ ეტარებინა. ამგვარად, მან დაამტკიცა, რომ ქმარი მას პატივს სცემდა.

  • ქრისტიანული თვალსაზრისი დაკრძალვის წეს-ჩვეულებებთან დაკავშირებით
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 ივლისი
    • მტკიცე პოზიციისთვის კურთხეულნი

      სიბონგილი მამაცი ქრისტიანი ქვრივია, რომელიც სვაზილენდში ცხოვრობს. ახლახან, ქმრის სიკვდილის შემდეგ, უარი განაცხადა წეს-ჩვეულებების შესრულებაზე, რომლებიც, ბევრის აზრით, მკვდრის დასამშვიდებლად სრულდებოდა. მაგალითად, მან არ გადაიპარსა თავი (მეორე რჯული 14:1). ამის გამო გაბრაზებულმა ოჯახის რვა წევრმა ძალით გადაპარსა მას თავი. მათ აგრეთვე აუკრძალეს იეჰოვას მოწმეებს სიბონგილის ნუგეშსაცემად მის სახლში მისვლა. მაგრამ სხვებმა, რომლებიც სამეფოს შესახებ ცნობით დაინტერესებული იყვნენ, სიამოვნებით მოინახულეს ის და გადასცეს გამამხნევებელი წერილები უხუცესებისგან. იმ დღეს, როდესაც სიბონგილი მოელოდა, რომ სამგლოვიარო ტანსაცმელს ჩააცვამდნენ, რაღაც საოცარი მოხდა. ოჯახის გავლენიანმა პირებმა მოიწვიეს შეხვედრა, რათა განეხილათ, თუ რატომ ამბობდა სიბონგილი ტრადიციული სამგლოვიარო წეს-ჩვეულების შესრულებაზე უარს.

      „შემეკითხნენ, მაძლევდა თუ არა ჩემი რელიგია გლოვის ნიშნად შავების ტარების უფლებას. როდესაც ჩემი პოზიცია ავუხსენი, მითხრეს, რომ ძალას არ დამატანდნენ. ჩემდა გასაკვირად, ყველამ ბოდიში მომიხადა უხეშად მოპყრობისთვისა და თავის ძალად გადაპარსვისთვის. ყველამ მთხოვა მეპატიებინა“, — იტყობინება სიბონგილი. მოგვიანებით სიბონგილის დამ აღიარა, რომ იეჰოვას მოწმეებს ჭეშმარიტი რელიგია აქვთ და ითხოვა დაეწყოთ მასთან ბიბლიის შესწავლა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება