-
უკანასკნელ წუთებს ითვლის დედამიწა?საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 აგვისტო
-
-
ჩვენი პლანეტა საფრთხეშია
2002 წელს სტოკჰოლმში არსებული ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტი იძლეოდა გაფრთხილებას, რომ იმ უარყოფითმა გავლენამ, რასაც ეკონომიკის განვითარება ახდენს გარემოზე, შეიძლება ისეთი ბუნებრივი მოვლენები გამოიწვიოს, რაც „საბოლოო ჯამში რადიკალურად შეცვლის დედამიწის კლიმატსა და ეკოსისტემას“. იმავე ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ მთელ მსოფლიოში არსებულმა სიღარიბემ, უსამართლობამ და დედამიწის რესურსების გაჩანაგებამ საზოგადოება შეიძლება კრიზისამდე მიიყვანოს.
2005 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოცემულ ერთ-ერთ ანგარიშში შესული იყო გარემოს შესახებ მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული ოთხწლიანი კვლევების მონაცემები. ამ ფართომასშტაბიანმა კვლევამ, რომელშიც 95 ქვეყნიდან 1 360-ზე მეტი სპეციალისტი მონაწილეობდა, შემაშფოთებელი ფაქტები გამოავლინა. ანგარიშში ნათქვამი იყო: „ადამიანის საქმიანობამ იმდენად უარყოფითად იმოქმედა დედამიწაზე მიმდინარე ბუნებრივ პროცესებზე, რომ ჩვენი პლანეტის ეკოსისტემა მეტად ვეღარ შეძლებს მომდევნო თაობებისთვის საარსებოდ აუცილებელი პირობების შექმნას“. ამ საშინელების თავიდან ასარიდებლად საჭიროა „აღებული კურსის შეცვლა და ამა თუ იმ სფეროში ძირეული ცვლილებების მოხდენა, რაც დღეს სამწუხაროდ არ ხდება“, — აღნიშნულია ზემოხსენებულ ანგარიშში („Millennium Ecosystem Assessment“).
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დასახლების პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი ანა ტიბაიჯუკა გამოხატავს იმ აზრს, რომელსაც სულ უფრო და უფრო მეტი მკვლევარი იზიარებს. ის ამბობს: „თუ არაფერს ვიღონებთ არსებული მდგომარეობის შესაცვლელად, წინ კარგი არაფერი გველოდება“.
-
-
ჩვენ მძიმე დროში ვცხოვრობთსაგუშაგო კოშკი — 2008 | 1 აგვისტო
-
-
ბოლოდროინდელი მონაცემები: „ადამიანის საქმიანობამ გადაშენების პირას მიიყვანა ცხოველებისა თუ მცენარეების ესა თუ ის ჯიში“. „ადამიანის არსებობისთვის აუცილებელი ბუნებრივი პროცესებიდან, რომლებიც პლანეტაზე მიმდინარეობს, თითქმის ორი მესამედი სათანადოდ ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას“ („Millennium Ecosystem Assessment“).
„ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილმა სათბურის აირებმა დედამიწის კლიმატი კრიტიკულ ზღვრამდე მიიყვანა, რაც ჩვენს პლანეტას საფრთხეს უქმნის“ (კოსმოსური კვლევის გოდარდის ინსტიტუტი, ნასა).
-