ვის დანაპირებს შეგიძლია ენდო?
ჩიკაგოს მსოფლიო გამოფენაზე 1893 წელს ერთმანეთს შეხვდნენ სოციოლოგები, რომ მომავალზე ესაუბრათ (ეს ადგილი ზემოთ ჩანს). ისინი 100 წლით წინ, 1993 წლისკენ, იყურებოდნენ და სხვა რამეებთან ერთად შემდეგი იწინასწარმეტყველეს: „მრავალი ადამიანი 150 წელი იცხოვრებს“. „ციხეების რიცხვი შემცირდება და განქორწინება ზედმეტ რამედ ჩაითვლება“. „მთავრობის მოთხოვნები უფრო უბრალო გახდება, რადგანაც ჭეშმარიტ სიდიადეს ყოველთვის უბრალოებისკენ აქვს მიდრეკილება“.
მსგავსად ამისა, 1967 წელს წიგნი, სახელწოდებით „2000 წელი“ (The Year 2000), წინასწარმეტყველებდა: «2000 წლისთვის კომპიუტერები, ალბათ, გაუთანასწორდება, მიბაძავს ან აჯობებს ზოგ მართლაც „ადამიანურ“ გონებრივ შესაძლებლობებს, მათ შორის, შესაძლებელია, გარკვეულ ესთეტიკურ და შემოქმედებით უნარს». „ცნება ზომიერ ფასიან რობოტებზე, რომლებიც ბევრ საოჯახო საქმეს აკეთებენ. . . ბევრად გონივრულად გამოიყურება 2000 წლისთვის“.
კაცობრიობის უუნარობა — განჭვრიტოს მომავალი მოვლენები — საოცრად უპირისპირდება ღვთის უნარიანობას. მაგალითად, ზემოხსენებული წინასწარმეტყველებები შეადარე იმას, რაც ბიბლიამ იწინასწარმეტყველა დღევანდელობაზე თითქმის 20 საუკუნის წინ: „ადამიანები იქნებიან თავმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი, მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, გაბღენძილნი, უფრო სიამეთა მოყვარულნი, ვიდრე ღვთისა, რომელთაც ღვთისმოსაობის სახე აქვთ, მის ძალას კი უარყოფენ“ (2 ტიმოთე 3:1–5).
‘უკანასკნელ დღეებთან’ დაკავშირებული ეს ბიბლიური წინასწარმეტყველება მხოლოდ ერთია იმ მრავალ წინასწარმეტყველებას შორის, რომლებიც ჩვენს დღეებში სრულდება. ღვთის სიტყვამ იწინასწარმეტყველა, რომ იესოს თანდასწრების ‘ნიშანში’ შევიდოდა მსოფლიო ომი, საკვების უკმარისობა, ეპიდემიები, მიწისძვრები და ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგება მთელ მსოფლიოში (მათე 24:3–14; ლუკა 21:11).
ღვთის აღთქმების უტყუარმა სიზუსტემ ბიბლიის ერთი მწერალი აღძრა, საუკუნეების წინ განეცხადებინა: „არცერთი სიტყვა არ გაცუდებულა იმ სასიკეთო სიტყვებიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს, თქვენს ღმერთს“ (იესო ნავეს ძე 23:14).
დიახ, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ მალე ღვთის ყველა დანაპირები შესრულდება. ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს ავადმყოფობას, დამნაშავეობას, ნარკომანიას, შიმშილობასა და ომს — მთელი დედამიწა სამოთხე იქნება (ფსალმუნი 36:10, 11, 29; გამოცხადება 21:3, 4). შეგიძლია ამ წინასწარმეტყველების შესრულების იმედი გქონდეს! ის მომდინარეობს ჩვენი „უტყუარი“ შემოქმედისგან (ტიტე 1:2; შეადარე ებრაელთა 6:13–19).
[საავტორო უფლება 32 გვერდზე]
Cleveland State University Archive.